ბოლო ინფორმაციით, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს , ბათუმში სასტუმრო “ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულია 12 ადამიანი. დაშავებულია 15-ზე მეტი ადამიანი. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილები არიან ბათუმის კლინიკებში. ხანძარი სასტუმრო “ლეო გრანდში“ 24 ნოემბერს დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა . სასტუმრო " ლეო გრანდი ", ხუთვარსკვლავიანია და ის 2015 წლის ზაფხულში გაიხსნა. არსებული ინფორმაციით , სასტუმროში 35 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა და 300 ადამიანი დასაქმდა; "ლეო გრანდში" არის 182 ნომერი და საერთაშორისო კლასის მომსახურება. სასტუმრო კომპლექსში განთავსებულია საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპაცენტრი. imedinews.ge...