Skip to main content

Posts

Showing posts from September 6, 2017
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.ქართველმა კალათბურთელებმა მასპინძელი ისრაელის ნაკრები ოვერ ტაიმში ანგარიშით 104:91 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრებში საუკეთესო თორნიკე შენგელია გახდა, რომელმაც 25 ქულა და 19 მოხსნა მიითვალა,ხოლო ისრაელის ნაკრებში 23 ქულით თავი გალ მეკელმა გამოიჩინა.ქართველი კალათბურთელები მომდევნო შეხვედრას ხვალ იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება. imedinews.ge

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ავსტრიასთან შეხვედრა ფრედ დაასრულა.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ვენაში ავსტრიის ნაკრებთან ფრედ 1:1 ითამაშა.ჯვაროსნების რიგებში ჯანო ანანიძეს გადაცემის შემდეგ გოლი ვაკო გვილიამ გაიტანა. პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრესგამართული 8 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფში 5 ქულით ბოლოს წინა მე-5 ადგილზე იმყოფება. საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას 6 ოქტომბერს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე უელსის წინააღმდეგ გამართავს. imedinews.ge

მოკრივე მაკგრეგორი ტანსაცმლის და აქსესუარების ხაზს გამოუშვებს.

ირლანდიელი მოკრივე კონორ მაკგრეგორი David Augustის მარკასთან ერთად ტანსაცმლის და აქსესუარების ხაზის შექმნას აპირებს. ამის შესახებ  HighSnobiety იუწყება. ბრენდის სახელწოდება იქნება August McGregor-ი და ბაზარზე 2018 წლიდან გამოჩნდება. კოლექციაში იქნება პერანგები, პიჯაკები და აქსესუარები, თანაც ხელმისაწვდომ ფასებში. “ძალიან მიყვარს მოდა და მოხარული ვარ ის ჩემს თაყვანისმცემლებს გავუზიარო. ამით მათ შესაძლებლობა მიეცემათ ჩემი საკულტო სახე საკუთარ თავზე მოირგონ. დიდი ხანია მე და დევიდი ტანსაცმლის ხაზის შექმნაზე ვსაუბრობთ და სერიოზულ გადაწყვეტილებამდეც მივედით. საზოგადოებას მოეწონება შედეგი“, - აცხადებს მაკგრეგორი. დაახლოებით თვენახევრის წინ  David August -მა მაკგრეგორს შეუკერა კოსტუმი, უცენზურო წარწერებით. ეს კოსტუმი სპორტსმენმა 12 ივლისს თავის მოწინააღმდეგესთან, ამერიკელ მოკრივესთან, ფლოიდ მეიუეზერთან პირველი შეხვედრის დროს ჩაიცვა. imedinews.ge

"ხოსე" მძვინვარებს. არის მსხვერპლიც.

ატლანტიკის ოკეანის თავზე ახალი ტროპიკული ქარიშხალი “ხოსე“ ჩამოყალიბდა. ამის შესახებ  Reuters-ი  აშშ-ს ქარიშხლების პროგნოზირების ეროვნული ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება. ცენტრის ცნობით, ამ დროისთვის, მისი ხმელეთზე გამოსვლის საფრთხე არ შეინიშნება. მისი ცენტრი ამჟამად მცირე ანტილის კუნძულების აღმოსავლეთით 2420 კილომეტრზეა. ის 20 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. ქარიშხლის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე 65 კმ/სთ-შია. თუმცა, მეტეოროლოგების ყურადღების ცენტრში კვლავ ქარიშხალი ირმა რჩება, რომელმაც დღეს მაქსიმალურ მეხუთე კატეგორიას მიაღწია. მისი ქარის სიჩქარე 285 კმ/სთ-ს აღწევს. 26 აგვისტოს კი შტატებს უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში ყველაზე მძლავრი ქარიშხალი “ჰარვი დაატყდა თავს. ბოლო მონაცემებით მან 60 ადამიანის სიცოცხლე  იმსხვერპლა. imedinews.ge

სამეგრელოს მოსახლეობა აზიური ფაროსანის მიერ დაზიანებული თხილის ჩაბარებას ვერ ახერხებს.

ზუგდიდის რაიონის სოფლების მოსახლეობა თხილის მოსავლის პრობლემებზე საუბრობს. „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატთან ლელა ქებურიასთან შეხვედრისას, სოფელ დარჩელის მცხოვრებლები ამბობენ, რომ აზიური ფაროსანის ხოჭომ მოსავალი მთლიანად გაანადგურა. ლელა ქებურიას განცხადებით, „ევროპულ საქართველოს“ მთლიანად დათვლილი აქვს მოსახლეობის ზარალი და ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებს. სამეგრელოში თხილი ადგილობრივების თითქმის ერთადერთი შემოსავალია და ამჯერად მოსავალს აღარავინ იბარებს. imedinews.ge