Skip to main content

Posts

Showing posts with the label თემა
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

როგორ არ უნდა შეეხოთ სახეს, როდესაც გარშემო კორონავირუსია? ინსტრუქცია

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სხვა სამედიცინო ორგანიზაციების მსგავსად , გირჩევთ, არ შეეხოთ სახეს (განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირსა და თვალებს), რათა ახალი კორონავირუსისგან თავი დაიცვათ. ეს რჩევა მნიშვნელოვანია ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ვირუსი ან ბაქტერია ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. სხვადასხვა მონაცემის თანახმად, ადამიანი საკუთარ სახეს საათში საშუალოდ სულ ცოტა, 16- 23-ჯერ ეხება. ამ ქმედებებს არ შეიძლება შეგნებული ეწოდოს. სპეციალისტები იძლევიან გარკვეულ რეკომენდაციებს, თუ როგორ შეიძლება ამ ჩვევასთან გამკლავება. შეეცადეთ გაიგოთ, რა გიბიძგებთ ამ ქმედებისკენ? ფსიქოლოგების აზრით, სანამ იმაზე დავიწყებთ საუბარს, როგორ არ უნდა შეეხოთ სახეს, უნდა დაისვას კითხვა, თუ საერთოდ რატომ აკეთებთ ამას. საამისოდ კი, სპეციალისტების რეკომენდაციით, დღის განმავლობაში საკუთარ თავს უნდა დააკვირდეთ, დაწეროთ ან უბრალოდ დაიმახსოვროთ, რა იწვევს თქვენს პროვოცირებას: რა სიტუაციაში და რატომ ეხებით სახეს. მაგალითად, ადამიანების ნაწილი ამას მაშინ აკეთებს, როდესაც სურდო აქვს, ან კომპიუტერთან მუშაობის დროს ...

რა ინფორმაციას ინახავს თვითმფრინავის „შავი ყუთი“ და ვინ და როგორ შიფრავს მას?

თეირანში ჩამოვარდნილი უკრაინული ავიალაინერის შავი ყუთის გაშიფრვა გრძელდება. Boeing 737-800-ზე თავდასხმის საქმის გამოძიებაში ყველა ის ქვეყანა მონაწილეობს, რომლის მოქალაქეებიც 8 იანვარს მომხდარ ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ. ეგრეთ წოდებული შავი ყუთების გაშიფრვას ირანელი და უკრაინელი ექსპერტები ცდილობენ. ორივე ბორტჩამწერი ძლიერად არის დაზიანებული. ამიტომ, თუ მათზე ჩაწერილი ინფორმაციის წაკითხვა ვერ მოხერხდა, შესაძლოა ირანს შავი ყუთების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაგზავნა მოუწიოს. მაგალითად, კანადასა და საფრანგეთში, რომლებიც მსგავსი სამუშაოებისთვის გაცილებით თანამედროვე ტექნოლოგიებს ფლობენ. შავი ყუთი რთულად ზიანდება და იოლი აღმოსაჩენია? ეგრეთ წოდებული შავი ყუთი იგივე საბორტო თვითჩამწერი განსაკუთრებული მეთოდით დაცული ჩამწერი აპარატია, რომელიც კომპიუტერის მყარი დისკის ან მეხსიერების ბარათის მსგავსია. აქ რეგისტრირდება და ინახება ფრენის პარამეტრებისა და ავიალაინერის მუშაობის შესახებ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ასევე - პილოტის კაბინაში მიმდინარე დიალოგი. ადრე ეს კომპონენტები ერთმანეთისგან დამ...

კორონავირუსი და რასიზმი. ინფექციური დაავადება უფრო სწრაფად ვრცელდება თუ პანიკური შიში?

ჩინეთის ქალაქ უხანში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ სახეობას ლეტალური შედეგების საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ პაციენტების უმრავლესობა სრულად გამოჯანმრთელდა. მიუხედავად ამისა, ახალმა ვირუსმა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საყოველთაო პანიკა გამოიწვია. თუ რამ განაპირობა ეპიდემიური შიში, ექსპერტებს თავიანთი არგუმენტები აქვთ. არის თუ არა კორონავირუსის ახალი სახეობა მომაკვდინებელი? ადამიანების ემოციური რეაქცია ინფექციურ დაავადებებზე ხანდახან ძალიან გადაჭარბებულია. ექსპერტების შეფასებით, ეს, შესაძლოა, შექმნილ ვითარებაში საზიანოც კი იყოს. სპეციალისტების განმარტებით, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია პროფილაქტიკური ზომების მიღება. საამისოდ კი აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა და სახეზე შეხებისგან თავის მაქსიმალურად შეკავება. ეს წესები დაგვიცავს არა მხოლოდ კორონავირუსისგან, არამედ სხვა ინფექციური დაავადებებისგან. ჯერჯერობით, კორონავირუსის ახალი სახეობა არ არის ისეთი მომაკვდინებელი, როგორც ეს მწვავე რესპირატორული სინდრომის (SARS - severe acute respiratory syndrome) შემთხვევაშ...

რატომ დადის ზოგიერთი ადამიანი ძილში? საშიშია თუ არა მთვარეულის გაღვიძება?

ხშირად გვსმენია ადამიანებზე, რომლებიც ძილში დადიან და უჩვეულო რაღაცებს აკეთებენ. მთვარეულს შეუძლია იაროს სახურავზე ან აივნის მოაჯირზე ისე, რომ წონასწორობა მაქსიმალურად შეინარჩუნოს. ეს ერთი შეხედვით უცნაური მოვლენა ბევრ კითხვის ნიშანს და შესაბამისად, მითს აჩენს. რას ნიშნავს ლუნატიზმი (მეცნიერულად სომნამბულიზმი) და რა იწვევს მას? უნდა გამოვაფხიზლოთ თუ არა მთვარეული? რა არის ლუნატიზმი? ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ძილის მოშლის ამგვარ გამოვლინებას სომნამბულიზმს უწოდებენ. ლუნატიზმი იგივე სომნამბულიზმი უძველესი დროიდან არის ცნობილი. ასეთივე ძველი წარმოდგენებით მთვარეულებს მთვარე იზიდავთ. თუმცა თანამედროვე კვლევების თანახმად, დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ფაზებსა და მთვარეულების ქმედებას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. შესაძლებელია, მთვარიან ღამეში ისინი უფრო თვალშისაცემი არიან, ვიდრე სიბნელეში და ეს მოსაზრებაც ამიტომ გაჩნდა. სამედიცინო განმარტებით, სომნამბულიზმი არის უნარი, რომლის მეშვეობითაც ადამიანს შეუძლია ძილში შეასრულოს ძალიან რთული დავალებები, რაც კოორდინირებ...

"ერიკი, შენ და მე - ისევ ერთად" ბავშვი მშობლებს დაუბრუნდა.

დიდი ბრძოლის შემდეგ, ქართველ წყვილს ჩამორთმეული შვილი დაუბრუნეს.  ინფორმაციას ბავშვის მშობლები ავრცელებენ.                     ერიკი, (ბავშვი) მშობლებს, სოციალურმა მუშაკებმა შვედეთში ჩამოართვეს მაშინ, როცა იგი ჯერ კიდევ 9 თვის იყო.  ბავშვის ჩამორთმევის მიზეზებზე საუბრობდა კონსტანტინე კირვალიძე mshoblebi.ge - სთან.  მაშინ კონსტანტინემ (მამა) ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ საქმის უკან გავლენიანი ძალები იდგნენ, რომლებსაც მასზე ანგარიშსწორება უნდოდათ.  Mshoblebi.ge-ს კითხვაზე, თუ რა იყო ბავშვის ჩამორთმევის ოფიციალური მიზეზი, კონსტანტინემ განაცხადა:  " ჩემზე განაცხადეს, რომ ვეწეოდი მარიხუანას და თურმე, ერთ მომენტში ვიყავი აგრესიული. ეს მიზეზი დიდი ხანია არსებობს, რადგან მე მაქვს ამჟამად 60-დღიანი ანალიზის, ნარკო და ალკო ტესტის პასუხები, რომ ვარ სრულიად სუფთა. არც არასდროს შემიქმნია საფრთხე არავისთვის ჩემი მოწევით." მშობლები 3 თვეზე მეტ ხანს იბრძოდნენ ბავშვის დასაბრუნებლად და როგორც ჩანს, ერიკი მშობ...

შვედეთში ჩამორთმეულ მცირეწლოვან ბავშვს მშობლებს ისევ არ უბრუნებენ.

ჩვენმა მკითხველმა ამ ამბის შესახებ რამდენიმე დღის წინ შეიტყო.  შვედეთში 9 თვის ბავშვი ქართველ მშობლებს დააშორეს და  რამდენიმე  თვიანი ბრძოლის შემდეგ ბავშვს ისევ არ უბრუნებენ. როგორც მშობლები აღნიშნავენ, ამ საკითხში ქართველების ხელიც ურევია. " მე ძალიან მაინტერესებს, საქართველოს სახელს, სახეს ან ინტერესებს, ევროპაში, რატომ წარადგენენ ისეთი ხალხი, და იმ პარტიების იდეური, მორალური და ფიზიკური მხარდამჭერები, რომლებიც არიან რეალურად ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულში საჯაროდ მხილებულნი? და ვგულისხმობ თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანას, ყველგან, ყველა საკვანძო თანამდებობაზე, საზღვარგარეთ, მუშაობენ საქართველოს და ქართველი ხალხის მტრები!!!" იხილეთ პოსტი ვრცლად. " ბავშვი უკან უკან მიდის, ხელში ვეღარ აგვყავს და მაქსიმალურად გვიწელავენ დროს,რომ კიდევ დაიტანჯოს." აცხადებს ბავშვის დედა. ასევე, პოსტს აქვეყნებს კონსტანტინე კირვალიძეც, (მამა) იგი მეგობრებს, თავისი თავის შესახებ დახასიათებების გაგზავნას ელ.ფოსტაზე სთხოვს. გთავაზობთ პოსტს უცვლელად.        ...

შვედეთში მცირეწლოვანი ბავშვი ქართველ მშობლებს ჩამოართვეს

ქართულ ოჯახს, რომელიც დიდი ხანია შვედეთში ცხოვრობს, მცირეწლოვანი შვილი ჩამოართვეს.  ინფორმაციას მშობლები - კონსტანტინე და ლილე ავრცელებენ. მათი თქმით, ერიკი (ბავშვი) დაუჯერებელი და აბსურდული მიზეზების გამო ჩამოართვეს.  ოჯახი დახმარებას ითხოვს. მათი განცხადებით, ამ ამბით არავინ დაინტერესებულა და სხვადასხვა "ფეისბუქ" გვერდებით ამ ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელებას ცდილობენ. ვითარებაში უკეთესად გასარკვევად გთავაზობთ, კონსტანტინე კირვალიძის (მამა) "ფეისბუქ" პოსტს უცვლელად.                                             დააკლიკეთ და გადადით კონსტანტინეს პირად გვერდზე იმედი მაქვს, ამ პოსტით, მცირედით მაინც დავეხმარები მათ. მშობლებს კი, გამძლეობასა და ბავშვის დაბრუნებას ვუსურვებ. ფოტოები - Konstantine Kirvalidze გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

"გეტვიკის" აეროპორტში ფრენები განახლდა. ნახეთ, თუ რას ამბობს აეროპორტის წარმომადგენელი.

ბოლო გაფრთხილების დროს, თვითმფრინავი აგრძელებდა ფრენას რაიონების თავზე და დაახლოებით 17:10-ზე, გრინვიჩის დროით, მიიღო აეროპორტმა რეისი. გაფრთხილების შემდეგ, ფრენა განახლდა 90 წუთის შემდეგ. აეროპორტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რეისის შეყოვნება მხოლოდ სიფრთხილის დაცვამ გამოიწვია.                                           მან ასევე განაცხადა, რომ მიღებულ იქნა სამხედრო უსაფრთხოების ზომები, რამაც განაპირობა აეროპორტის გახსნა. "გეტვიკმა" პარასკევს დილით განაახლა მუშაობა იგი 1 დღეზე მეტ ხანს იყო პარალიზებული. აეროპორტი ოთხშაბათს დაიხურა, საღამოს ათის ნახევარზე, როდესაც მის თავზე უპილოტო საფრენი დრონები შეინიშნა "აეროპორტის აღნიშნულ ვითარებაში ყოფნის დროს, ყველა მოსალოდნელი რეისი სხვა აეროპორტებში გადამისამართდა, ხოლო უკვე შემოსული რეისები არ გაუქმებულა." - განაცხადა აეროპორტის წარმომადგენელმა. სტატია მომზადებულია " ბი-ბი-სის " მიხედვით. ფოტო - BBC გამოგვიწერ...

"თეთრიწყაროში ნაძვის ხის სული დადგეს" - ფოტო, რომელიც სოც.ქსელში გავრცელდა.

თეთრიწყარო "ფეისბუქის" მომხმარებელი ფარნაოზ ჭკადუა  სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს, რომელზეც ქვემო ქართლში, ერთ-ერთ რაინში დადგმული ნაძვის ხეა ასახული. ფოტო, სათაურით - "თეთრიწყაროში ნაძვის ხის სული დადგეს" სოც.ქსელის მომხმარებლებმა  მალევე აიტაცეს და წინასაახალწლო თემადაც იქცა.  ფოტოს  აგრეთვე, ამავე სოც.ქსელის მომხმარებელი ქეთი საბახტარაშვილი  აკეთებს კომენტარს, რომ ქუთაისშიც მსგავსი ნაძვის ხე დაიდგა. მომხმარებლები მას (ქეთის) მოთმინებისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა მოგვიანებით ისევ აღნიშნა, რომ არ შეცვლილა ნაძვის ხის დიზაინი.  ქუთაისი ფოტოები: ქეთი საბახტარაშვილი და ფარნაოზ ჭკადუა. გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

ბრიტანელი პიანისტი სპილოებისთვის კვირაში რამდენჯერმე უკრავს. ვიდეო

ტაილანდში მცხოვრებ 57 წლის ბრიტანელ პიანისტს, პოლ ბარტონს კვირაში რამდენჯერმე ფორტეპიანო ტყეში გააქვს და ოთხფეხა მეგობრებისთვის უკრავს. მისი უახლოესი მეგობარი ხანდაზმული სპილო ლამ დუანია, რომელიც ცხოველთა თავშესაფარში ცხოვრობს. ამის შესახებ  Sbs-ი წერს .  პიანისტის მტკიცებით, მძიმე შრომით დასნეულებული ცხოველები მისი მუსიკით მშვიდდებიან და რეაბილიტაციას გადიან. ლონდონის სამეფო აკადემიის კურსდამთავრებული პიანისტი ტაილანდში უკვე 20 წელია, ცხოვრობს.     წყარო - imedinews.ge გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდისთვის ორ მეცნიერს ნობელის პრემია გადასცეს. რა მეთოდია ეს?

2018 წელს მედიცინაში ნობელის პრემია ორ მეცნიერს - ამერიკელ ჯეიმს ელისონს და იაპონელ ტასუკუ ჰონზუს გადასცეს . მათ ონკოლოგიური დაავადებების ახალი თერაპია შეიმუშავეს. მეცნიერები დააჯილდოვეს ისეთი პრეპარატების გამოგონებისთვის, რომლებიც ხელს უშლის სიმსივნურ უჯრედებს წინააღმდეგობა გაუწიოს იმუნურ სისტემას. რისთვის გაიცა პრემია? წელს ნობელის პრემია გაიცა საკონტროლო წერტილების ინჰიბიტორების გამოგონებისთვის. ეს არის პრეპარატები, რომლებიც იმუნიტეტს სწრაფად ანადგურებინებს სიმსივნეს. ქიმიოთერაპია და მიზნობრივი (ტარგეტული) თერაპია ან პირდაპირ კლავს სიმსივნურ უჯრედებს, ან მათ მათსავე პროცესებში ჩარევით კლავს. იმუნურ თერაპიას არ გააჩნია სიმსივნის საწინააღმდეგო დამოუკიდებელი ეფექტი - ის ხელს უწყობს იმუნურ უჯრედებს სიმსივნის განადგურებაში. ინგლისურენოვან ლიტერატურაში ამ თერაპიის შესახებ წერენ, რომ ის „იმუნიტეტს მუხრუჭს აცლის“. იმუნური უჯრედი ცდილობს სიმსივნური უჯრედის გადაყლაპვას ან უბრალოდ მოკვლას, ის კი თავის მხრივ ეწინააღმდეგება: განსაკუთრებული მოლეკულების საშუალებით უკავშირდება იმუნურ სისტემას ...

დღეს 11 სექტემბერია, მსოფლიო ტრაგედიიდან 17 წელი გავიდა. (ვიდეო)

11 სექტემბრის თავდასხმა (ინგლ. „September 11 attacks“, შემოკლებით „9/11“, nine-eleven — ცხრა-თერთმეტი) — ალ-კაიდას თვითმკვლელ ტერორისტთა კოორდინირებულ თავდასხმათა სერია აშშ -ის ტერიტორიაზე 2001 წლის 11 სექტემბერს . ამ დღეს 19 ისლამისტმა ტერორისტმა გაიტაცა ოთხი კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი. გამტაცებლებლმა გამიზნულად დააჯახეს ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს (ე.წ. ტყუპებს), რის შედეგადაც დაიღუპა ყველა მგზავრი და ამ შენობებში იმ მომენტში მყოფი ხალხის დიდი ნაწილი. ორივე შენობა ორი საათის განმავლობაში ჩამოიქცა და თან მოიყოლა მიმდებარე ორი შენობა, სხვა მრავალი კი ძლიერ დააზიანა. გამტაცებლებმა მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დააჯახეს. მეოთხე თვითმფრინავი სომერსეტ-ქაუნთის ( პენსილვანია ), ველზე ჩამოვარდა. ოთხივე თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა.       წყარო - ვიკიპედია გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

11 სექტემბერი - ბორტგამცილებლის მონათხრობი.

11 სექტემბრის დილას 5 საათის გამოფრენილები ვიყავით ფრანკფურტიდან და ჩრდილო ატლანტიკის თავზე მივფრინავდით, რომ მოულოდნელად ფარდა გაიხსნა და მიბრძანეს სასწრაფოდ კაპიტანთან გამოვცხადებულიყავი. ეკიპაჟის წევრები სერიოზული სახეებით დამხვდნენ. კაპიტანმა ამობეჭდილი გზავნილი მომაწოდა. მოკლე გზავნილი ატლანტიდან, Delta-ს მთავარი ოფისიდან იყო: „კომერციული ფრენებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების კონტინენტალური ნაწილის ყველა საჰაერო ხაზი ჩაკეტილია. დაუყოვნებლივ დაეშვით უახლოეს აეროპორტში. შეგვატყობინეთ თქვენი მიმართულების შესახებ”.

როგორ უნდა მოიქცეთ თუ ძაღლი გიკბენთ, ან დაგკაწრავთ. რეკომენდაცია.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსი ვახტანგ ლომჯარია რეკომენდაციას ავრცელებს, როგორ უნდა მოიქცეს, ადამიანი, თუ ძაღლი უკბენს, დაკაწრავს, ან დადორბლავს. ლომჯარიას რეკომენდაციით, ძაღლის მიერ ნებისმიერი დაკაწვრის, დაკბენის, დადორბვლის შემთხვევაში აუცილებელია, რომ დაუყოვნებლივ მივმართოთ რაბიოლოგს, მაშინაც კი თუ ცხოველი იყო აცრილი. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ფეხბურთელები, რომელთა ცხოვრებაც მოედანზე დასრულდა.

 სპორტსმენთა ცხოვრება, ასე თუ ისე, რისკიანია. არის სპორტის სახეობები სადაც ეს რისკი გაცილებით დიდია ვიდრე სხვა სახეობაში, თუმცა ამჯერად ყურადღება მინდა ფეხბურთზე გავამახვილო, რომელიც სიცოცხლისთვის არც თუ ისე საშიშ სპორტად ითვლება, თუმცა არცისე შორეულ წარსულში გვახსოვს შემთხვევები, როცა ფეხბურთელებმა ცხოვრება მოედანზე, თამაშის დროს დაასრულეს.მაგალითად, უნგრელი ფეხბურთელი მიკლოს ფეჰერი, რომელიც "ბენფიკას" ბეხბურთელი იყო და 2004 წელს თამაშის დროს, მოულოდნელად ცუდად გახდა, დაეცა და სამწუხაროდ წამოდგომა ვეღარ შეძლო. ესპანელი ფეხბურთელი _ ანტონიო პუერტა, "სევილიას" რიგებში ირიცხებოდა, 2007 წელს ერთ-ერთ მატჩზე მან გულის შეტევა მიიღო, მოედანზე დაეცა, მოახერხეს მისი გონს მოყვანა და მან შეძლო თავისი ფეხით გასულიყო მოედნიდან, თუმცა უკანასკნელად, რადგან ის სავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა. პიერმანიო მოროსინი, იტალიელი ფეხბურთელი, რომელმაც 2012 წელს მოედანზე დაასრულა სიცოცხლე... წყარო - Intermedia

სოფელ ტანძიაში ისტორიულ წყაროს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

სოფელ ტანძიის მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, სოფელ ტანძიაში არსებულ წყაროს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტმა სამუშოების შესასრულებლად ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებული გამოვლენილია და კომპანიამ მუშაობა უკვე დაიწყო. გაიწმინდება და მოპირკეთდება წყარო, ასევე მოეწყობა ბილიკი და ბორდიურები ბაზალტის ქვით. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. წყარო - telegraph.ge

33 წლის პაატა პავლიაშვილი პოლიციის მიერ დაკავებისას გარდაიცვალა. რა მოხდა ნუცუბიძის ფერდობზე?

25 ოქტომბერს საღამოს, თბილისში, ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, მოქალაქეებმა მეზობლური კონფლიქტის გამო საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე პატრულ-ინსპექტორები მივიდნენ. კონფლიქტში ახალგაზრდა კაცი ჩაერთო. სამართალდამცველებმა ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მიწაზე დააწვინეს, რა დროსაც ის შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელების ბრალეულობა გამორიცხა იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება  გაავრცელა , რომელშიც ნათქვამია, რომ გამოძახების ადგილზე მისულმა პატრულ-ინსპექტორებმა კონფლიქტი განმუხტეს, რის შემდეგაც მათთან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მივიდა. შსს-ს მტკიცებით, კაცი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მოქალაქეს, რომელმაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ასევე, გარშემო მყოფ პირებს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, კაცი "უეცრად შეუძლოდ გახდა" და გარდაიცვალა, - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ მომხდართან დაკავშირებით ჩატ...