კანონპროექტით, კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან
კარანტინის (თვითიზოლაციის) წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და იურიდიული პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. ამის შესახებ ნათქვამია ცვლილებების პროექტში, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უნდა შევიდეს. ამასთან ერთად, ცვლილებების შეტანა იგეგმება სისხლის სამართლის კოდექსშიც. კარანტინის წესის განმეორებით დარღვევისთვის ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებულია შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე. რაც შეეხება იურიდიულ პირს, ის ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. საქართველოში კორონავირუსი 34 ადამიანს დაუდასტურდა , მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა . დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდ...