Skip to main content

Posts

Showing posts with the label საქართველო
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული იყო. ჰქონდა ორმხრივი პნევმონია. გადატანილი იყო მწვავე ინფარქტი, უფიქსირდებოდა გულის ქრონიკული უკმარისობა არტერიული ჰიპერტენზიით. „პაციენტი მკურნალობის გაგრძელების მიზნით გადაიყვანეს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლის მიხედვით, თუმცა შედეგი ვერ გამოიღო და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - განაცხადა საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა. მისივე განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანის დღიდან უკიდურესად მძიმე იყო,რაც განპირობებული იყო თანხმლები დაავადებებით. ლევან რატიანის განცხადებით, ამ პაციენტის მდგომარეობის გართულება შესაძლოა, ნებისმიერ სხვა ვირუსს გამოეწვია. საქართველოში კორონავირუსი 170 ადამიანს დაუდასტურდა , აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვა...

საქართველო მუშაობს აპლიკაციის შექმნაზე, რომელიც დაინფიცირებულთან სიახლოვეზე შეგატყობინებთ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ საქართველო მუშაობს აპლიკაციის გაშვებაზე, რომელიც საშუალებას მისცემს ხალხს შეამოწმონ, იყვნენ თუ არა ისინი იმ პირთან ახლოს, რომელსაც დაუდასტურდა ან ეჭვმიტანილი აქვთ კორონავირუსის არსებობა. "ჩვენ ვგეგმავთ ამ მოდელის დანერგვას.  მჭიდრო თანამშრომლობაში ვართ ავსტრიასთან.  მათ გაგვიზიარეს თავიანთი ცოდნა და ჩვენ ახლა ვმუშაობთ მოდელის ჩვენს ქვეყანაში ადაპტაციაზე."- თქვა გაბუნიამ. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაციის მფლობელს კორონავირუსი დაუდასტურდება, მის კონტაქტებს გაეგზავნებათ შეტყობინება, რომელიც მოუწოდებს თვითიზოლაციისკენ. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს სტრატეგია სავსებით უარყოფით გავლენას მოახდენს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე, თუმცა ამ აპლიკაციის გადმოწერა ნებაყოფილობითი იქნება. ©️ - მომზადებულია GeorgiaToday -ის მიხედვით.  გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjgroupge | Follow Us on FaceBook - fb.com/tsjgroupge

კანონპროექტით, კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან

კარანტინის (თვითიზოლაციის) წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და იურიდიული პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. ამის შესახებ ნათქვამია ცვლილებების პროექტში, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უნდა შევიდეს. ამასთან ერთად, ცვლილებების შეტანა იგეგმება სისხლის სამართლის კოდექსშიც. კარანტინის წესის განმეორებით დარღვევისთვის ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებულია შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე. რაც შეეხება იურიდიულ პირს, ის ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. საქართველოში კორონავირუსი 34 ადამიანს დაუდასტურდა , მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა . დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდ...

საქართველოში კორონავირუსის ცხრა შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოში კორონავირუსის უკვე ცხრა შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. ამავე ვებგვერდის მონაცემებით, კა რანტინის რეჟიმშია 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 45. ©️ - 1tv.ge | Photo: Google.com გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi | Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

ცნობილია, თუ რომელი სიმღერით წარსდგება საქართველო ევროვიზიაზე - ნახეთ პირველი ემოცია

როგორც უკვე ვიცით, 2020 წლის ევროვიზიაზე საქართველოს თორნიკე ყიფიანი წარადგენს, სიმღერით Take Me As I Am. (მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ) ვიდეო კლიპს, ევროვიზიის "იუთუბ" არხზე გამოჩენისთანავე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.  არ დააყოვნა "Reaction" ვიდეოებმაც, რომლებსაც ძირითადად უცხოელი "იუთუბის" მომხმარებლები იღებენ.  მსგავს ვიდეოებში მკვეთრად ჩანს, თავად გადამღების რეაქცია და დამოკიდებულება ამა თუ იმ ქვეყნის საპრეზენტაციო სიმღერაზე. გთავაზობთ ერთ-ერთ "Reaction" ვიდეოს, რომელშიც საკმაოდ დადებითი ემოცია შეინიშნება ჩვენი ვიდეო კლიპის მიმართ.                                                  შეფასების შემდეგ ვნახოთ ვიდეო კლიპი                                          მცირედი ინფორმაცია შემსრულებლის შესახებ: თორნიკე ყიფიანი, ან უბრალოდ ყ...

ბოქსირებული განყოფილებიდან უნებართვოდ გამოსული ირანელის შესახებ ბრიტანული მედია წერს

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებიდან უნებართვოდ გამოსული ირანელის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი წერს . „ირანის მოქალაქე ქართველ ექიმებს მკურნალობისთვის მადლობას უხდიდა, შემდეგ კი საავადმყოფოს პერსონალმა ის ძალის გამოყენებით კვლავ ბოქსირებულ განყოფილებაში შეიყვანა“, - წერს გამოცემა. ©️ - imedinews.ge  | Photo: AP გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi | Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

მითი და რეალობა კორონავირუსის შესახებ - ჯანმოს განმარტებები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსთან დაკავშირებით დასმულ მთავარ შეკითხვებს პასუხობს. რა არის მითი და რა - რეალობა: 1. ეფექტურია თუ არა ხელის საშრობები ახალი კორონავირუსის მოსაკლავად? - არა. ხელების საშრობები ეფექტური არაა კორონავირუსის მოსაკლავად. ახალი კორონავისისგან თავის დასაცავად, ხშირად უნდა გაიწმინდოთ ხელები სპირტის შემცველი ხელსახოცით ან საპნით და წყლით დაიბანოთ. ხელები დაბანის შემდეგ უნდა გაიმშრალოთ საფუძვლიანად, ქაღალდის ხელსახოცის გამოყენებით ან საშრობით. 2. შეუძლია თუ არა ულტრაიისფერ სადეზინფექციო ნათურას ახალი კორნავირუსის მოკვლა? - ულტრაიისფერი ნათურები არ უნდა გამოიყენოთ ხელების ან კანის სხვა ადგილების სტერილიზაციისთვის, რადგან ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. 3. რამდენად ეფექტურია თერმული სკანერები ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების გამოვლენაში? - თერმული სკანერები ეფექტურია იმ ადამიანების გამოვლენაში, რომლებსაც განუვითარდათ სიცხე ახალი კორონავირუსის ინფექციის გამო. თუმცა ის ვერ გამოავლენს იმ პირებს, რომლებიც ინფიცირე...

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ის არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა. „გუშინ, კორონავირუსული ინფექციის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ერთი საათის წინ დამიდასტურეს. აქვს იტალიაში მოგზაურობის ისტორია. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მიმდინარეობს მონიტორინგი“, - განაცხადა გამყრელიძემ. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა . ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც 26 აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ქვეყნის ყველა აეროპორტი გაძლიერებული კონტროლის რეჟიმზეა გადასული . საქართველომ პრევენციის მიზნით ჩინეთთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა . ვირუსის ირანში გავრცელების შემდეგ კი, 23 თებერვალს, ამ ქვეყნიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადა...

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა- ამის შესახებ მთავრობის კანცელარიაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრის თქმით, დაავადებული საქართევლოს მოქალაქეა, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. მანამდე ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა კლინიკაში მოთავსებულ 14 პაციენტზე განცხადება გააკეთა. მარინა ეზუგბაიას თქმით, სანერვიულო არაფერია, რადგან პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მან ასევე კორონავირუსის ტესტების პასუხების დაგვიანების მიზეზები განმარტა. ჯანმომ დღეს განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს . 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა . ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით . 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა , რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა . ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხე...

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში ბელგია 78:6 დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში ბელგია ბონუს ქულით, 78:6 დაამარცხა. მატჩი ქუთაისში, „აია არენაზე“ გაიმართა. პირველი ტაიმი ბორჯღალოსნების აშკარა უპირატესობით წარიმართა და 33:6 დასრულდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში თითო ლელო აკაკი ტაბუცაძის, ვანო კარკაძის, სოსო მათიაშვილისა და ზურაბ ძნელაძის ანგარიშზეა, სამი გარდასახვა ზუსტად თედო აბჟანდაძემ შეასრულა, ტაიმის მიწურულს კი ბორჯღალოსნებმა საჯარიმო ლელო დადეს. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. თითო ლელო გიორგი ბეგაძემ, ბექა გორგაძემ და გიორგი თხილაიშვილმა დადეს, ზურაბ ძნელაძემ - დუბლი, აკაკი ტაბუცაძემ პოკერი გააფორმა, თედო აბჟანდაძემ კი ბურთი კიდევ ხუთჯერ გარდასახა. სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას „ბორჯღალოსნები“ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, სტუმრად გამართავენ. რაგბი ევროპის ჩემპიონატის სპონსორია „თიბისი“. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას კი ტელეკომპანია „იმედი" ექსკლუზიურად ახორციელე...

კინორეჟისორი გიორგი შენგელაია გარდაიცვალა

82 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სანუკვარი კინორეჟისორი და რუსთაველის პრემიის ლაურეატი გიორგი შენგელაია. იგი 1937 წლის 11 მაისს  დაიბადა   , შენგელაიამ დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.  1962 წლიდან მუშაობდა საქართველოს კინოსტუდიაში. შენგელაია კინორეჟისორების ოჯახიდან არის. გიორგის ძმამ, ელდარ შენგელაიამ ერთ-ერთი  საუკეთესო   ქართული კლასიკური კომედია დადგა; მათი მამა, ნიკოლოზ შენგელაიაც კინორეჟისორი, სცენარისტი და ფუტურისტი პოეტი იყო.  გიორგისა და ელდარის დედა, ნატო ვაჩნაძეს, მრავალი მთავარი როლი აქვს მისი მეუღლის ფილმებში შესრულებული. შენგელაიას ფილმმა "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა"-მ მიიღო მონაწილეობა ბერლინის 36-ე საერთაშორისო კინოფესტივალში და საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში "ვერცხლის დათვი" მოიგო. შენგელაიამ მრავალი გამორჩეული ნამუშევარი დაგვიტოვა. ©️ - georgiatoday.ge გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi | Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

სვანეთში ზვავის ჩამოწოლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

საძიებო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა თეთნულდზე ზვავში მოყოლილი უკრაინის მოქალაქის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 11 თებერვალს მესტიის სამმართველოში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ტურისტების ჯგუფი ვერ ახერხებდა ჯგუფის ერთ-ერთ წევრთან დაკავშირებას. გაუჩინარებული შესაძლოა ყოფილიყო 10 თებერვალს თეთნულდზე ჩამოწოლილი ზვავის ტერიტორიაზე. შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები გაემგზავრნენ შემთხვევის ადგილზე. საძიებო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა უკრაინის მოქალაქის ცხედარი იპოვეს. მესტიაში, მწვერვალ თეთნულდზე 10 თებერვალს ზვავი ჩამოწვა. მაშველებმა ზვავში მოყოლილი ჩეხეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე იმავე დღეს ამოიყვანეს. ©️ - Info: ImediNews.GE | Video: 1TV.GE გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi | Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

სოფელ მარტყოფის ღვთაების მონასტერში მკვლელობა მოხდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ღვთაების მონასტერში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ახალგაზრდა კაცია, რომელიც მონასტერში სამეურნეო საქმიანობას ეწეოდა და სასულიერო პირი არ იყო. შემთხვევა კელიაში მოხდა. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, მონასტერს შეფარებული ჰყავს უსახლკაროები და სხვადასხვა სოციალური თუ სამედიცინო პრობლემების მქონე ადამიანები. „როგორც აგვიხსნეს, ერთ-ერთმა ფსიქიურად დაავადებულმა, მონასტერს შეფარებულმა ადამიანმა მოკლა მეორე და გაიქცა მონასტრიდან“, - წერს ჯაღმაიძე Facebook-ზე . როგორც imedi.ge-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ჯერჯერობით საქმეზე დაკავებული არავინაა. ©️ - imedi.ge | photo: shutterstock.com გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

სტეფანწმინდაში ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული ქალი რუსეთის მოქალაქეა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სტეფანწმინდაში, კობის საავტომობილო გზაზე ჩამოწოლილ ზვავთან დაკავშირებით, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, ინფორმაციას ავრცელებს. ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, თოვლის მასის ჩამოწოლის შედეგად ჩავარდილ სატრანსპორტო საშუალებაში 3 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ერთი ქალი, რუსეთის მოქალაქე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ხევიდან ამოყვანილია ორი ადამიანი, რომელთაგან ერთს, საქართველოს მოქალაქეს მოტეხილობა აღენიშნება, ხოლო მეორე, სომხეთის მოქალაქე, უსაფრთხო ადგილზე უვნებლად არის გამოყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფები. ©️ - imedi.ge | Photo - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

ბაღდათში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, ბაღდათში საცხორებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. შემთხვევა აკაკი წერეთლის ქუჩაზე მოხდა. „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა გამოძახებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინეს. შემთხვევის ადგილზე 2 წუთში გამოცხადდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, იწვოდა ხის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ხანძარი გავრცელებული იყო, დაახლოებით, 200 კვ/მ ფართობზე. ხანძრის ლოკალიზაციის შემდეგ, ღია ცეცხლში შესულმა მეხანძრე-მაშველებმა 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათ შორის იყო 1 ქალი და 4 არასრულწლოვანი. მოგვიანებით, ადგილზე იპოვეს კიდევ ერთი - ხანშიშესული ქალის ცხედარი. ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ასევე, მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის...

ბაღდათში საცხოვრებელ სახლში ხანძარს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი ბავშვია [VIDEO]

ბაღდათში საცხორებელ სახლში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 6 ჯგუფი იყო მობილიზებული. ცეცხლი იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ მეხანძრე-მაშველებმა სახლიდან ოჯახის წევრების გამოყვანა ვეღარ მოასწრეს. მათ შენობაში ქალის და 4 ბავშვის ცხედრები იპოვეს. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. ©️ - imedinews.ge | Photo - Khatuna Maisuradze გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

"ფორსაჟის" პირველ თიზერში თავისუფლების მოედანი ჩანს [VIDEO]

ინტერნეტში "ფორსაჟი 9"-ის პირველი თიზერი გავრცელდა, რომელშიც თავისუფლების მოედანი ჩანს. ფილმის ოფიციალური თრეილერი 31 იანვარს გამოვა, ხოლო მეცხრე ნაწილის პრემიერა 22 მაისს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ფილმის ფრაგმენტის გადაღებები ერთი თვის განმავლობაში თბილისშიც მიმდინარეობდა. ©️ - Video:  FilmSelect Trailer გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე  | Follow Us on FaceBook  

"მთელი საქართველო და თბილისი ჩემია" - სოციალურ ქსელში ლუკა სირაძის ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ვიდეო ვრცელდება. “დიღმელი ვარ მას, მაგრამ მთელი საქართელო და თბილისი ჩემი უბანია” – ლუკა სავარაუდოდ მასწავლებელს მიმართვას. შეგახსენებთ, ლუკა სირაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. “მწვანე სკოლის” ყოფილმა მოსწავლემ თვითმკვლელობა 12 დეკემბერს, მას შემდეგ სცადა, რაც “მწვანე სკოლაში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაიკითხა. ©️ - Fortuna.ge გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

19 წლის ბიჭებმა გადაცემა "უპასუხე საქართველოს" - ში მაქსიმალური ოდენობის თანხა მოიგეს

ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "უპასუხე საქართველოს" მეორე გამარჯვებული წყვილი ჰყავს. ამჯერად, გამარჯვებულები 19 წლის ბიჭები არიან, რომლებმაც გია ბაღაშვილის საფინალო შეკითხვას წარმატებით გაართვეს თავი და შესაბამისად გაიმარჯვეს კიდეც. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ გადაცემას მხოლოდ ორი გამარჯვებული ჰყავს, რომლებმაც მაქსიმალური ოდენობის თანხა მოიგეს. ©️ - Photos - "უპასუხე საქართველოს" გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi  Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

შვეიცარიის მოქალაქეები საქართველოში პირადობის მოწმობით შემოვლენ

შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეები საქართველოში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითაც შემოვლენ. ეს ცვლილება მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილებაში შევიდა. დოკუმენტს ხელს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აწერს. ინფორმაციას 1tv,ge ავრცელებს. „შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტის, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნულია პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და დატანილია ფოტოსურათი“, - წერია დადგენილებაში. ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალს ეხება, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ. 28 ნოემბრით დათარიღებული დადგენილება უკვე ძალაშია. ©️ - IMEDINEWS / Photo - shutterstock.com გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi