გეიზერები, მიწიდან ამოსული ცხელი წყლის მასაა. მსოფლიოში 1644 გეიზერია, მათგან 1041 მოქმედია, 272 მიძინებულია, ხოლო 331 ჩამქრალი. გეიზერებს მხოლოდ შესანიშნავი სანახაობის დატვირთვა არ გააჩნია, მას იყენებენ ენერგიის გამოსამუშავებლადაც. მსოფლიოში ყველაზე მსხვილი გეოთერმული ელექტროსადგური ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს. მეორე ადგილზე კი მექსიკის გეოთერმული ელექტროსადგური მდებარეობს. ის მსოფლიოში სიდიდით მეორე ადგილს იკავებს. რაც შეეხება გეიზერებს, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გეიზერი, ვაიმანგუში, ახალ ზელანდიაში მდებარეობს.