Skip to main content

Posts

Showing posts from June 3, 2020
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

თაღლითები 5G-სგან "დამცავ" ფლეშ-მეხსიერებებს ყიდიან, ფასი — $350

თაღლითებმა 5G-სთან დაკავშირებულ ჭორებზე (რომ ის ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს) დაყრდნობით ფლეშ-მეხსიერების გაყიდვა დაიწყეს, რომელიც მათი თქმით, ადამიანებს 5G-სგან იცავს. 5GBioShield — ასე ჰქვია მოწყობილობას, რომელსაც ისინი 350 დოლარად ყიდიან. რეალურად კი იგი 128MB-იანი ფლეშ-მეხსიერებაა, რომელიც მხოლოდ ექვსი დოლარი ღირს. აღსანიშნავია, რომ პროდუქტმა საკმაოდ დიდი ყურადღება მიიპყრო და ინგლისის ქალაქ გლანსტონბერის საბჭომ მას რეკომენდაციაც კი გაუწია. ქალაქში შექმნილმა საკონსულტაციო კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა ტობი ჰოლმა განაცხადა, რომ ფლეშ-მეხსიერება 5G სიგნალს კვანტური ტექნოლოგიის გამოყენებით ბლოკავს. მისი თქმით, ეს სიგნალები სუიციდის შემთხვევებს ზრდის, ასევე ავრცელებს კორონავირუსს და მკვდარი ჩიტების ციდან ცვენაც სწორედ ამ სიგნალების დამსახურებაა. აღსანიშნავია, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც რომელიმე ჩამოთვლილ პრობლემას 5G-სთან დააკავშირებს. "ჩვენ ამ მოწყობილობას ვიყენებთ და იგი საკმაოდ გვეხმარება", — აცხადებს ჰოლი. პროდუქტის ვებგვერდზე წარმოდგენილ აღწერაშ...

2020 წლის ქარიშხლების სეზონი, შესაძლოა, განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდეს

ქარიშხლების სეზონი ოფიციალურად პირველ ივნისს დაიწყო და როგორც აღმოჩნდა, იგი წელს საკმაოდ განსაკუთრებულიც იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის ქარიშხლების ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა (NOAA). NOAA-ს მიხედვით, შანსი, რომ ამჟამინდელი ქარიშხლების სეზონი ნორმალურზე ბევრად უარესი იქნება 60%-ია. წელს, შესაძლოა, 19 დასახელებული შტორმი ვიხილოთ, მათ შორის ექვსი მთავარი და განსაკუთრებულად ძლიერი. ქარიშხლების სეზონზე, როგორც წესი, 12 შტორმი გვხვდება, აქედან განსაკუთრებით ძლიერი კი მხოლოდ სამი. "სოციალურ დისტანცირებისა და COVID-19-სგან თავდასაცავად არსებულ რეკომენდაციებთან ერთად, საჭირო ხდება შტორმისთვის მზადებაც — თავშესაფრები, საევაკუაციო გასასვლელები და ა.შ.", — განაცხადეს NOAA-ს წარმომადგენლებმა. სანაპირო ქვეყნების უმეტესობამ მზადება მაისის ბოლოს უკვე დაიწყო. არსანიშნავია, რომ საავადმყოფოებზე და გადაუდებელი დახმარების ცენტრებზე ქარიშხლებს საკმაოდ მძიმე შედეგები შეიძლება ჰქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ ქარიშხლების სეზონი ახლახან დაიწყო, რამდენიმე შტორმი ნაადრევად, გასულ თვეში უკვე ა...