Skip to main content

Posts

Showing posts from February 10, 2017
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

საქართველოს არაპოპულარული მეფეები.

საქართველოს ისტორიაში გარდა წარმატებული, ძლიერი, ცნობილი მეფეებისა, იყვნენ მმართველები, რომელთა მეფობა სიმბოლური იყო. ისინი ქვეყანას ფორმალურად მართავდნენ და მათი საქმეების შესახებ არც თუ ისე საკმარისი ინფორმაცია მოიპოვება.  ვახტანგ II  - მისი მეფობის წლები 1289-1292 წლებს მოიცავს. ის იყო დავით VI ნარინის ძე. დემეტრე II თავდადებულის სიკვდილით დასჯის შემდეგ, აღმოსავლეთ საქართველოში ხუტლუბუღას (სადუნ მანკაბერდელის ძე) რჩევით ყაენმა ვახტანგ II დაამტკიცა მეფედ. ამ უკანასკნელმა სულ სამი წელი იმეფა. დავით V   - საქართველოს მეფე 1155 წელს სულ რაღაც ექვსი თვის განმავლობაში. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველო არის გაერთიანებული და ძლიერი. დავით აღმაშენებლის შემდეგ გამეფდა მისი მემკვირდე დემეტრე პირველი, რომელიც 1125-1156 წლებში მეფობდა. ვახტანგ IV  - ალექსანდრე I დიდის მემკვიდრე, რომელმაც სულ რამდენიმე წელს იმეფა. ის იყო ერთიანი საქართველოს მეფე 1442-1446 წლებში. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველო საკმაოდ დასუსტებულია და არცერთ სფეროში წინსვლა არ აქვს. მოიწონეთ ყველა...