პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში, სადაც 18 წლის ნუცა მახვილაძე სწავლობდა, წარჩინებული სტუდენტები მისი სახელობის დაფინანსებას მიიღებენ - ამის შესახებ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს. "ისეთი სტუდენტები, როგორიც ნუცა იყო (მაღალი ქულებით), უნივერსიტეტიდან მიიღებენ მისი სახელობის დაფინანსებას. ქართველი სტუდენტების გადაწყვეტილებით კი (რომლებიც იმ უნივერსიტეტში სწავლობენ), ეზოში დაიდგმება მისი სახელობის ნატვრის ხე. ალბათ ყველამ წარმოიდგინეთ როგორი გოგო იყო ნუცა, როცა თაობები მისი სახელობის დაფინანსებით განათლებას მიიღებენ პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის პირად გვერდზე. მაია ასათიანის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე პარიზის საავადმყოფოში 23 თებერვალს გარდაიცვალა. გოგონა მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 18 წლის გოგონას სამშაბათს დაკრძალავენ. ნუცა მახვილაძე საფრანგეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში პიარისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე სწავლობდ...