რეჟისორი ზაზა ხალვაში 62 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „მაშინ, როდესაც ზაზა ხალვაში ქართული კინოს ახალი ტალღის შესახებ საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს მისი ბოლო ინტერვიუ იქნებოდა. ზაზა ხალვაშმა, როგორც რეჟისორმა, რამდენიმე სრულიად გამორჩეული ნამუშევარი დაგვიტოვა - „დრო“ (1981), "იქ, ჩემთან" (1991), „მიზერერე“ (1996), „სოლომონი“ (2015), „ნამე“ (2017). "წვიმა ორ ნაპირზე" ჰქვია მის ბოლო ფილმს, რომლის გადაღება ცოტა ხნის წინ დაასრულა. ეროვნული კინოცენტრი მწუხარებას გამოთქვამს ზაზა ხალვაშის მოულოდნელი გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს“, - ნათქვამია კინოცენტრის ინფორმაციაში. ზაზა ხალვაში 1957 წლის 17 მაისს ბათუმში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1979) და შოთა რუსთაველის სახელობის თეტრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი (1985). 1977 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ ჯერ რეჟისორის ...