Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

დნმ-ის საშუალებით, ბერძნული ცივილიზაციის შემქმნელთა წარმომავლობა ირკვევა.



დნმ-ით შესაძლოა იმ ადამიანების წარმომავლობის გამორკვევა, ვინც საბერძნეთის უძველესი ცივილიზაცია შექმნეს. მკვლევრებმა ჩონჩხების გენეტიკური მონაცემების ანალიზით გამოარკვიეს, რომ ისინი ბრინჯაოს ხანის წარმომადგენლები იყვნენ. ამ პერიოდში იქმნებოდა რთული ურბანული დაგეგმარება, ასევე ანტიკური ხელოვნებისა და არქიტექტურის საუცხოო ნიმუშები.

BBC-ის ინფორმაციით, უძველეს ეგეოსელ ხალხთა შორის უმრავლესობა ფერმერებს წარმოადგენდა. ისინი ადგილზე ათასობით წლით ადრე დასახლდნენ, თუმცა მათ ისეთი გენეტიკური და კულტურული მახასიათებლები აჩვენეს, რომლებიც, სავარაუდოდ, აღმოსავლელ და ჩრდილოელ ხალხთან ურთიერთობებით წარმოიქმნა.

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პროფესორები კუნძულ კრეტაზე არსებულ მინოსის ცივილიზაციიდან შემორჩენილ ნანგრევებს იკვლევენ, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის 2600-დან 1100 წლამდე თარიღდება. ასევე მათი ყურადღების ცენტრშია მიკენის კულტურა, რომელიც საბერძნეთის დღევანდელ ტერიტორიაზე არსებობდა ძველი წელთაღრიცხვის 1660-დან 1000 წლებში.

"მათი ისტორია მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ევროპის პირველი ცივილიზაციის წარმომადგენლები არიან, რომლებსაც ჰქონდათ წერის კულტურა და სხვა მახასიათებლები, რომლებიც სხვა ერებში არ იყო წარმოდგენილი. ყოველთვის არსებობდა კითხვა და ამოუხსნელი იყო, საიდან მოვიდა ეს ხალხი და როგორ შეძლეს მათ ამ საოცარი კულტურის შემქნა. უძველესი დნმ-ით ჩვენ ამ კითხვას ვუპასუხებთ" - ამბობს პროფესორი ლაზარიდის BBC-სთან საუბრისას.
პროფესორის თქმით, ამ ადამიანების უმრავლესობა [62-დან 86 პროცენტამდე] რომლებმაც ძველი ბერძნული ცივილიზაცია შექმნა, ადგილობრივი იყო. მათი წინაპრები ანატოლიიდან იყვნენ [თანამედროვე თურქეთის ტერიტორია] და ევროპამ მიწათმოქმედება სწორედ ამ ხალხისგან ისწავლა ნეოლითურ ხანაში, 7 ათასი წლის წინ.

თუმცა, ბრინჯაოს ხანიდან ირკვევა, რომ მიკენისა და მინოსის ცივილიზაცია, შესაძლოა, კავკასიის მთებიდან ან ირანიდან იღებდნენ სათავეს. მათი გენეტიკური მონაცემების 9%-დან 17%-მდე სწორედ ამ წარმომავლობისაა.

მიკენების გენეტიკა შორეული ჩრდილოეთიდან იღებს სათავეს, ადგილიდან, რომელიც აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიას კვეთს.

ეს აღმოჩენა თანხვედრაშია ადრინდელი კვლევების შედეგებთან, რომლის მიხედვითაც, ევროპაში მიგრაციის უდიდესი პერიოდი ბრინჯაოს ხანაში დაიწყო. მომთაბარე ცხოვრების მიმდევარი ადამიანების უმრავლესობა მწყემსები იყვნენ და მათ ცენტრალურ ევროპასა და მის ჩრდილოეთით მცხოვრებლებზე გავლენა ჰქონდათ, თუმცა მომავალში მათი გავლენა სამხრეთ ევროპელებზე, მათ შორის ბერძნებზე, ბევრად უფრო ნაკლები იყო.
წყარო - ON.ge

Comments

Popular posts from this blog

გიორგი გახარია: დღეს პარლამენტი ყველაზე ღირსეულად ზაზა სარალიძე იჯდა.

დღეს პარლამენტში ზაზა სარალიძე ყველაზე ღირსეულად იჯდა და ყველაზე ღირსეულად მოითმინა ის ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დასკვითი სიტყვის გამოსვლისას განაცხადა. გიორგი გახარიამ დეპუტატები რიგი საკითხების პოლიტიზირებისთვის გააკრიტიკა და არჩევნების პროცესში სამართალდამცველების რეაგირებას გაუსვა ხაზი. ამასთან მინისტრმა ემოციუირი გამოსვლისთვის პარლამენტარებს ბოდიში მოუხადა. „ ბატონებო, როდესაც თქვენ აიღეთ პასუხისმგებლობა სარალიძის შემთხვევის, რომელიც ყველაზე ღირსეულად იჯდა აქ და ყველაზე ღირსეულად მოითმინა ის ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა - აქედან წამოგეღოთ უზარმაზარი პოლიტიკური დივიდენდები, იცოდეთ, რომ პასუხისმგებლობის აღებაც მოგიწევთ. მე გპირდებით ამას პირდაპირ, იქიდან გამომდინარე როგორ, რა ფორმატში ჩაატარეთ კომისია. თქვენ უბრალოდ შეძელით და საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, როგორც იდეა, სამწუხაროდ, დააზიანეთ. იმედი მაქვს, რომ პასუხისმგებლობა გეყოფათ, საპარლამენტო კონტროლსაც ზუსტად იგივენაირად არ მოექცევით, როგორც გააკეთეთ კომისიაში. მე როდესაც აქ დღეს მოვდი...

სოფო ნიჟარაძე - მე მიყვარს სვანეთი

როგორ არ უნდა შეეხოთ სახეს, როდესაც გარშემო კორონავირუსია? ინსტრუქცია

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სხვა სამედიცინო ორგანიზაციების მსგავსად , გირჩევთ, არ შეეხოთ სახეს (განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირსა და თვალებს), რათა ახალი კორონავირუსისგან თავი დაიცვათ. ეს რჩევა მნიშვნელოვანია ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ვირუსი ან ბაქტერია ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. სხვადასხვა მონაცემის თანახმად, ადამიანი საკუთარ სახეს საათში საშუალოდ სულ ცოტა, 16- 23-ჯერ ეხება. ამ ქმედებებს არ შეიძლება შეგნებული ეწოდოს. სპეციალისტები იძლევიან გარკვეულ რეკომენდაციებს, თუ როგორ შეიძლება ამ ჩვევასთან გამკლავება. შეეცადეთ გაიგოთ, რა გიბიძგებთ ამ ქმედებისკენ? ფსიქოლოგების აზრით, სანამ იმაზე დავიწყებთ საუბარს, როგორ არ უნდა შეეხოთ სახეს, უნდა დაისვას კითხვა, თუ საერთოდ რატომ აკეთებთ ამას. საამისოდ კი, სპეციალისტების რეკომენდაციით, დღის განმავლობაში საკუთარ თავს უნდა დააკვირდეთ, დაწეროთ ან უბრალოდ დაიმახსოვროთ, რა იწვევს თქვენს პროვოცირებას: რა სიტუაციაში და რატომ ეხებით სახეს. მაგალითად, ადამიანების ნაწილი ამას მაშინ აკეთებს, როდესაც სურდო აქვს, ან კომპიუტერთან მუშაობის დროს ...