Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

გოგონა, რომელიც სანქტ-პეტერბურგში ტერაქტის დროს დაიღუპა ბოლნისიდანაა

სანქტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარ აფეთქებას 21 წლის აზერბაიჯანელი სტუდენტი დილბარა სამანდაროვნა ალიევა ემსხვერპლა. როგორც გაზეთი ბოლნისისთვის გახდა ცნობილი, გარდაცვლილი ახალგაზრდის მშობლები ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელ ტალავერიდან არიან. ოჯახი წლებია აზერბაიჯანის დედაქალაქში ცხოვრობს და შესაბამისად გარდაცვლილი ბაქოში დაკრძალეს.
რუსული გამოცემა „ეხო მოსკვის“ მიერ გამოქვეყნებულ სიაში მისი სახელი თავიდან მითითებული იყო, როგორც – ალიევა ტამარა. ახალგაზრდა ქალი 3 აპრილს მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს ჯანელიძის სახელობის სასწრაფო დახმარების საავადმყოფოში, სადაც ის 4-ში დილით გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
jam-news.net– ის ინფორმაციით სანქტ-პეტერბურგში აზერბაიჯანის გენერალურმა კონსულმა სულთან ჰასიმოვმა ეს ინფორმაცია დაადასტურა. „ ალიევას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ამ დილით მივიღეთ. ამჟამად ჩვენი თანამშრომლები საავადმყოფოში იმყოფებიან“, – ციტირებს ჰასიმოვის სტყვებს სააგენტო АПА-ს რუსეთის ბიურო.
გენერალურმა კონსულმა დასძინა, რომ მეტროში დაჭრილ მოქალაქეებს შორის არის კიდევ ერთი აზერბაიჯანელი – ზაურ ველიევი. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის საავადმყოფოში იმყოფება.
წყარო:bolnisi.ge ; imedi.ge

Comments

Popular posts from this blog

თეონა და დევიდი

შენ შეგიძლია ცეკვა - თეონა და დევიდი / So You Think You Can Dance - Teona and David 
მე მიყვარს სვანეთი - სოფო ნიჟარაძე
სხვა რაკურსში ირმა არავიაშვილის მიერ შესრულებულმა სიმღერამ საქართველო აღაფრთოვანა. მოუსმინეთ სიმღერას ეს უბრალოდ მაგარია. Another perspective Irma araviashvilis impressed by the performance of the song in Georgia. Listen to the song it's just cool. Другая перспектива Ирма araviashvilis впечатление исполнения песни в Грузии. Прослушаите песню это просто здорово. fb.com/TSJTSSGROUP