ე კონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა ჭიათურის მაღაროებისა და ტყიბულის შახტის შემოწმება დაასრულეს. შემოწმების შემდეგ დარღვევები გამოვლინდა მინდელის შახტში, ასევე შუქრუთის, მღვიმევის, ითხვისის მაღაროებში, რის გამოც შპს “საქნახშირი“ და „ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი“ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ შესაბამისად დააჯარიმდნენ. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. „საქნახშირის (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“ მინდელის შახტში გამოვლენილი დარღვევები (შეუსაბამობები) სამი სახისაა: არაარსებითი, არსებითი და კრიტიკული. „ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის“ მაღაროებში კრიტიკული დარღვევები არ გამოვლენილა. ,,კრიტიკული შეუსაბამობების მქონე მოწყობილობების მუშაობა შეჩერდა დარღვევების გამოსწორებამდე, ხოლო დანარჩენი დარღვევების აღმოსაფხვრელად, კანონმდებლობის შესაბამისად, განისაზღვრა გონივრული ვადები. საწარმოები ვალდებულნი არიან მათ შესრულებაზე ინფორმაცია მიაწოდონ სააგენტოს, რაც ექვემდებარება სააგენტოს მიერ გადამოწმებას’’, - განმარტავენ ეკ...