,,კ ასპერსკის ლაბორატორია“ თბილისის მერიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ახორციელებს პროექტს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. წელს, პირველად საქართველოში, დაიდგა სამგანზომილებიანი (3D) ბანერი, რომელზეც ციფრული სამყაროს საფრთხეებია სიმბოლიზირებული. კიბერთავდაცვის საკითხებისადმი ინტერესი ყოველდღიურად იზრდება, როგორც კავკასიის რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში, - ასე ხსნიან ლაბორატორიის წარმომადგენლები პროექტის მიზეზებს. საქართველოს დედაქალაქის მაცხოვრებლებს და სტუმრებს, დღეიდან ზუსტად ერთი თვი განმავლობაში შეეძლებათ ფოტოგადაღებები სამგანზომილებიან ბანერთან, სახელწოდებით - “დავიცვათ სამყარო“. წყარო - imedinews.ge