საძიებო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა თეთნულდზე ზვავში მოყოლილი უკრაინის მოქალაქის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 11 თებერვალს მესტიის სამმართველოში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ტურისტების ჯგუფი ვერ ახერხებდა ჯგუფის ერთ-ერთ წევრთან დაკავშირებას. გაუჩინარებული შესაძლოა ყოფილიყო 10 თებერვალს თეთნულდზე ჩამოწოლილი ზვავის ტერიტორიაზე. შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები გაემგზავრნენ შემთხვევის ადგილზე. საძიებო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა უკრაინის მოქალაქის ცხედარი იპოვეს. მესტიაში, მწვერვალ თეთნულდზე 10 თებერვალს ზვავი ჩამოწვა. მაშველებმა ზვავში მოყოლილი ჩეხეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე იმავე დღეს ამოიყვანეს. ©️ - Info: ImediNews.GE | Video: 1TV.GE გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi | Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi