ბორჯომის ხეობაში დილიდან მუშაობა განაახლეს ვერტმფრენებმა. სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. ამასთან, დღეს დილით ხეობაში ქართველი ჯარისკაცები ჩავიდნენ. 1000 ჯარისკაცი მიეხმარება იმ მეხანძრეებსა და მაშველებს, რომლებიც ხეობაში მუშაობენ. ბოლო ინფორმაციით, გაჭრილია ხანძრის კერებთან მისასვლელი გზები, საერთო ჯამში, 12 კილომეტრი. სწორედ ამ გზების მეშვეობით უახლოვდება ცეცხლის კერებს მძიმე ტექნიკა. ხანძრის ძირითადი მონაკვეთები სპეციალურ თხრილების რკალშია მოქცეული, რაც გავრცელების რისკს მინიმუმამდე ავრცელებს. კვლავ აქტიურია ის ადგილები, სადაც ცეცხლი ქარის შედეგად ხელახლა გაჩნდა. წყარო - imedinews.ge