Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

ყოველი მეათე ადამიანი თამბაქოს მოხმარებისაგან კვდება. როგორია საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგები.

თამბაქოს მოხმარება მსოფლიოში ყოველი მეათე ადამიანის სიკვდილს იწვევს. ამის შესახებ ახალი კვლევა იტყობინება, რომელიც ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებულ 2015 წლის ანალიზს ეყრდნობა.
მეცნიერების მონაცემებით, სიკვდილიანობა შეიძლება უფრო გაიზარდოს, რადგან თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები აგრესიულად ერთვებიან ახალ ბაზარში, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში.  

„მიუხედავად იმისა, რომ უკვე საუკუნეზე მეტია არსებობს თამბაქოს მიღების უარყოფითი ზემოქმედების მტკიცებულებები, დღეს, ყოველი მეოთხე კაცი ყოველდღიურად ეწევა“, - აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი ემანუელა გაკიდოუ.
2015 წლის მონაცემებით თითქმის 1 მილიარდი ადამიანი ეწეოდა. ამათგან ყოველი მეოთხე კაცი და ყოველი მეოცე ქალი. ეს შედეგი 1990 წელზე უკეთესი იყო, როდესაც მსოფლიოში ყოველი მესამე კაცი ეწეოდა და ყოველი მეთორმეტე ქალი.
მოსახლეობის ზრდის გამო 1990 წლიდან მწეველების რაოდენობამ 870 მილიონით მოიმატა.
კვლევა აჩვენებს, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ წარმატებით მოახერხა მოწევის შეწყვეტა - ძირითადად გადასახადების გაზრდით, გამაფრთხილებელი შეფუთვებითა და საგანმანათლებლო პროგრამებით. მაგალითად, 25 წელიწადში, ბრაზილიის მწეველთა რაოდენობა კაცებში 29%-დან 12%-დე დაეცა, ხოლო ქალებში 19%-დან, დღეს მხოლოდ 8% ეწევა.
ამავე პერიოდში მწეველი ქალების რაოდენობა რუსეთში 56%-მდე გაიზარდა, როდესაც მწეველი კაცების რაოდენობა 11%-მდე დაეცა. მსგავსი ტენდენცია აზიურ ქვეყნებში ფიქსირდება. 
საქართველოში პარლამენტმა თამბაქოს შესახებ კანონში ცვლილებების პაკეტი პირველი მოსმენით გუშინ მიიღო. ცვლილებების მიხედვით, თამბაქოს მოწევა აიკრძალება დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. 
წყარო - imedinews.ge

Comments

Popular posts from this blog

MGM-ის ლეგენდად ქცეულ ანიმაციურ სერიალ, "ტომისა და ჯერის" 80 წელი შეუსრულდათ

" Metro-Goldwyn-Mayer "- ის ლეგენდად ქცეულ ანიმაციას 80 წელი შეუსრულდა, საუბარია, რა თქმა უნდა, "ტომსა და ჯერიზე". მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია უილიამ ჰანასა და ჯოსეფ ბარბერას მიერაა შექმნილი. მისი სიუჟეტი სრულად აგებულია შინაური კატისა და თაგუნას დაუსრულებელ კონფლიქტზე. სწორედ, ამ მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ანიმაციური სერიალის, თითო სერიის ბიუჯეტი 30,000.00–დან 75,000.00 დოლარამდე მერყეობს. "ტომი და ჯერი"-ს პირველი სერია  1940 წლის 10 თებერვალს გამოვიდა. მულტფილმმა მალევე გაითქვა სახელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  საერთო ჯამში 80 წლის განმავლობაში „ტომი და ჯერის“ 164 ეპიზოდი გადაიღეს. მულტფილმმა საუკეთესო ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის „ოსკარის“ 7 პრემია მოიგო.              "ტომისა და ჯერის" მოკლემეტრაჟიანი ფილმების დასაწყისში, ყველასათვის ცნობილი "სავიზიტო ბარათი" 1946 წლიდან 1954 წლამდე ჩანდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ამავე წლის 23 დეკემბერს, "Warner Bros"-მა უნდა გამოუშვას ფილმი ...

თეონა და დევიდი

შენ შეგიძლია ცეკვა - თეონა და დევიდი / So You Think You Can Dance - Teona and David 

„გადაგვაგდე? გადაგაგდებთ”- ამ სლოგანით აქციები თბილისის გარდა რამდენიმე ქალაქში იმართება

„გადაგვაგდეთ? გადაგაგდებთ!”, -ამ სლოგანით თბილისის პარალელურად საპროტესტო აქციები რამდენიმე სხვა ქალაქშიც მიმდინარეობს. პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ პროექტის ჩაგდებას ბათუმში, ევროპის მოედანზე ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ. „აქციები გაგრძელდება მანამდე, სანამ არ მივაღწევთ მიზანს. ვერ შევეგუებით მოტყუებას. სწორედ პროპორციულ სისტემას უნდა დაესრულებინა ქუჩის აქციები და პროცესები გადასულიყო პარლამენტში. ივანიშვილი ხალხს დუელში იწვევს და ეს მიუღებულია“ , – განაცხადა აქციის მონაწილემ, გენრი დოლიძემ. აქცია იმართება ქუთაისის ცენტრალურ მოედანზეც. აქციის მონაწილეების თქმით, პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ წინასწარ დაწერილი სცენარით მოხდა. შეკრებილები ამბობენ, რომ ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებაში ყოფნა უნდა დასრულდეს. აქციის მონაწილეები საზოგადოებას მოუწოდებენ, პროტესტს შეუერთდნენ. „ქართულმა ოცნებამ“ ეს დანაპირებიც...