Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

"მე ვიცი, რას ნიშნავს იცხოვრო სამშობლოსთან ახლოს, მაგრამ მაინც, მისგან ძალიან შორს იყო", - საქართველოზე უკიდეგანოდ შეყვარებული ამერიკელი - ივან ველბერი თავის ემოციებს გვიზიარებს.


"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებით ვარ
დაინტერესებული... მე ვიცი, რას ნიშნავს იცხოვრო სამშობლოსთან ახლოს, მაგრამ მაინც, მისგან ძალიან შორს იყო", - საქართველოზე უკიდეგანოდ შეყვარებული ამერიკელი - ივან ველბერი თავის ემოციებს გვიზიარებს. 

- როდის და რა მისიით ჩამოხვედით საქართველოში?

- 2013 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტი დავამთავრე - ბაკალავრის ხარისხი მაქვს პოლიტიკურ მეცნიერებაში. მოგზაურობა მჭირდებოდა თუნდაც იმისათვის, რომ წიგნში ნასწავლი კონცეფციები და თეორიები უკეთესად გამეგო საკუთარი გამოცდილებით. თავიდან ირანში წასვლა და სპარსული ენის ცოდნის განმტკიცება მინდოდა. თუმცა, იმის გამო, რომ ამერიკელი ვარ, იქ სწავლის ან მუშაობის უფლების მოპოვება გამიჭირდებოდა. მერე ტაჯიკეთში წავედი და იქ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებით დავინტერესდი, რუსული ენა ვისწავლე. შემდეგ ყაზახეთსა და ყირგიზეთში ვიმოგზაურე. ვინც საქართველოში ნამყოფი იყო, ყოველთვის დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით ლაპარაკობდა ამ ქვეყანაზე. იმანაც გამაკვირვა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში უამრავი ქართული რესტორანი იყო, ქართული კულტურა ყველგან ფიგურირებდა. ჰოდა, სურვილი გამიჩნდა, ეს "იდუმალი" ადგილი ჩემი თვალით მენახა: 2015 წლის თებერვალში საქართველოში ჩამოვედი პროგრამის - "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" ფარგლებში. ერთი სემესტერი ვცხოვრობდი სულხან საბა ორბელიანის დაბადების ადგილას, ტანძიაში. საქართველოში ცხოვრებამ კიდევ უფრო მეტად გამიმძაფრა სურვილი, თქვენს მომხიბვლელ ქვეყანაზე მაქსიმალურად ბევრი გამეგო. ეს ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანაა. ქართული კერძები უგემრიელესია, სადღეგრძელოები კი - ულამაზესი! საქართველო არის პეიზაჟებისა და პოეზიის ადგილი. აქ ცხოვრება ზეიმია. ამ მიწის ძარღვებში ღვინო ფეთქავს. ჩემი ამერიკელი მეგობრები დავღალე საქართველოზე ლაპარაკით. 



- ქართველ ხალხზე რას გვეტყვით?

- იმ ოჯახის წევრებს, სადაც ვცხოვრობდი, ძალიან კარგად გავუგე. ჩვენ ერთად გავატარეთ უბედნიერესი დღეები. მათ იციან ჩემი ყველაზე მტკივნეული დანაკარგის შესახებ: ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდი, ძმა დავკარგე. ჩემთვის რთულ პერიოდში მომიხდა აქ ჩამოსვლა, მაგრამ საქართველოში ხალხისგან იმდენად დიდი სიყვარული ვიგრძენი, რომ ამან გამაძლიერა. მე საქართველოში მყავს ახალშეძენილი ოჯახი, რომელსაც ვერასოდეს გადავუხდი საკადრის მადლობას იმ სიკეთისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეს. 
- ყველაზე მეტად, ქართულ კულტურაში რა მოგეწონათ?
- უნიკალური კულტურა გაქვთ. თქვენი სუფრა, თავისი სადღეგრძელოებით, საოცრებაა. აქ გამოხატავენ ადამიანები თავიანთ გრძნობებს ალალად, ამერიკაში კი ასე არ ხდება - ხშირად ვმალავთ საკუთარ სიყვარულსა და ტკივილს. ამ გრძნობების გამოხატვა იქ შეიძლება, უცნაურად მოეჩვენოთ. ჩვენ ვერ ვაფასებთ, რა კარგია სხვებთან ერთად დროის ხარჯვა და გრძნობების გაზიარება, რაც ქართულ სუფრაზე ასე თვალსაჩინოა... ასევე, მოხიბლული ვარ საქართველოს მრავალფეროვანი ლანდშაფტით. ჰაერი ძალიან სუფთაა და წყალი იმდენად გამჭვირვალე, როგორიც ცა. ერთ დღეში შეიძლება ნახო ზღვა, მთები და ვენახები... ყველგან შეხვდებით ისტორიულ ძეგლებს, რაც დასაფასებელია.

- ქართულს რთულ ენად მიიჩნევენ. თქვენ არ გაგიჭირდათ სწავლა?

- რა თქმა უნდა, რთულია! უკვე თხუთმეტზე მეტი ენა სხვადასხვა დონემდე ვისწავლე, მაგრამ ქართული მართლა ყველაზე ძნელი აღმოჩნდა (ჯერ კიდევ ვსწავლობ!). გრამატიკა ძალიან რთულია. ამ წინადადების გამოთქმა: ჭრიჭინა ჭრიჭინებს ან ბაყაყი წყალში ყიყინებს, - ურთულესია! და მაინც, ქართული ენის სწავლა სასიამოვნოა, რადგან იცი, რომ ის საინტერესო, უნიკალური და ლამაზი კულტურის გაგებაში დაგეხმარება.

- როგორ ისწავლეთ მეგრული და სვანური?

- სინამდვილეში, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვიცი მეგრულად, მაგრამ აშკარად, ეს მეგრელებზე შთაბეჭდილების მოსახდენად საკმარისია! სვანური კი გაცილებით უკეთ ვიცი, რადგან რაღაც პერიოდი აქ სვანების გარემოცვაში ვცხოვრობდი. არსებობს მხოლოდ ერთი სვანური ენის შემსწავლელი წიგნი, რომელიც ქართულადაა დაწერილი! ჰოდა, ქართულით სვანურ ენას ვსწავლობდი და ჩემი სვანური ყოველთვის უარესი იყო, ვიდრე ჩემი ქართული.

- ამჟამად სად ცხოვრობთ?

- იელის უნივერსიტეტში საერთაშორისო და შედარებითი სამართლის სტუდენტი ვარ... ამჟამად, სტაჟიორი ვარ გაეროში - ვენაში. ერთ თვეში კი ბრაზილიის უზენაეს სასამართლოში, პრაქტიკანტი ვიქნები, მერე კი ამერიკაში სწავლის გასაგრძელებლად დავბრუნდები.

- რა გეგმები გაქვთ საქართველოსთან დაკავშირებით?

- აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებით ვარ დაინტერესებული. ბევრი ადამიანი, რომელიც ტანძიაში ცხოვრობს, სოხუმიდანაა. პირადად მე, მაიამიდან ვარ, დედაჩემი და მისი ოჯახი კი კუბიდან არიან. მე ვიცი, რას ნიშნავს იცხოვრო სამშობლოსთან ახლოს, მაგრამ მაინც, მისგან ძალიან შორს იყო... იმედი მაქვს, რომ სამართლის სკოლაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 2008 წლის ომის გამოძიების შესახებ პროექტზე ვიმუშავებ - ეს ჩემი ოცნებაა. 
რა თქმა უნდა, როცა ქართველებს ვხვდები, ამას აუცილებლად, სუფრა მოყვება. საბედნიეროდ, ქართველები ყველგან არიან!

Comments

Popular posts from this blog

მითი და რეალობა კორონავირუსის შესახებ - ჯანმოს განმარტებები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსთან დაკავშირებით დასმულ მთავარ შეკითხვებს პასუხობს. რა არის მითი და რა - რეალობა: 1. ეფექტურია თუ არა ხელის საშრობები ახალი კორონავირუსის მოსაკლავად? - არა. ხელების საშრობები ეფექტური არაა კორონავირუსის მოსაკლავად. ახალი კორონავისისგან თავის დასაცავად, ხშირად უნდა გაიწმინდოთ ხელები სპირტის შემცველი ხელსახოცით ან საპნით და წყლით დაიბანოთ. ხელები დაბანის შემდეგ უნდა გაიმშრალოთ საფუძვლიანად, ქაღალდის ხელსახოცის გამოყენებით ან საშრობით. 2. შეუძლია თუ არა ულტრაიისფერ სადეზინფექციო ნათურას ახალი კორნავირუსის მოკვლა? - ულტრაიისფერი ნათურები არ უნდა გამოიყენოთ ხელების ან კანის სხვა ადგილების სტერილიზაციისთვის, რადგან ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. 3. რამდენად ეფექტურია თერმული სკანერები ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების გამოვლენაში? - თერმული სკანერები ეფექტურია იმ ადამიანების გამოვლენაში, რომლებსაც განუვითარდათ სიცხე ახალი კორონავირუსის ინფექციის გამო. თუმცა ის ვერ გამოავლენს იმ პირებს, რომლებიც ინფიცირე...

ბორჯღალოსნები ხვალ ესპანეთის გუნდს ხვდებიან

"რაგბი ევროპის" ჩემპიონატი ხვალ მესამე ტურით განახლდება. საქართველოს ნაკრები ესპანეთს სტუმრად შეერკინება. მატჩი ჩვენი დროით საღამოს შვიდ საათზე ესპანეთის ქალაქ მედინა-დელ-კამპოში დაიწყება. თებერვალში გამართულ ორი ტურის შემდეგ საქართველო ტურნირის ლიდერია. ბორჯღალოსნებს ლელო ჯერ არ გაუშვიათ. ბელგია 31:6 დაამარცხეს, გერმანიის ნაკრებს კი რუსთავის სარაგბო სტადიონზე 50-6 სძლიეს. ესპანეთი და საქართველო აქამდე 17-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ბორჯღალოსნებმა აქედან 13 შეხვედრა მოიგეს, 3 თამაში წააგეს, ერთი კი ფრედ ითამაშეს. მილტონ ჰეიგმა 23-კაციანი რაზმი უკვე დაასახელა და მეტოქის სიძლიერის გათვალისწინებით დააბალანსა. რაზმში მხოლოდ 2 უკეპო მოთამაშეა. ესპანეთის შემდეგ რაგბის ევროპის მეოთხე ტურში საქართველოს მეტოქე რუსეთის ნაკრები იქნება. ბორჯღალოსნები რუსებს "დინამო არენაზე" 12 მარტს დაუხვდებიან. წყარო - imedinews.ge

ყველაფერი რაც 5G მობილური ინტერნეტის შესახებ უნდა ვიცოდეთ

რა არის 5G და რას ნიშნავს ის თქვენთვის? სუპერსწრაფი „მეხუთე თაობის 5G“ მობილური ინტერნეტი ზოგიერთ ქვეყანაში 2019 წელს ამოქმედდება. გვპირდებიან, რომ გადმოწერის სიჩქარე 10-20-ჯერ სწრაფი იქნება, ვიდრე ახლა გვაქვს. რაც უნდა იყოს, განსხვავება მართლა შეცვლის ჩვენ ცხოვრებას? ახალი მობილური ტელეფონები დაგვჭრდება? და გადაწყვეტს 5G-ს ამოქმედდება ქვეყნის ზოგიერთ ტერიტორიაზე ინტერნეტის არქონის ან სუსტი სიგნალის გაუმჯობესების საკითხს? ამის შესახებ BBC წერს . რა არის 5G ზუსტად? ის მომდევნო - მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტკავშირია, რომელიც ყველაზე სწრაფ ჩამოწერისა და ატვირთვის სიჩქარეს გვპირდება, უფრო მრავალფეროვანი და უფრო სტაბილურია. მისი ამოქმედება რადიოსიხშირის გამოყენების უკეთეს ხარისხსა და ერთი და იმავე ადგილიდან, უფრო მეტი ადამიანისთვის ხარისხიან ინტერნეტთან ხელმისაწვდომობას გაზრდის.  რისი გაკეთების საშუალებას მოგვცემს 5G? „რაც უნდა იყოს, ვიცით, რომ ჩვენი სმარტფონებით საქმეს სწრაფად და ხარისხიანად გავაკეთებთ“, - განმარტავს იან ფოგი OpenSignal-იდან, რომელიც მობილური ინტერნეტკავშირის ...