ბოლნისის რაიონში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიისმოსახლეობა უკვე მეთორმეტე დღეა მდინარე ხრამის ხეობის ე.წ. ბნელი ხევის მისასვლელთანაა შეკრებილი. ადგილობრივები ოქროს მომპოვებელი კომპანია „არ ემ ჯი გოლდისგან“ ე.წ. ბნელი ხევის ტერიტორიაზე დაწყებული სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ. მოსახლეობა აცხადებს, რომ სამუშაოები საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება რეგიონში არსებულ ისედაც მძიმე ეკოლოგიურ ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს. ტანძიის მოსახლეობა RMG GOLD-ისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომდგენლებთან შეხვედრას 12 დღეა, უშედეგოდ ითხოვს. ადგილობრივების თქმით, გაჩუმების სანაცვლოდ, სამუშაოები ადგილებს სთავაზობენ, თუმცა, ისინი ამ პირობას არ თანხმდებიან და ითხოვენ, რომ ღია კარიერებზე მუშაობა შეჩერდეს. „საფლავს გვითხრიან, ცოცხლად გვმარხავენ და შეჩერდეს! ეს არის მთავარი მოთხოვნა,“ - აცხადებენ აქციის მონაწილეები. წყარო - პირველი რადიო ფოტო - გიორგი დადვანი