ინდონეზიაში ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებლები საშინელი ფაქტის მომსწრენი გახდნენ. ინფორმაციას Mirror ავრცელებს. გაუჩინარებული აქბარ სალუბირო სამსახურიდან ცოტა ხნით სახლში წავიდა, რის შემდეგაც ის თანასოფლებებს აღარ უნახავთ. ძებნის დროს მოსახლეობამ სალუბიროს ეზოში 7 მეტრიანი პითონი იპოვა, რომელიც უჩვეულოდ გაბერილი იყო. თანასოფლებებმა იეჭვეს, რომ სალუბირო პითონის შეჭმული იყო. 7 მეტრიანი გველი სანადირო დანით მოკლეს და ის სიგრძეზე გაჭრეს. სოფლის მცხოვრებთა ეჭვები გამართლდა. წყარო - imedinews.ge