Skip to main content

Posts

Showing posts from June 29, 2017
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

საქპატენტმა შვრიის ახალი ჯიში "არგო" დაარეგისტრირა.

ს ოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტი“ შვრიის ახალი ჯიში „არგო“ დაარეგისტრირა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო  ავრცელებს. ეს ჯიში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა გამოიყვანეს. „არგო“ კულტურული შვრიის სახეობას (Avena sativa L.) წარმოადგენს, რომელიც სწრაფმზარდია და უხვი ამონაყარით ხასიათდება. საგაზაფხულო ნათესის სავეგეტაციო პერიოდი აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე 85-97 დღეს შეადგენს და როგორც შემოდგომაზე, ისე გაზაფხულზე შეიძლება დაითესოს. აღნიშნული ჯიში რეკომენდებულია, როგორც საფურაჟე, ისე სასურსათო მიმართულებით. ახალმა ჯიშმა წინასწარი საწარმოო გამოცდა 2014-2016 წლებში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საცდელ ბაზებზე გაიარა. სოფლის მუერნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურში შვრიის ჯიშის „არგო“ სათესლე მასალის მისაღებად მუშაობენ. წყარო - imedinews.ge

კომპიუტერულმა ვირუსმა Petya-მ საქართველოს პარლამენტის IT სისტემას პრობლემები შეუქმნა.

კ ომპიუტერულმა ვირუსმა Petya-მ საქართველოს პარლამენტის IT სისტემას პრობლემები შეუქმნა. ვირუსის გამო დაიბლოკა პარლამენტარების სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მისამართები, რის გამოც დეპუტატები რამდენიმე დღის განმავლობაში ელფოსტებს ვერ ამოწმებდნენ.  როგორც imedinews-ს პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ელექტრონულ ფოსტაზე წვდომა ისევ აღდგენილია, პარლამენტის IT სპეციალისტებმა კი გამაძლიერებელი ანტივირუსები ჩაწერეს. პარლამენტარებმა დღეს ადმინისტრაციისგან მობილურებზე წერილიც მიიღეს. "ძვირფასო პარლამენტის წევრებო და აპარატის თანამშრომლებო! გაცნობებთ, რომ ბოლო დღეებში კატასტროფულად იმატა ე.წ. Phishing "სატყუარა" მეილების რიცხვმა. მძიმე მდგომარეობაა რამდენიმე ქვეყანაში, რადგან გაჩერდა ინფორმაციული სისტემები. ვირუსები ვრცელდება ელ-წერილებით და ჩამოტვირთვებით სხვადასხვა საიტებიდან. შემდეგ ვირუსი შიდა ქსელის საშუალებით ვრცელდება მომხმარებლების კომპიუტერებზე და შესაძლოა მოხდეს ინფორმაციის სრული დაკარგვა. პარლამენტის აპარატი უსაფრთხოების ნორ...