Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

1,7 მილიონი წლის წინანდელი ძვალი და ადამიანის უძველესი კიბო.

მიკრო-კომპიუტერული ტომოგრაფიით მიღებული ეს გამოსახულებები გვიჩვენებს სიმსივნეს ადამიანის მონათესავე სახეობის უძველეს თითის ძვალში.
სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი ადამიანის მონათესავე სახეობის უძველესი ფეხის თითი, შესაძლოა განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყოს თანამედროვე მედიცინაში მიმდინარე კვლევებისთვის.

სამხრეთ აფრიკის ნამარხებით მდიდარ რეგიონში, რომელიც კაცობრიობის აკვნის სახელით არის ცნობილი, მეცნიერებმა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სასიკვდილო დაავადების ჩვენთვის ცნობილი უძველესი ფაქტი აღმოაჩინეს.

სამგანზომილებიანი გამოსახულების შექმნით, მკვლევრებმა სვარტკრანსის გამოქვაბულში დაახლოებით 1,6 - 1,8 მილიონი წლის წინ დაღუპული ადამიანის წინაპრის ფეხის ძვალზე, კიბოს აგრესიული ტიპი, ოსტეოსარკომა გამოავლინეს.

ამ აღმოჩენის (რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა სამხრეთ აფრიკის სამეცნიერო ჟურნალში) მიხედვით კიბოს მაპროვოცირებელი მექანიზმი ღრმად არის ჩაბეჭდილი ადამიანის ევოლუციურ წარსულში, თუმცა, თანამედროვე ცხოვრების სტილმა, განსაკუთებით ინდუსტრიულ ქვეყნებში, კიბოს შემთხვევების მატება გამოიწვია.



„შეგიძლიათ აირჩიოთ პალეოლითის საკვები რაციონი, შეიქმნათ ისეთი სუფთა საარსებო გარემო, როგორიც გსურთ, თუმცა ამ დაავადებათა პოტენციალი უძველესია, ის ჩვენშია, მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოვექცევით საკუთარ თავს“, ამბობს კვლევის თანაავტორი ედვარდ ოდსი ვიტვატერსრანდის უნივერსიტეტიდან.

საფრთხე-მოჩვენებაკიბოს ზუსტი წარმომავლობა საკამათო, ნაწილობრივ, ისტორიულ მტკიცებულებათა სიმწირის გამოა. შესაძლოა, დაავადებაზე ყველაზე ადრეული მინიშნება, დიდ ეგვიპტელ ფიზიკოსს – იმჰოტეპს ეკუთვნოდეს, რომელიც დაახლოებით 2600 წელს (ძვ.წ.) ცხოვრობდა. თავის ნაშრომებში იმჰოტეპი აღწერს დაავადებას, რომელიც ხასიათდება „გამობურცული მასით მკერდში“ და მკურნალობის არც ერთ ცნობილ მეთოდს ექვემდებარება.

თუმცა, უძველეს წერილობით წყაროებში ძალიან გაგვიჭირდება ამ დაავადების შესახებ ინფორმაციის მოძიება, ავთვისებიანი სიმსივნეების ანატომიურად ზუსტი აღწერილობები მე-18 საუკუნის ბოლო პერიოდიდან გვხვდება.

იმის შესაძლო მიზეზი, რომ ისტორიულ წყაროებში კიბოს შესახებ ინფორმაცია შედარებით გვიან ჩნდება ისაა, რომ კიბოთი უფრო ხშირად 65 წლიდან ავადდებიან. დიდი ხნის განმავლობაში საკმაოდ ცოტა ადამიანი ცოცხლობდა იმდენს, რომ კიბოთი დაავადებულიყო.

„ცივილიზაცია არ არის კიბოს მიზეზი, – წერს ონკოლოგი სიდჰართა მუკერჯი თავის წიგნში „ყველა დაავადების იმპერატორი“, – უბრალოდ, ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებასთან ერთად, ცივილიზაციამ ფარდა ახადა მას“.

კიბოს მტკიცებულება არადამაჯერებელია პალეონტოლოგიურ მატიანეშიც, რომელიც ნებისმიერ პერიოდში მცხოვრებ ადამიანთა ძვლების მხოლოდ უმცირეს წილს ინახავს. ზოგიერთი მკვლევარი პასუხებს მუმიფიცირებულ სხეულებში ეძებდა, რომლებშიც შემონახული რბილი ქსოვილის შესწავლას შეძლებდნენ.

მაგალითად, 1990 წელს, პერუში ათასწლოვან მუმიებზე ჩატარებულმა აუტოფსიამ ერთი შემთხვევა გამოავლინა. დაახლოებით 35 წლის ქალს მარცხენა მხარში ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა. მასა იმდენად იყო გაზრდილი, რომ სავარაუდოდ ქალის სიცოცხლეშივე გაარღვია კანი.

მყარი მტკიცებულებამუმიფიკაციის პრაქტიკა მხოლოდ რამდენიმე ათასწლეულის წინ დაიწყო, მაშინ როდესაც პალეონტოლოგიური მატიანე მილიონობით წელს ითვლის. ამჟამად, ოდსი და მისი კოლეგები დარწმუნებულნი არიან, რომ ჰომინინის ძვალი, რომელიც სვარტკრანსის ტერიტორიაზე, იოჰანესბურგის მახლობლად იპოვეს, ავთვისებიანი სიმსივნის ჩვენთვის ცნობილი უძველესი შემთხვევაა.

მიკრო-კომპიუტერული ტომოგრაფიის მეთოდის გამოყენებით, კვლევითმა ჯგუფმა შეისწავლა ნამარხის შიდა სტრუქტურის ორ და სამ განზომილებიანი გამოსახულებები. გამოსახულებებმა გამოავლინა სიმკვრივის სხვაობები ძვლის სტრუქტურაში და მოგვცა ფრაგმენტის ხედი ყველა მიმართულებიდან.

ძვლის ქსოვილზე არანორმალური გამონაზარდის სტრუქტურამ – გამორჩეული, ყვავილოვანი კომბოსტოს მსგავსი გარეგნული იერის ჩათვლით – მკვლევართა ჯგუფი მიიყვანა დასკვნამდე, რომ ეს იყო ოსტეოსარკომის მდგომარეობა, რომელიც დღეს ძირითადად ბავშვებსა და ახალგაზრდებს აავადებს.

„ჩვენ შევადარეთ სურათები, – ამბობს ოდსი, და მიუთითებს ნამარხისა და თანამედროვე ბიოფსიის ნიმუშებზე, – ეს იყო ბინგო“.

მარცხენა ფეხის თითის ძვლის ფრაგმენტი ნაპოვნი ჩონჩხის ერთადერთი ნაწილია, რომელმაც ძალიან მცირე ინფორმაცია შემოგვინახა იმისთვის, რომ განგვესაზღვრა, ჰომინინის რომელ სახეობას მიეკუთვნებოდა მისი პატრონი, ზრდასრული იყო თუ ბავშვი ან გახდა თუ არა კიბო გარდაცვალების საბოლოო მიზეზი.

ერთი, რაც მეცნიერებმა ნამდვილად იციან: ის ძალიან მტკივნეული უნდა ყოფილიყო და გავლენას იქონიებდა სიარულის ან სირბილის უნარზე.


დააკვირდით სურათებს, სიმსივნით დაავადებული ძვლის განსხვავებული ხედი
მოძრავი სამიზნეამ ავთვისებიანი სიმსივნის მქონე ძვლის გარდა, ჯგუფმა კიდევ ერთი, უფრო ძველი ნამარხი შეისწავლა, რომელსაც ასევე სიმსივნე ჰქონდა, თუმცა – კეთილთვისებიანი.

იმავე ჟურნალში გამოქვეყნებულ კიდევ ერთ კვლევაში, ჯგუფი აღწერს წარმონაქმნს ხერხემლის მალაში, რომელიც 1,98 მილიონი წლის წინანდელ Australopithecus sediba-ს სახეობის წარმომადგენელ ბავშვს ეკუთვნის. ის კაცობრიობის აკვნის ტერიტორიაზე, მალაპაში, სვარტკრანსიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით იპოვეს გათხრების დროს. ამ აღმოჩენამდე, ჩვენთვის ცნობილი უძველესი კეთილთვისებიანი სიმსივნე დააფიქსირეს 120 000 წლის ნეანდერტალელის ნეკნში, რომელიც ხორვატიაში აღმოაჩინეს.

მალაპაში ნაპოვნ კეთილთვისებიან სიმსივნეს მეცნიერები განიხილავენ, როგორც ავთვისებიანი სიმსივნის არსებობის დამატებით მტკიცებულებას ჩვენს ადრეულ მონათესავეთა შორის.

„სიმსივნე წარმოადგენს ახალ წარმონაქმნს ძვალზე ან ქსოვილზე, რომელსაც გარკვეული ადგილი უკავია მცოცავ შკალაზე კეთილთვისებიანიდან ავთვისებიანამდე“, ამბობს პალეოანთროპოლოგი პატრიკ ს. რენდოლფ-კვინი, ერთ-ერთი მეცნიერ-მკვლევარი.

„კეთილთვისებიანის შემთხვევაში, არსებობს სიმსივნის მაკონტროლებელი მექანიზმები, რომლებიც განაპირობებს მის თვითშეზღუდვას ან სიმსივნე აღწევს გარკვეულ ზომას და ძირითადად თავის ადგილზე რჩება. მაშინ როცა კიბო წარმოადგენს ამ ზრდის პროცესის გაგრძელებას კონტროლის მექანიზმების გარეშე“.

მკვლევართა ჯგუფი საკუთარ აღმოჩენებში მნიშვნელოვან შეხსენებასაც ხედავს, რომ კიბო მოძრავი სამიზნეა. ჩვენმა უძველესმა მოდგმამ კიბოს მატარებელი გენებით დაგვასაჩუქრა. დაავადება კი უამრავი გზით იჩენს თავს, როდესაც ჩვენს გარემოში მომხდარი ცვლილებების გავლენის ქვეშ ვექცევით.

მაგალითად, კუჭის კიბო მე-19 საუკუნის დასასრულამდე უფრო იყო გავრცელებული, შესაძლოა, საკვებ კონსერვანტებში არსებული კანცეროგენების გამო. დღეს მატულობს მსხვილი ნაწლავის კიბოს შემთხვევები, სავარაუდოდ იმიტომ, რომ საკვები რაციონი დიდი რაოდენობით შეიცავს ნაჯერ ცხიმებს.

„თანამედროვე გარემო ისეთ ამბებს სჩადის ჩვენს ორგანიზმში, როგორსაც ადრე არასდროს შევხვედრივართ ევოლუციის ისტორიაში“, ამბობს ოდსი.

წყარო - NatGeo.ge

Comments

Popular posts from this blog

ავტოავარია ქობულეთი - ბათუმის შემოვლით გზაზე. (ვიდეო)

თვითმხილველების თქმით, ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ტრაგედიის მიზეზი, რომელსაც ორი ტყუპი ჩვილის და ერთი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.  როგორც "ექსპრესნიუსს" თვითმხილველებმა აცნობეს, ავტოავარიაში მოყოლილი ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და სავალი ნაწილიდან გადავიდა. დაშავებულებს პირველადი დახმარება თვითმხილველებმა გაუწიეს.

New Wave 2016

ახალი ტალღა 2016 იწყება! "ტსჯ" ჯგუფი გაძლევთ საშუალებას გაეცნოთ კონკურსის ყველა დეტალს წინასწარ. "ტსჯ" ჯგუფმა შექმნა "ახალი ტალღა 2016"-ის ქართული ვებ.ვერსია.  newwavestars.blogspot.com   კონკურსი 2002 წლიდან იღებს სათავეს და იგი უკვე 14 წელია რაც გრძელდება. ჩვენი ჯგუფის დაარსების დღიდან, გაწვდით ინფორმაციას მოცემული კონკურსის შესახებ და ასეც ვაგრძელებთ. წელს მასშტაბი გავზარდეთ და შევქმენით კონკურსის ვებ-გვერდის ქართული ვერსია. რაც საშუალებას მოგვცემს ვუქომაგოთ ჩვენს გიორგის, რათა დაგვიბრუნდეს იგი გამარჯვებული, როგორც ეს 2014 წელს ნუცას შემთხვევაში მოხვდა.  წარმატებები გიორგის! თქვენ კი თუ გაინტერესებთ კონკურსის დეტალები დაკლიკებით გადადით კონკურსის ქართულ ვებ-გვერდზე.   newwavestars.blogspot.com  

2017-2018 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების განრიგი ცნობილია.

2017-2018 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო და 15 ნოემბრის 18:00 საათის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია 2017-2018 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდება ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთდროულად 09:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით: 18 ნოემბერი  – მათემატიკა, ფრანგული. 19 ნოემბერი  – ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის,გერმანული ენა. 25 ნოემბერი  – გეოგრაფია, რუსული ენა. 26 ნოემბერი  – ისტორია, ქიმია. 2 დეკემბერი  – ინგლისური ენა, ფიზიკა. 3 დეკემბერი  – ბიოლოგია. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური ელქტრონულად ჩატარდება. სკოლებს შეუძლიათ დაარეგისტრირონ ის მოსწავლეები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ მონაწილეობა მიიღონ 2017-2018 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში თითოეულ საგანში/საგნებში კონკრეტული ასაკ...