კასტინგი პირველ ეტაპზე თბილისში გაიმართება, შემდეგ კი საქართველოს სხვა ქალაქებში პოპულარულმა ვოკალურმა ტელეპროექტმა Х-Factor, რომელიც ტელეარხ „იმედზე" გადის, მეხუთე სეზონისთვის კასტინგი გამოაცხადა — ის თბილისში 27-28 იანვარს დაიწყება. „თუ გაქვთ ვოკალური მონაცემები და გსურთ გრანდიოზულ მუსიკალურ პროექტში მონაწილეობა — იქს ფაქტორი გელით იმედზე! X ფაქტორი — დიდი აღმოჩენების დრო დგება!", — ნათქვამია შოუს განცხადებაში. კასტინგის პირველი ეტაპი თბილისში, ტელეარხ „იმედზე" 12:00 საათზე გაიმართება. მისამართი — ლუბლიანას 5. შესარჩევ ტურებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფესიონალ შემსრულებლებსა და მუსიკალურ ანსამბლებს, ისე დებიუტანტებს 12 წელს ზევით. კონკურსანტებს, ტრადიციულად ყოფენ კატეგორიებად: „ბიჭები", „გოგონები", „მუსიკალური ჯგუფები" და „ბავშვები". The X Factor — ტალანტების სატელევიზიო კონკურსების ფორმატია, რომლის ავტორიც ბრიტანელი პროდიუსერი საიმონ კოუელია. პროექტი პირველად ბრიტანულ ITV-ის არხზე 2004 წლის სექტემბერში გამოჩნდა....