SpaceX-ის მიერ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე NASA-ს ორი ასტრონავტის გაგზავნა ცუდი ამინდის გამო გადაიდო . შემდეგი მცდელობა შაბათს, 30 მაისს შედგება. SpaceX-ი პირველი კერძო კომპანიაა, რომელიც ადამიანებს კოსმოსში აგზავნის და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩაიყვანს. ასტრონავტები რობერტ ბენკენი და დაგლას ჰერლი კომპანია SpaceX-ის კოსმოსური ხომალდით დედამიწის ორბიტაზე 28 მაისს, თბილისის დროით 00:33 საათზე უნდა გაფრენილიყვნენ. აღსანიშნავია, რომ 2011 წელს Space Shuttle-ის პროგრამის დახურვის შემდეგ, ეს ამერიკიდან ასტრონავტების კოსმოსში გაშვების პირველი შემთხვევა იქნება. იხილეთ დღევანდელი "ლაივი" : შემდეგი მცდელობის პირდაპირ ეთერს "ტსჯ ჯგუფი" შემოგთავაზებთ, ერთად ვადევნოთ თვალი ამ ისტორიულ მოვლენას. ©️ imedinews.ge გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjgroupge | Follow Us on FaceBook - fb.com/tsjgroupge