Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

მარია ერაძემ უნიკალური პროდუქტი შექმნა, რომელიც დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი.

Photo - kutaisipost.ge

ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის (ყოფილი დემირელის) სახელობის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ მარია ერაძემ უნიკალური პროდუქტი შექმნა, რომელიც დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. ეს პროდუქტი მან მეწყვილესთან გიორგი ფხაკაძესთან ერთად შექმნა. ამ გამოგონებით მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები დაინტერესდნენ. მარიამმა ერთ-ერთზე, ადრიატიკის უნივერსიტეტზე შეაჩერა არჩევანი, სადაც მას 100%-იანი გრანტი მისცეს (60 ათასი დოლარის ღირებულების). ინფორმაციას გამოცემა "ნეტგაზეთი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მარია და მისი მეწყვილე გიორგი უნიკალურ კვლევაზე რამოდენიმე წელი მუშაობდნენ და ეს პროდუქტი ახალი პროდუქტი მიგნებაა თანამედროვე მეცნიერებაში. „ცოცხალ საკვებში“ ქუთაისელმა მოსწავლემ მხოლოდ ქართული კულტურები შეარჩია. ამარანტი უნიკალურ ნივთიერებას, ანტიოქსიდანტ სკვალენს შეიცავს, რომელიც ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას ქსოვილების ჟანგბადით გამდიდრების ხარჯზე. სწორედ ამ განსაკუთრებული ნედლეულის გამოყენებით დაიწყეს ახალგაზრდებმა ხანგრძლივი კვლევები, რათა, საბოლოო ჯამში, განსაკუთრებული თვისებების მქონე ნედლეული მიეღოთ.

პროექტზე მუშაობისას და მარცვლეულის გაღვივებისასაც ახალგაზრდებმა მხოლოდ ქართული მინერალური წყალი შეარჩიეს. საბოლოოდ აღმოცენებული მარცვლეულის გამოყენებით ნორჩმა მეცნიერებმა შექმნეს საკვები პროდუქტი სოიოს რძის, სოის გამონაწნეხის, მისი სხვა პროდუქტებისა და პურის სახით. მიღებულ პროდუქტებში გლიკემიური ინდექსი მხოლოდ 28 ერთეულს შეადგენს, მაშინ, როდესაც დიაბეტით დაავადებულთათვის მისაღები 40 ერთეულიც კია. საქართველოში კი მსგავსი პროდუქტი, განსაკუთრებით კი პური, ფაქტიურად არ იწარმოება.
გასულ თვეში მარია ერაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული ვინტექსის ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდა მეცნიერი უკვე რამოდენიმე კონკურსის გამარჯვებული და პრიზიორია. მისი წარმატება ჯერ კიდევ ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადიდან დაიწყო, შემდეგ მარიამ მეწყვილე გიორგი ფხაკაძესთან ერთად მეცნიერული ნაშრომით „ცოცხალი საკვები“ ლეონარდო დავინჩის კონკურსის პირველი ადგილის მფლობელიც გახდა. ინფორმაციას გამოცემა "ნეტგაზეთი" ავრცელებს.
წყარო  - IMEDINEWS.GE

Comments

Popular posts from this blog

MGM-ის ლეგენდად ქცეულ ანიმაციურ სერიალ, "ტომისა და ჯერის" 80 წელი შეუსრულდათ

" Metro-Goldwyn-Mayer "- ის ლეგენდად ქცეულ ანიმაციას 80 წელი შეუსრულდა, საუბარია, რა თქმა უნდა, "ტომსა და ჯერიზე". მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია უილიამ ჰანასა და ჯოსეფ ბარბერას მიერაა შექმნილი. მისი სიუჟეტი სრულად აგებულია შინაური კატისა და თაგუნას დაუსრულებელ კონფლიქტზე. სწორედ, ამ მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ანიმაციური სერიალის, თითო სერიის ბიუჯეტი 30,000.00–დან 75,000.00 დოლარამდე მერყეობს. "ტომი და ჯერი"-ს პირველი სერია  1940 წლის 10 თებერვალს გამოვიდა. მულტფილმმა მალევე გაითქვა სახელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  საერთო ჯამში 80 წლის განმავლობაში „ტომი და ჯერის“ 164 ეპიზოდი გადაიღეს. მულტფილმმა საუკეთესო ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის „ოსკარის“ 7 პრემია მოიგო.              "ტომისა და ჯერის" მოკლემეტრაჟიანი ფილმების დასაწყისში, ყველასათვის ცნობილი "სავიზიტო ბარათი" 1946 წლიდან 1954 წლამდე ჩანდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ამავე წლის 23 დეკემბერს, "Warner Bros"-მა უნდა გამოუშვას ფილმი ...

თეონა და დევიდი

შენ შეგიძლია ცეკვა - თეონა და დევიდი / So You Think You Can Dance - Teona and David 

„გადაგვაგდე? გადაგაგდებთ”- ამ სლოგანით აქციები თბილისის გარდა რამდენიმე ქალაქში იმართება

„გადაგვაგდეთ? გადაგაგდებთ!”, -ამ სლოგანით თბილისის პარალელურად საპროტესტო აქციები რამდენიმე სხვა ქალაქშიც მიმდინარეობს. პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ პროექტის ჩაგდებას ბათუმში, ევროპის მოედანზე ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ. „აქციები გაგრძელდება მანამდე, სანამ არ მივაღწევთ მიზანს. ვერ შევეგუებით მოტყუებას. სწორედ პროპორციულ სისტემას უნდა დაესრულებინა ქუჩის აქციები და პროცესები გადასულიყო პარლამენტში. ივანიშვილი ხალხს დუელში იწვევს და ეს მიუღებულია“ , – განაცხადა აქციის მონაწილემ, გენრი დოლიძემ. აქცია იმართება ქუთაისის ცენტრალურ მოედანზეც. აქციის მონაწილეების თქმით, პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ წინასწარ დაწერილი სცენარით მოხდა. შეკრებილები ამბობენ, რომ ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებაში ყოფნა უნდა დასრულდეს. აქციის მონაწილეები საზოგადოებას მოუწოდებენ, პროტესტს შეუერთდნენ. „ქართულმა ოცნებამ“ ეს დანაპირებიც...