დღეს ბოლნისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, ძალადობის თემაზე, სკოლებს შორის ვიდეორგოლების კონკურსი ჩატარდა. ,,მოზარდები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“- ასე ერქვა კონკურსს, რომელშიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის ექვსი და დმანისის მუნიციპალიტეტის სამი სკოლა მონაწილეობდა. მათ მიერ წარმოდგენილ ვიდეო რგოლებს ათ ბალიანი სისტემით, კომპეტენტური ჟიური აფასებდა. გამოვლინდა სამი საუკეთესო ვიდეო. ქულათა რაოდენობის მიხედვით ადგილები ასე გადანაწილდა: მესამე ადგილი სოფელ რატევანის საჯარო სკოლამ დაიკავა, მეორე ადგილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის №1 საჯარო სკოლამ, პირველი ადგილი კი სოფელ ტანძიის საჯარო სკოლამ მოიპოვა. გამარჯვებულები და მონაწილეები შესაბამისი სიგელებით დაჯილდოვდნენ. ,,ჩვენს ვიდეოში ასახული იყო დღევანდელობა, რადგანაც ოჯახში ძალადობა ძალიან ხშირია და დიდ პრობლემას წარმოადგენს. ვფიქრობ ღირსეულად შეგვაფასეს, მადლობა ჟიურის თითოეულ წევრს,“-განაცხადა გამარჯვებული ვიდეოს ავტორმა, სოფელ ტანძიის საჯარო სკოლის მოსწავლემ გიორგი დადვანმა.