ექსპერტები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის გუშინდელ ისტორიულ შეხვედრას აქტიურად და დეტალურად განიხილავენ - ხელის ჩამორთმევიდან შეთანხმებაზე ხელმოწერამდე. ეს გასაკვირი სულაც არ არის. თუმცა, სამიტის დღეს რამდენიმე უცნაური მომენტიც დაფიქსირდა. 1. სანაპიროები თეთრ სახლში გადასვლამდე დონალდ ტრამპი მშენებლობის მაგნატად იყო ცნობილი. ამდენად, უცნაური იყო მისი მხრიდან ჩრდილოეთ კორეის ღირსშესანიშნაობად მისი სანაპირო ზოლი რომ დაასახელა. „მათ ძალიან ლამაზი სანაპიროები აქვთ. ამის შემჩნევა ყოველ ჯერზე შეიძლება, რამდენჯერაც ისინი ოკეანის მიმართულებით გაისვრიან. ერთხელ ვთქვი კიდეც - შეხედეთ, რა ხედია, რა კარგი შესახედი იქნებოდა იქ საცხოვრებელი კომპლექსი“, - განცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან სამიტის შემდეგ. ამერიკის ხელისუფლება ამ დრომდე არ აძლევს რეკომენდაციას თავის მოქალაქეებს ჩრდილოეთ კორეაში გამგზავრებას და თუ მაინც წავლენ, წინასწარ ანდერძის დატოვებას ურჩევენ. 2. პოზა სამუშაო სადილამდე ტრამპმა ფოტოგრაფებს ხუმრობით ჰკითხა: „კარგ...