Skip to main content

Posts

Showing posts from November 30, 2019
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

19 წლის ბიჭებმა გადაცემა "უპასუხე საქართველოს" - ში მაქსიმალური ოდენობის თანხა მოიგეს

ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "უპასუხე საქართველოს" მეორე გამარჯვებული წყვილი ჰყავს. ამჯერად, გამარჯვებულები 19 წლის ბიჭები არიან, რომლებმაც გია ბაღაშვილის საფინალო შეკითხვას წარმატებით გაართვეს თავი და შესაბამისად გაიმარჯვეს კიდეც. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ გადაცემას მხოლოდ ორი გამარჯვებული ჰყავს, რომლებმაც მაქსიმალური ოდენობის თანხა მოიგეს. ©️ - Photos - "უპასუხე საქართველოს" გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi  Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

შვეიცარიის მოქალაქეები საქართველოში პირადობის მოწმობით შემოვლენ

შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეები საქართველოში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითაც შემოვლენ. ეს ცვლილება მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილებაში შევიდა. დოკუმენტს ხელს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აწერს. ინფორმაციას 1tv,ge ავრცელებს. „შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტის, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნულია პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და დატანილია ფოტოსურათი“, - წერია დადგენილებაში. ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალს ეხება, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ. 28 ნოემბრით დათარიღებული დადგენილება უკვე ძალაშია. ©️ - IMEDINEWS / Photo - shutterstock.com გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

უკრაინიდან ქართველი ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობას უცხადებენ. ვიდეო

ქართველი ექიმები, რომლებიც უკრაინაში მუშაობენ, ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობას უცხადებენ და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებენ, რომ მათი კოლეგა ოკუპანტების ტყვეობისგან გათავისუფლდეს. „დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ერთმანეთის მხარდაჭერა. ჩვენ უკრაინაში მოღვაწე სხვადასხვა პროფილის ექიმები, უმორჩილესად ვთხოვთ მსოფლიო თანამეგობრობას, დიპლომატიურ კორპუსს, საქართველოს მთავრობას, უკრაინის მთავრობას, გამოიყენოს ყველა საერთაშორისო ბერკეტი ჩვენი კოლეგის ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად საოკუპაციო რეჟიმისგან“, - აცხადებენ ექიმები.               ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა ოჯახს ცხინვალის იზოლატორიდან წერილი გაუგზავნა. გაფრინდაშვილი „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოინახულეს. ოკუპირებული ცხინვალის მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების საკითხი აბაშიძე-კარასინის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. გრიგორი კარასინმა განაცხადა , რომ მას იმედი აქვს, „ექიმის საკითხი მალე გადაწყდება“.  15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვი...