Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

ბორჯომში ტყის მასივი იწვის. ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.


ბორჯომის ხეობაში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.
სოფელ დაბასთან, ხანძრის ადგილზე შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გამოჩნდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, რთული რელიეფის გამო, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ჭირს და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ვერტმფრენის გამოძახება. ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ვითარებას ძლიერი ქარიც ართულებს. 
მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობაში ადგილობრივებიც ეხმარებიან. ხანძრის ლოკალიზება ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.
სოფელ დაბასთან, 2008 წლის ნახანძრალ ტერიტორიაზე ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ცეცხლი  2014-2017 წლებში აღდგენილი ტერიტორიებს ზემოთ არსებულ ფერდობზე დაახლოებით 1 ჰა ფართობზეა გავრცელებული.







ინფორმაცია და ვიდეო - ImediNews.ge
ფოტო - გიორგი დადვანი

Comments

Popular posts from this blog

თეონა და დევიდი

შენ შეგიძლია ცეკვა - თეონა და დევიდი / So You Think You Can Dance - Teona and David 
მე მიყვარს სვანეთი - სოფო ნიჟარაძე

სპეცოპერაცია, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დასრულდა. იხილეთ შემზარავი კადრები.

ბერი სალოსის ქუჩაზე მასშტაბური სპეცოპერაციისას, ერთ- ერთმა დამნაშავემ სავარაუდოდ, თავი აიფეთქა. ცხედრების იდენტიფიკიაცა ჯერ დასრულებული არ არის. ამიტომაც მათი ვინაობაც უცნობი რჩება. არ სახელდება დაკავებულის გვარი და სახელიც, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ მოდულის შენობაში ბრალი წაუყენეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დანარჩენი სამი პირი სწორედ იმ ადამიანს იცავდნენ, ვინც სპეცოპერაციის დროს თავი აიფეთქა. სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 22 ნოემბერს საღამოს  დასრულდა.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი  ემსხვერპლა , ოთხი კი  დაიჭრა.