Skip to main content

Posts

Showing posts from December 14, 2018
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

მძიმე დღეების შემდეგ სტრასბურგის საშობაო ბაზარი კვლავ გაიხსნა.

  ფოტო - BBC მას შემდეგ, რაც შერიფმა ჩეკატმა, ოფიცრების მიმართულებით გახსნა ცეცხლი, იგი პოლიციელებმა, ხუთშაბათს, ქალაქის ქუჩაში მოკლეს. სროლას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა. ზუსტად ორი დღის შემდეგ საშობაო ბაზარი კვლავ გაიხსნა. ადგილზე იმყოფებოდა, სტრასბურგის შინაგან საქმეთა მინისტრი, კრისტოფერ კასტანერიც, იგი ადგილობრივებს ესაუბრა. სტრასბურგის მერმა, როლანდ რაისმა კი განაცხადა, რომ უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული: "ჩვენ გავაძლიერეთ  გამშვებ პუნქტებთან უსაფრთხოების ნორმები. პირადად ვამოწმებთ თითოეულ ადამიანსა და მათ ბარგს. შევამცირეთ გამშვები წერტილები. პოლიცია კი უკეთესად გადავანაწილეთ, რათა მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები." - განუცხადა მან ფრანგულ რადიოს. სტრასბურგი ცნობილია, როგორც "შობის დედაქალაქი", ხოლო მისი სადღესასწაულო ბაზარი კი მაგნიტივით იზიდავს ტურისტებს. სტრასბურგს ამ სეზონზე ორი მილიონი ტურისტი სტუმრობს ყოველ წელს. მოგეხსენებათ, თავდასხმის შემდეგ ქალაქი ბლოკირებული იყო იმ დროს როდესაც 700...

ბრიტანელი პიანისტი სპილოებისთვის კვირაში რამდენჯერმე უკრავს. ვიდეო

ტაილანდში მცხოვრებ 57 წლის ბრიტანელ პიანისტს, პოლ ბარტონს კვირაში რამდენჯერმე ფორტეპიანო ტყეში გააქვს და ოთხფეხა მეგობრებისთვის უკრავს. მისი უახლოესი მეგობარი ხანდაზმული სპილო ლამ დუანია, რომელიც ცხოველთა თავშესაფარში ცხოვრობს. ამის შესახებ  Sbs-ი წერს .  პიანისტის მტკიცებით, მძიმე შრომით დასნეულებული ცხოველები მისი მუსიკით მშვიდდებიან და რეაბილიტაციას გადიან. ლონდონის სამეფო აკადემიის კურსდამთავრებული პიანისტი ტაილანდში უკვე 20 წელია, ცხოვრობს.     წყარო - imedinews.ge გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi