Skip to main content

Posts

Showing posts from January 31, 2019
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 10 000 000 ევრო უნდა გადაუხადოს

„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ - ამ საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს 1 500 მოქალაქეს, არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. გადაწყვეტილების მიხედვით, მე-4 ოქმის მე-4 მუხლის დარღვევის გამო თითოეულ დეპორტირებულ მოქალაქეს ორი ათასი ევროს ოდენობით კომპენსაცია უნდა მიეცეს. ხოლო პირველი პარაგრაფის მე-5 მუხლის დარღვევის გამო რუსეთმა თითოელ მოქალაქეს 10 ათასიდან, 15 ათასამდე ევროს ოდენობის კომპენსაცია უნდა მისცეს. 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან საქართველოს 4 634 მოქალაქე გამოაძევეს. დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს პოზიციის ამსახველი დოკუმენტი წარადგინა და კომპენსაცია მოითხოვა. ამ პროცესს წინ უძღოდა 2014 წლის 3 სექტემბერს საქმეზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ქართველების უფლებების ...

გარდაცვლილთა უმეტესობა ახალგაზრდა მამაკაცია - ტრაგედია ისანში

თბილისში ქეთევან წამებულის ქუჩაზე CO-ს დაგროვების შედეგად გარდაცვლილი შვიდი ადამიანიდან უმეტესობა ახალგაზრდა მამაკაცია, რომლებიც სამშენებლო სამუშაოებზე მუშაობდნენ. მათგან ყველაზე უფროსი 54 წლის ბათუ სუთიძე გახლავთ. სუთიძე წარმოშობით თერჯოლის რაიონიდან იყო, თუმცა ოჯახი წლებია რუსთავში ცხოვრობს, თბილისში კი ბათუ სუთიძე სამსახურის გამო, სხვა მუშებთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან გარდაცვლილის ახლობლებიც, თუმცა მათ საგამოძიებო მოქმედებებიდან გამომდინარე, ბინაში შესვლის საშუალება ჯერჯერობით არ ეძლევათ. ©️ - ინფორმაცია: primetime.ge გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

ისანში საცხოვრებელ სახლში 7 ადამიანი დაიღუპა.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულების შესახებ მინისტრი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ არის. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 7 მუშა. მათ ბინა ერთად ჰქონდათ ნაქირავები. მიზეზი CO-თი ინტოქსიკაციაა. მათ სახლში წვის კამერის გამათბობელი ჰქონდათ დამონტაჟებული. შემთხვევის შესახებ ცნობილი სულ ცოტა ხნის წინ გახდა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო. ©️ - ფოტო: Google.com ინფორმაცია: imedinews.ge  გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi