Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

საქართველოს არაპოპულარული მეფეები.

საქართველოს ისტორიაში გარდა წარმატებული, ძლიერი, ცნობილი მეფეებისა, იყვნენ მმართველები, რომელთა მეფობა სიმბოლური იყო. ისინი ქვეყანას ფორმალურად მართავდნენ და მათი საქმეების შესახებ არც თუ ისე საკმარისი ინფორმაცია მოიპოვება. 

ვახტანგ II - მისი მეფობის წლები 1289-1292 წლებს მოიცავს. ის იყო დავით VI ნარინის ძე. დემეტრე II თავდადებულის სიკვდილით დასჯის შემდეგ, აღმოსავლეთ საქართველოში ხუტლუბუღას (სადუნ მანკაბერდელის ძე) რჩევით ყაენმა ვახტანგ II დაამტკიცა მეფედ. ამ უკანასკნელმა სულ სამი წელი იმეფა.

დავით V - საქართველოს მეფე 1155 წელს სულ რაღაც ექვსი თვის განმავლობაში. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველო არის გაერთიანებული და ძლიერი. დავით აღმაშენებლის შემდეგ გამეფდა მისი მემკვირდე დემეტრე პირველი, რომელიც 1125-1156 წლებში მეფობდა.

ვახტანგ IV - ალექსანდრე I დიდის მემკვიდრე, რომელმაც სულ რამდენიმე წელს იმეფა. ის იყო ერთიანი საქართველოს მეფე 1442-1446 წლებში. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველო საკმაოდ დასუსტებულია და არცერთ სფეროში წინსვლა არ აქვს.

მოიწონეთ ყველაზე საინტერესო გვერდი >Around The Earth - დედამიწის გარშემო

წყარო - ambebi.ge

Comments

Popular posts from this blog

ტანგო - თავისუფლებისა და ვნების ცეკვა

ცეკვა, რომელიც 150 წელზე მეტს ითვლის. სიტყვა "ტანგო" სათავეს იბიბოს დილექტიდან იღებს და აღნიშნავს "ცეკვას დოლის რითმებზე".  ასევე არსებობს ვერსია, რომლის თანახმად, სიტყვა "ტანგო" წარმოიშვა ლათინური  " tangere "-დან, რაც ნიშნავს "შეხებას და კიდევ: "ტანგო"  ენათესავება ესპანურ " tambor "-ს და ნიშნავს "დოლს". თუ ფიქრობთ, რომ "ტანგო" ევროპული ცეკვაა, თქვენ ცდებით; ტანგოს საფუძველია არგენტინული მილონგას, აფრიკელ ხალხთა მოძრაობების,  ესპანური ფლამენკოსა და ინდიელების რიტუალური ცეკვების ნაზავი.  ევროპაში შემოსვლისას კი "ტანგოს" მოძრაობებს დაემატა პოლონური "მაზურკისა" და გერმანული "ვალსის" ელემენტები.  სხვათა შორის, თავდაპირველად "ტანგო" მხოლოდ მამაკაცების ცეკვა იყო. დიდი ხნის მანძილზე "ტანგო" იყო, არგენტინის ღარიბ მცხოვრებთა ცეკვა. მას ცეკვავდნენ ქალაქის ტავერნებსა  და მოედნებზე. XX საუკუნის დასაწყისში ცეკვა შეიჭრა ევროპაში და მაშინვე აიკრძალა,...

მითი და რეალობა კორონავირუსის შესახებ - ჯანმოს განმარტებები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსთან დაკავშირებით დასმულ მთავარ შეკითხვებს პასუხობს. რა არის მითი და რა - რეალობა: 1. ეფექტურია თუ არა ხელის საშრობები ახალი კორონავირუსის მოსაკლავად? - არა. ხელების საშრობები ეფექტური არაა კორონავირუსის მოსაკლავად. ახალი კორონავისისგან თავის დასაცავად, ხშირად უნდა გაიწმინდოთ ხელები სპირტის შემცველი ხელსახოცით ან საპნით და წყლით დაიბანოთ. ხელები დაბანის შემდეგ უნდა გაიმშრალოთ საფუძვლიანად, ქაღალდის ხელსახოცის გამოყენებით ან საშრობით. 2. შეუძლია თუ არა ულტრაიისფერ სადეზინფექციო ნათურას ახალი კორნავირუსის მოკვლა? - ულტრაიისფერი ნათურები არ უნდა გამოიყენოთ ხელების ან კანის სხვა ადგილების სტერილიზაციისთვის, რადგან ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. 3. რამდენად ეფექტურია თერმული სკანერები ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების გამოვლენაში? - თერმული სკანერები ეფექტურია იმ ადამიანების გამოვლენაში, რომლებსაც განუვითარდათ სიცხე ახალი კორონავირუსის ინფექციის გამო. თუმცა ის ვერ გამოავლენს იმ პირებს, რომლებიც ინფიცირე...

ბორჯღალოსნები ხვალ ესპანეთის გუნდს ხვდებიან

"რაგბი ევროპის" ჩემპიონატი ხვალ მესამე ტურით განახლდება. საქართველოს ნაკრები ესპანეთს სტუმრად შეერკინება. მატჩი ჩვენი დროით საღამოს შვიდ საათზე ესპანეთის ქალაქ მედინა-დელ-კამპოში დაიწყება. თებერვალში გამართულ ორი ტურის შემდეგ საქართველო ტურნირის ლიდერია. ბორჯღალოსნებს ლელო ჯერ არ გაუშვიათ. ბელგია 31:6 დაამარცხეს, გერმანიის ნაკრებს კი რუსთავის სარაგბო სტადიონზე 50-6 სძლიეს. ესპანეთი და საქართველო აქამდე 17-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ბორჯღალოსნებმა აქედან 13 შეხვედრა მოიგეს, 3 თამაში წააგეს, ერთი კი ფრედ ითამაშეს. მილტონ ჰეიგმა 23-კაციანი რაზმი უკვე დაასახელა და მეტოქის სიძლიერის გათვალისწინებით დააბალანსა. რაზმში მხოლოდ 2 უკეპო მოთამაშეა. ესპანეთის შემდეგ რაგბის ევროპის მეოთხე ტურში საქართველოს მეტოქე რუსეთის ნაკრები იქნება. ბორჯღალოსნები რუსებს "დინამო არენაზე" 12 მარტს დაუხვდებიან. წყარო - imedinews.ge