Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

დეპუტატ ხახუბიას შვილის გარდაცვალებაში პატრულს ადანაშაულებენ.

პარლამენტარ ირაკლი ხახუბიას შვილის, 21 წლის ბექა ხახუბიას გარდაცვალებაში პატრულს ადანაშაულებენ. ამის შესახებ Facebook-ზე "რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ სტატუსი გამოაქვეყნა. მისი თქმით, ბექა ხახუბია ნასვამ მდგომარეობაში, ავტომობილით თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც მას გორთან დაედევნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

პატრულმა მას მანქანის გაჩერება მოსთხოვა, მაგრამ ხახუბია მართვის მოწმობის ჩამორთმევის შიშით, პატრულის მოთხოვნას არ დაემორჩილა და დასხლტომის მიზნით, გადაჭარბებული სიჩქარით გააგრძელა გზა ხაშურის მიმართულებით. 

"ხაშურთან, ბექა ხახუბია მიხვდა, რომ საპატრულო პოლიცია მისი დევნის შეწყვეტას არ აპირებდა და ხაშურის ცენტრში, წრესთან, მოაბრუნა მანქანა და გეზი ისევ თბილისისკენ აიღო. ამ დროს, გორის გვირაბის გასასვლელში დასვენების მიზნით გაჩერებულ სატვირთო ტრაილერის მძღოლს, გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უკანონოდ ჩამოართვეს მისი კუთვნილი სატვირთო მანქანა და მოახდინეს გორის გვირაბის გასასვლელის ჩახერგვა. დიდი სისწრაფით მოძრავმა ბექა ხახუბიამ, რომელიც უკვე განათებული გვირაბიდან სიბნელეში გამოდიოდა, ვერ შეამჩნია ტრაილერი და მაქსიმალური სიჩქარით შეეჯახა მას", - წერია კუპრავას სტატუსში.
ბექა ხახუბია ადგილზევე გარდაიცვალა. კუპრავას თქმით, "ბექა ხახუბიას დევნაში მთელი გორის, ხაშურის, ქარელის და კასპის საპატრულო ეკიპაჟები იყვნენ ჩართულნი. რომლებსაც უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, თავისუფლად შეეძლოთ ავტობანი მოციმციმე ეკიპაჟებით გადაეკეტათ, რაც ხილვადობის მანძილს მკვეთრად გაზრდიდა და შეჯახების რისკს შეამცირებდა. მაგრამ არა! ამათ ტრაილერით გადაკეტეს გზა."
ცოტა ხნის წინ, კუპრავამ კიდევ ერთი სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ ბექა ხახუბიას საქმემ საპატრულო პოლიციის საგამოძიებო ნაწილიდან, პროკურატურაში გადაინაცვლა. რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ დანშაული შსს-ს თანამშრომლების მხრიდან არის ჩადენილი."
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე -5 ნაწილით მიმდინარებს. ეს მუხლი გულისხმობს ავტომობილისა და სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 7 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

            

            

            
წყარო - IMEDINEWS.GE

Comments

Popular posts from this blog

MGM-ის ლეგენდად ქცეულ ანიმაციურ სერიალ, "ტომისა და ჯერის" 80 წელი შეუსრულდათ

" Metro-Goldwyn-Mayer "- ის ლეგენდად ქცეულ ანიმაციას 80 წელი შეუსრულდა, საუბარია, რა თქმა უნდა, "ტომსა და ჯერიზე". მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია უილიამ ჰანასა და ჯოსეფ ბარბერას მიერაა შექმნილი. მისი სიუჟეტი სრულად აგებულია შინაური კატისა და თაგუნას დაუსრულებელ კონფლიქტზე. სწორედ, ამ მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ანიმაციური სერიალის, თითო სერიის ბიუჯეტი 30,000.00–დან 75,000.00 დოლარამდე მერყეობს. "ტომი და ჯერი"-ს პირველი სერია  1940 წლის 10 თებერვალს გამოვიდა. მულტფილმმა მალევე გაითქვა სახელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  საერთო ჯამში 80 წლის განმავლობაში „ტომი და ჯერის“ 164 ეპიზოდი გადაიღეს. მულტფილმმა საუკეთესო ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის „ოსკარის“ 7 პრემია მოიგო.              "ტომისა და ჯერის" მოკლემეტრაჟიანი ფილმების დასაწყისში, ყველასათვის ცნობილი "სავიზიტო ბარათი" 1946 წლიდან 1954 წლამდე ჩანდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ამავე წლის 23 დეკემბერს, "Warner Bros"-მა უნდა გამოუშვას ფილმი ...

თეონა და დევიდი

შენ შეგიძლია ცეკვა - თეონა და დევიდი / So You Think You Can Dance - Teona and David 

„გადაგვაგდე? გადაგაგდებთ”- ამ სლოგანით აქციები თბილისის გარდა რამდენიმე ქალაქში იმართება

„გადაგვაგდეთ? გადაგაგდებთ!”, -ამ სლოგანით თბილისის პარალელურად საპროტესტო აქციები რამდენიმე სხვა ქალაქშიც მიმდინარეობს. პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ პროექტის ჩაგდებას ბათუმში, ევროპის მოედანზე ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ. „აქციები გაგრძელდება მანამდე, სანამ არ მივაღწევთ მიზანს. ვერ შევეგუებით მოტყუებას. სწორედ პროპორციულ სისტემას უნდა დაესრულებინა ქუჩის აქციები და პროცესები გადასულიყო პარლამენტში. ივანიშვილი ხალხს დუელში იწვევს და ეს მიუღებულია“ , – განაცხადა აქციის მონაწილემ, გენრი დოლიძემ. აქცია იმართება ქუთაისის ცენტრალურ მოედანზეც. აქციის მონაწილეების თქმით, პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ წინასწარ დაწერილი სცენარით მოხდა. შეკრებილები ამბობენ, რომ ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებაში ყოფნა უნდა დასრულდეს. აქციის მონაწილეები საზოგადოებას მოუწოდებენ, პროტესტს შეუერთდნენ. „ქართულმა ოცნებამ“ ეს დანაპირებიც...