Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

ტანძიის საჯარო სკოლა, საქართველოს მასშტაბით შერჩეულ საუკეთესო ვიდეოების კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.

დღეს ბოლნისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, ძალადობის თემაზე, სკოლებს შორის  ვიდეორგოლების კონკურსი ჩატარდა.
,,მოზარდები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“- ასე ერქვა კონკურსს, რომელშიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის ექვსი და დმანისის მუნიციპალიტეტის სამი სკოლა მონაწილეობდა. მათ მიერ წარმოდგენილ ვიდეო რგოლებს ათ ბალიანი სისტემით, კომპეტენტური ჟიური აფასებდა. გამოვლინდა სამი საუკეთესო ვიდეო. ქულათა რაოდენობის მიხედვით ადგილები ასე გადანაწილდა: მესამე ადგილი სოფელ რატევანის საჯარო სკოლამ დაიკავა, მეორე ადგილი  ბოლნისის მუნიციპალიტეტის №1 საჯარო სკოლამ, პირველი ადგილი კი სოფელ ტანძიის საჯარო სკოლამ მოიპოვა. გამარჯვებულები და მონაწილეები  შესაბამისი სიგელებით დაჯილდოვდნენ.
,,ჩვენს ვიდეოში ასახული იყო დღევანდელობა, რადგანაც ოჯახში ძალადობა ძალიან ხშირია და  დიდ პრობლემას წარმოადგენს. ვფიქრობ ღირსეულად შეგვაფასეს, მადლობა ჟიურის თითოეულ წევრს,“-განაცხადა გამარჯვებული ვიდეოს ავტორმა, სოფელ ტანძიის საჯარო სკოლის მოსწავლემ გიორგი დადვანმა.
ტანძიის საჯარო სკოლა, საქართველოს მასშტაბით შერჩეულ საუკეთესო ვიდეოების კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.
,,საზოგადოებრივი პროკურატურის“ პროექტის ფარგლებში, ვიდეო კონკურსი ,,მოზარდები ოჯახში ძალადობის წინააღმდებ“, საქართველოს პროკურატურის მიერ ხორციელდება. კამპანია  მთელი  საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს, მისი  მიზანია ოჯახში ძალადობის პრევენცია და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება .
,,კონკურსის შესახებ დაახლოებით ერთი თვის წინ მივაწოდეთ ინფორმაცია  ყველა სკოლას.  ნამდვილად კარგი ვიდეო რგოლები შემოგვთავაზეს მონაწილეებმა,  კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა საუკეთესო. ნამდვილად დამსახურებულად გაიმარჯვა ტანძიის სკოლამ, მინდა მივულოცო მათ და წარმატებები ვუსურვო შემდეგ ეტაპზე.   თემატიკა არის ძალიან აქტუალური და პრობლემატური, შესაბამისად კამპანიის მიზანია  საზოგადოებაში მაქსიმალურად წამოვწიოთ ეს პრობლემა და მოვახდინოთ ახალგაზრდების ინფორმირება. ოჯახში ძალადობა არა მარტო კონკრეტული მსხვერპლის პრობლემაა, არამედ ეს არის სრულიად საზოგადოების პრობლემა, რომელიც უნდა შევაჩეროთ ერთად.  მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი სახის აქტივობები და იმედია კიდევ უფრო მეტი სკოლა ჩაერთვება,“-განაცხადა ბოლნისის პროკურატურის პროკურორმა ლუკა გამყრელიძემ.

წყარო - bolnisi.ge

Comments

Popular posts from this blog

მითი და რეალობა კორონავირუსის შესახებ - ჯანმოს განმარტებები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსთან დაკავშირებით დასმულ მთავარ შეკითხვებს პასუხობს. რა არის მითი და რა - რეალობა: 1. ეფექტურია თუ არა ხელის საშრობები ახალი კორონავირუსის მოსაკლავად? - არა. ხელების საშრობები ეფექტური არაა კორონავირუსის მოსაკლავად. ახალი კორონავისისგან თავის დასაცავად, ხშირად უნდა გაიწმინდოთ ხელები სპირტის შემცველი ხელსახოცით ან საპნით და წყლით დაიბანოთ. ხელები დაბანის შემდეგ უნდა გაიმშრალოთ საფუძვლიანად, ქაღალდის ხელსახოცის გამოყენებით ან საშრობით. 2. შეუძლია თუ არა ულტრაიისფერ სადეზინფექციო ნათურას ახალი კორნავირუსის მოკვლა? - ულტრაიისფერი ნათურები არ უნდა გამოიყენოთ ხელების ან კანის სხვა ადგილების სტერილიზაციისთვის, რადგან ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. 3. რამდენად ეფექტურია თერმული სკანერები ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების გამოვლენაში? - თერმული სკანერები ეფექტურია იმ ადამიანების გამოვლენაში, რომლებსაც განუვითარდათ სიცხე ახალი კორონავირუსის ინფექციის გამო. თუმცა ის ვერ გამოავლენს იმ პირებს, რომლებიც ინფიცირე...

ბორჯღალოსნები ხვალ ესპანეთის გუნდს ხვდებიან

"რაგბი ევროპის" ჩემპიონატი ხვალ მესამე ტურით განახლდება. საქართველოს ნაკრები ესპანეთს სტუმრად შეერკინება. მატჩი ჩვენი დროით საღამოს შვიდ საათზე ესპანეთის ქალაქ მედინა-დელ-კამპოში დაიწყება. თებერვალში გამართულ ორი ტურის შემდეგ საქართველო ტურნირის ლიდერია. ბორჯღალოსნებს ლელო ჯერ არ გაუშვიათ. ბელგია 31:6 დაამარცხეს, გერმანიის ნაკრებს კი რუსთავის სარაგბო სტადიონზე 50-6 სძლიეს. ესპანეთი და საქართველო აქამდე 17-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ბორჯღალოსნებმა აქედან 13 შეხვედრა მოიგეს, 3 თამაში წააგეს, ერთი კი ფრედ ითამაშეს. მილტონ ჰეიგმა 23-კაციანი რაზმი უკვე დაასახელა და მეტოქის სიძლიერის გათვალისწინებით დააბალანსა. რაზმში მხოლოდ 2 უკეპო მოთამაშეა. ესპანეთის შემდეგ რაგბის ევროპის მეოთხე ტურში საქართველოს მეტოქე რუსეთის ნაკრები იქნება. ბორჯღალოსნები რუსებს "დინამო არენაზე" 12 მარტს დაუხვდებიან. წყარო - imedinews.ge

ყველაფერი რაც 5G მობილური ინტერნეტის შესახებ უნდა ვიცოდეთ

რა არის 5G და რას ნიშნავს ის თქვენთვის? სუპერსწრაფი „მეხუთე თაობის 5G“ მობილური ინტერნეტი ზოგიერთ ქვეყანაში 2019 წელს ამოქმედდება. გვპირდებიან, რომ გადმოწერის სიჩქარე 10-20-ჯერ სწრაფი იქნება, ვიდრე ახლა გვაქვს. რაც უნდა იყოს, განსხვავება მართლა შეცვლის ჩვენ ცხოვრებას? ახალი მობილური ტელეფონები დაგვჭრდება? და გადაწყვეტს 5G-ს ამოქმედდება ქვეყნის ზოგიერთ ტერიტორიაზე ინტერნეტის არქონის ან სუსტი სიგნალის გაუმჯობესების საკითხს? ამის შესახებ BBC წერს . რა არის 5G ზუსტად? ის მომდევნო - მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტკავშირია, რომელიც ყველაზე სწრაფ ჩამოწერისა და ატვირთვის სიჩქარეს გვპირდება, უფრო მრავალფეროვანი და უფრო სტაბილურია. მისი ამოქმედება რადიოსიხშირის გამოყენების უკეთეს ხარისხსა და ერთი და იმავე ადგილიდან, უფრო მეტი ადამიანისთვის ხარისხიან ინტერნეტთან ხელმისაწვდომობას გაზრდის.  რისი გაკეთების საშუალებას მოგვცემს 5G? „რაც უნდა იყოს, ვიცით, რომ ჩვენი სმარტფონებით საქმეს სწრაფად და ხარისხიანად გავაკეთებთ“, - განმარტავს იან ფოგი OpenSignal-იდან, რომელიც მობილური ინტერნეტკავშირის ...