მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნაგვაზაოში, ათამდე საფლავი შეურაცხყვეს. ინფორმაციას სააგენტო ipn ადგილობრივ მცხოვრებლებზე დაყრდნობით ავრცელებს. მოსახლეობის თქმით, საფლავის ქვები სხვადასხვანაირად არის დაზიანებული. სოფლის მცხოვრებთა განცხადებით, მსგავსი ფაქტი აქამდე არ მომხდარა. ისინი შესაბამის ორგანოებს საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებენ. შს სამინისტროს ცნობით საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მიცვალებულისადმი უპატივცემულობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს, ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთს ორ წლამდე ვადით. წყარო - imedinews.ge