Skip to main content

Posts

Showing posts from December 22, 2018
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

დედაქალაქში ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აინთო

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე დედაქალაქის და საქართველოს მთავარი ნაძვის ხე აინთო. ნაძვის ხე პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ აანთეს.  თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქის 2019 წლის სლოგანი  „სიყვარულით სავსე ქალაქი“ იქნება. რესპუბლიკის მოედანზე სპეციალურად მოწყობილ სცენაზე კონცერტი მიმდინარეობდა. ნაძვის ხის ანთების შემდეგ ადგილზე შეკრებილ ხალხს პრემიერმინისტრმა და მერმა მიმართეს.                 წყარო -  imedinews.ge გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

#დღის კადრი

გასართობი პარკი "ტივოლი" კოპენჰაგენში მორთულია საახალწლოდ.  აქ მიმდინარეობს ქალაქში უდიდესი საშობაო გაყიდვები. ფოტო: Manuel Romano / NurPhoto / Getty Images გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

"გეტვიკის" აეროპორტში ფრენები განახლდა. ნახეთ, თუ რას ამბობს აეროპორტის წარმომადგენელი.

ბოლო გაფრთხილების დროს, თვითმფრინავი აგრძელებდა ფრენას რაიონების თავზე და დაახლოებით 17:10-ზე, გრინვიჩის დროით, მიიღო აეროპორტმა რეისი. გაფრთხილების შემდეგ, ფრენა განახლდა 90 წუთის შემდეგ. აეროპორტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რეისის შეყოვნება მხოლოდ სიფრთხილის დაცვამ გამოიწვია.                                           მან ასევე განაცხადა, რომ მიღებულ იქნა სამხედრო უსაფრთხოების ზომები, რამაც განაპირობა აეროპორტის გახსნა. "გეტვიკმა" პარასკევს დილით განაახლა მუშაობა იგი 1 დღეზე მეტ ხანს იყო პარალიზებული. აეროპორტი ოთხშაბათს დაიხურა, საღამოს ათის ნახევარზე, როდესაც მის თავზე უპილოტო საფრენი დრონები შეინიშნა "აეროპორტის აღნიშნულ ვითარებაში ყოფნის დროს, ყველა მოსალოდნელი რეისი სხვა აეროპორტებში გადამისამართდა, ხოლო უკვე შემოსული რეისები არ გაუქმებულა." - განაცხადა აეროპორტის წარმომადგენელმა. სტატია მომზადებულია " ბი-ბი-სის " მიხედვით. ფოტო - BBC გამოგვიწერ...

Google 2015 წლიდან გვთავაზობს დედამიწის მთელი ზედაპირის სატელიტურ ფოტოსურათებს.

კომპანია " გუგლის " პროექტი, რომლის მეშვეობით ინტერნეტში მოთავსდა დედამიწის მთელი ზედაპირის სატელიტური ფოტოსურათები. ზოგიერთი რეგიონის სურათები უკიდურესად მაღალი სიმკვეთრისაა. სხვა ანალოგიური სერვერებისგან განსხვავებით, რომლებშიც სატელიტური სურათები არის გამოყენებული ჩვეულებრივ ბრაუზერში (მაგ. Google Maps ან TerraServer), ამ პროგრამაში გამოყენებულია სპეციალური კომპიუტერში ჩატვირთვადი პროგრამა. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი მიდგომა უფრო მეტ დატვირთვას აძლევს ინტერნეტის ქსელს, სამაგიეროდ ის პროგრამაში მუშაობის დროს დამატებითი შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას იძლევა, რომელთა განხორციელება ვებ-ბრაუზერით შეუძლებელია. ეს პროგრამა თავდაპირველად კომპანიამ Keyhole გამოუშვა, რომელიც მოგვიანებით გუგლმა იყიდა და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახადა. არსებობს ასევე ფასიანი ვერსიები Google Earth Pro და Google Earth Plus, რომლებშიც GPS ნავიგაციის მხარდაჭერა, პრეზენტაციის საშუალება და ბეჭდვის მაღალი ხარისხია ჩართული. წყარო - " ვიკიპედია " ; ფოტო - "ტსჯ" გ...