Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

სააკაშვილი დააკავეს, თუმცა გაიქცა.


დეკემბერს დილით, უკრაინის გენერალური პროკურატურის და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, კიევში, ოდესის ყოფილი გუბერნატორის, და პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერის მიხეილ სააკაშვილისსახლში, ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ. პოლიტიკოსის თანამებრძოლმა დავით საყვარელიძემ Facebook-ზე დაწერა, რომ სააკაშვილის ბინის კარს ამტვრევდნენ და მხარდამჭერებს მის სახლთან შეკრებისკენ მოუწოდა. სააგენტო Украинские новости-ს შეფასებით, მოწოდებას დაახლოებით ათასი ადამიანი გამოეხმაურა. ქუჩაში პოლიციასთან შეტაკებები დაიწყო. ტელეკომპანია 112 Украина-ს ცნობით, სააკაშვილის ერთ-ერთმა მომხრემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვას შეეცადა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა არტიომ შევჩენკომ განაცხადა, რომ შეტაკებებში რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. სულ ცოტა 9 ადამიანი დააკავეს.



დაკავება



ჩხრეკის დაწყების შემდეგ, სააკაშვილი სახლის სახურავზე ავიდა და დაიმუქრა, რომ გადმოხტებოდა "თუ ვინმე ხელს ახლებდა". თვითმხილველების თქმით, ყოფილი გუბერნატორი სახურავიდან გაჰყვიროდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო - ქურდი და მოღალატეა. შემთხვევის ადგილზე გადაღებული ვედეომასალის თანახმად, ყოფილი გუბერნატორი სახურავიდან ჩამოყვანა მოხერხდა. ის სახლიდან ხელბორკილით გამოიყვანეს და მიკროავტობუსში ჩასვეს დაკითხვაზე წასაყვანად, მაგრამ მხარდამჭერების მასამ ავტომობილს გზა ჩაუკეტა. 112 Украина-ს ცნობით, პოლიციელებმა ხალხის გასაფანტად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. სააკაშვილის მხარდამჭერებმა თავის მხრივ ბარიკადების აწყობა დაიწყეს, რისთვისაც გამოიყენეს ავტომობილის საბურავები და ნაგვის ტომრები.



ბრალდებები



უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სააკაშვილი დაკავებულია დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობისა და მათი საქმიანობის დაფარვის ბრალდებით. იმავდროულად, ყოფილი გუბერნატორის ადვოკატი პაველ ბოგომაზოვი ამტკიცებს, რომ მისი კლიენტი ეჭვმიტანილია სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობაში.

უკრაინული სააგენტოს ცნობით, პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური იძიებენ იმ მიტინგების დაფინანსების საქმეს, რომელსაც სააკაშვილის მომხრეები კიევში ატარებენ. 2017 წლის სექტემბერიდან ისინი რეგულარულად მართავენ აქციებს და მოითხოვენ პეტრო პოროშენკოს გადადგომას.



რუსეთთან კავშირი



უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქციები ორგანიზებულია ქვეყანაში ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით და მათ ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვის ადამიანები აფინენსებენ. ლუცენკოს თქმით, სააკაშვილმა 500 მილიონი დოლარი მიიღო უკრაინელი ბიზნესმენის სერგეი კურჩენკოსგან, რომელიც იანუკოვიჩის ოჯახის ახლობელია და უკრაინიდან რუსეთში 2014 წლის ზამთარში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაიქცა.

გენერალური პროკურორის ვერსიით, ფულის გადაცემაში შუამავალი სააკაშვილის თანამებრძოლი სევერიონ დონღაძე იყო. ის უკრაინის დატოვების მცდელობის დროს დააკავეს. ლუცენკოს თქით, დონღაძე თავისი ნაცნობი ქალის ავტომანქანით დიდი სიჩქარით მიემართებოდა კიევიდან რუსეთის მიმართულებით. ის სახელმწიფოს ღალატშია ეჭვმიტანილი და პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ კურჩენკოს არ იცნობს და წესიერად არც იცის ვინ არის.



შინაპატიმრობა



უკრაინის გენერალური პროკურორის თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის უწყება შინაპატიმრობას მოითხოვს, თუმცა სააკაშვილის დაკავება ამ დრომდე ვერ ხერდხება. ის უსაფრთხოების სამსახურის მიკროავტობუსში სამ საათზე მეტხანს იყო, რის შემდეგაც მომიტინგეებმა ავტომობილის კარი ჩაამტვრიეს და გაათავისუფლეს. სააკაშვილმა მხარდამჭერებს უმაღლეს რადასთან შეკრებისა და ქვეყნის პოროშენკოსა და მისი ბანდისგან გათავისუფლების პროცესის დაწყებისკენ მოუწოდა.



ძებნა



უკრაინული მედიის ცნობით, ცოტა ხნის წინ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ოდესის ყოფილ გუბერნატორზე ძებნა გამოაცხადა. მანამდე, პროკურორმა იური ლუცენკომ მიხეილ სააკაშვილს უსაფრთხოების სამსახურში ნებაყოფლობით გამოცხადებისთვის 24-საათიანი ვადა მისცა.



ექსტრადიცია



დღეს განვითარებული მოვლენების ფონზე კითხვები გაჩნდა სააკაშვილის შესაძლო ექსტრადიციაზე საქართველოში, რაზეც საქართველოს პროკურატურას უკრაინული მხარისათვის შუამდგომლობა გაგზავნილი აქვს. თბილისში განაცხადეს, რომ კიევში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, უკრაინის გენერალური პროკურატურისგან ინფორმაცია არ მიუღიათ. თავის მხრივ, იური ლუცენკომ, უკრაინის დედაქალაქში გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს თქვა, რომ ამ ეტაპზე სააკაშვილის დეპორტაციის ან მისი ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება.

Imedinews.ge

Comments

Popular posts from this blog

ავტოავარია ქობულეთი - ბათუმის შემოვლით გზაზე. (ვიდეო)

თვითმხილველების თქმით, ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ტრაგედიის მიზეზი, რომელსაც ორი ტყუპი ჩვილის და ერთი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.  როგორც "ექსპრესნიუსს" თვითმხილველებმა აცნობეს, ავტოავარიაში მოყოლილი ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და სავალი ნაწილიდან გადავიდა. დაშავებულებს პირველადი დახმარება თვითმხილველებმა გაუწიეს.

New Wave 2016

ახალი ტალღა 2016 იწყება! "ტსჯ" ჯგუფი გაძლევთ საშუალებას გაეცნოთ კონკურსის ყველა დეტალს წინასწარ. "ტსჯ" ჯგუფმა შექმნა "ახალი ტალღა 2016"-ის ქართული ვებ.ვერსია.  newwavestars.blogspot.com   კონკურსი 2002 წლიდან იღებს სათავეს და იგი უკვე 14 წელია რაც გრძელდება. ჩვენი ჯგუფის დაარსების დღიდან, გაწვდით ინფორმაციას მოცემული კონკურსის შესახებ და ასეც ვაგრძელებთ. წელს მასშტაბი გავზარდეთ და შევქმენით კონკურსის ვებ-გვერდის ქართული ვერსია. რაც საშუალებას მოგვცემს ვუქომაგოთ ჩვენს გიორგის, რათა დაგვიბრუნდეს იგი გამარჯვებული, როგორც ეს 2014 წელს ნუცას შემთხვევაში მოხვდა.  წარმატებები გიორგის! თქვენ კი თუ გაინტერესებთ კონკურსის დეტალები დაკლიკებით გადადით კონკურსის ქართულ ვებ-გვერდზე.   newwavestars.blogspot.com  

2017-2018 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების განრიგი ცნობილია.

2017-2018 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო და 15 ნოემბრის 18:00 საათის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია 2017-2018 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდება ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთდროულად 09:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით: 18 ნოემბერი  – მათემატიკა, ფრანგული. 19 ნოემბერი  – ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის,გერმანული ენა. 25 ნოემბერი  – გეოგრაფია, რუსული ენა. 26 ნოემბერი  – ისტორია, ქიმია. 2 დეკემბერი  – ინგლისური ენა, ფიზიკა. 3 დეკემბერი  – ბიოლოგია. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური ელქტრონულად ჩატარდება. სკოლებს შეუძლიათ დაარეგისტრირონ ის მოსწავლეები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ მონაწილეობა მიიღონ 2017-2018 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში თითოეულ საგანში/საგნებში კონკრეტული ასაკ...