"იმედის კვირამ" მოიპოვა ის მოკლე ტექსტური შეტყობინებების ფრაგმენტი, რომელიც აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონიდან აღადგინეს. iPhone-დან, რომელიც 19 წლის ახალგაზრდას სპეცოპერაციის ღამეს ხელში ეჭირა. მოკლე ტექსტური შეტყობინებები Whatsapp-აპლიკაციითაა გაგზავნილი. ნომრიდან, რომლის ბოლო სამი ციფრია რვა ნული. მიმოწერა 2017 წლის 24 დეკემბრით თარიღდება.