Skip to main content

Posts

Showing posts with the label TSJ
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

ახალი ჯგუფი "ტსჯ"-სგან

შემოგვიერთდით ახალ ჯგუფში, რომელშიც მხოლოდ თქვენთვის საჭიროსა და საინტერესო ინფორმაციას იხილავთ. ჯგუფი ორიენტირებული იქნება შემეცნებასა და სიახლეებზე.   TSJ GROUP Public group · 1 member Join Group გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi | Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

7 წლიანი ისტორიის დასასრული და ახალი ეტაპი

როდესაც რაღაც იწყება მას დასასრული აუცილებლად ექნება, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც დასარული ჯერ კიდევ შორსაა. ჩვენი ჯგუფი 2012 წლის 15 აპრილს შეიქმნა და დღემდე წერდა ისტორიას, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად კითხულობდით.  რა თქმა უნდა, იყო ბევრი სირთულე, თუმცა მის გარეშე წინსვლა წარმოუდგენელია. როგორც უკვე იცით, ან ჯერ კიდევ არ იცით, 31 ოქტომბერს სრულდება ჩვენი ვებ-გვერდის, "ფეისბუქ" გვერდის, "ტვიტერ" გვერდისა და "იუთუბ" არხის განახლება, ანუ ჩვენი პორტალის რებრენდინგი. შეიცვლება ყველაფერი, რასაც დღემდე ხედავდით.  შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება 7 წლიანი ისტორიის ახალი ფურცლები, რომლებიც განაგრძობენ წიგნის აკინძვას. წიგნის, რომელიც ალბათ ოდესღაც აუცილებლად დასრულდება და ამ ჯგუფის თითოეული ყოფილი, თუ ამჟამინდელი წევრის გულის თაროზე დაიკავებს საპატიო ადგილს.  ეს ხომ ის ტკბილი პერიოდია, რომელსაც თინეიჯერობას ვუწოდებთ. ძალიან მოკლედ გეტყვით ამ ჯგუფის წევრების შესახებ. თითოეული ჩვენგანი დღეს, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტია. მაშინ, რ...

კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდისთვის ორ მეცნიერს ნობელის პრემია გადასცეს. რა მეთოდია ეს?

2018 წელს მედიცინაში ნობელის პრემია ორ მეცნიერს - ამერიკელ ჯეიმს ელისონს და იაპონელ ტასუკუ ჰონზუს გადასცეს . მათ ონკოლოგიური დაავადებების ახალი თერაპია შეიმუშავეს. მეცნიერები დააჯილდოვეს ისეთი პრეპარატების გამოგონებისთვის, რომლებიც ხელს უშლის სიმსივნურ უჯრედებს წინააღმდეგობა გაუწიოს იმუნურ სისტემას. რისთვის გაიცა პრემია? წელს ნობელის პრემია გაიცა საკონტროლო წერტილების ინჰიბიტორების გამოგონებისთვის. ეს არის პრეპარატები, რომლებიც იმუნიტეტს სწრაფად ანადგურებინებს სიმსივნეს. ქიმიოთერაპია და მიზნობრივი (ტარგეტული) თერაპია ან პირდაპირ კლავს სიმსივნურ უჯრედებს, ან მათ მათსავე პროცესებში ჩარევით კლავს. იმუნურ თერაპიას არ გააჩნია სიმსივნის საწინააღმდეგო დამოუკიდებელი ეფექტი - ის ხელს უწყობს იმუნურ უჯრედებს სიმსივნის განადგურებაში. ინგლისურენოვან ლიტერატურაში ამ თერაპიის შესახებ წერენ, რომ ის „იმუნიტეტს მუხრუჭს აცლის“. იმუნური უჯრედი ცდილობს სიმსივნური უჯრედის გადაყლაპვას ან უბრალოდ მოკვლას, ის კი თავის მხრივ ეწინააღმდეგება: განსაკუთრებული მოლეკულების საშუალებით უკავშირდება იმუნურ სისტემას ...

11 სექტემბერი - ბორტგამცილებლის მონათხრობი.

11 სექტემბრის დილას 5 საათის გამოფრენილები ვიყავით ფრანკფურტიდან და ჩრდილო ატლანტიკის თავზე მივფრინავდით, რომ მოულოდნელად ფარდა გაიხსნა და მიბრძანეს სასწრაფოდ კაპიტანთან გამოვცხადებულიყავი. ეკიპაჟის წევრები სერიოზული სახეებით დამხვდნენ. კაპიტანმა ამობეჭდილი გზავნილი მომაწოდა. მოკლე გზავნილი ატლანტიდან, Delta-ს მთავარი ოფისიდან იყო: „კომერციული ფრენებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების კონტინენტალური ნაწილის ყველა საჰაერო ხაზი ჩაკეტილია. დაუყოვნებლივ დაეშვით უახლოეს აეროპორტში. შეგვატყობინეთ თქვენი მიმართულების შესახებ”.