Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

მარტვილის სოფელ ზემო ნაგვაზაოში ათამდე საფლავი შეურაცხყვეს

 TSJ NEWS

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნაგვაზაოში, ათამდე საფლავი შეურაცხყვეს. ინფორმაციას სააგენტო ipn ადგილობრივ მცხოვრებლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოსახლეობის თქმით, საფლავის ქვები სხვადასხვანაირად არის დაზიანებული. სოფლის მცხოვრებთა განცხადებით, მსგავსი ფაქტი აქამდე არ მომხდარა. ისინი შესაბამის ორგანოებს საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
შს სამინისტროს ცნობით საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მიცვალებულისადმი უპატივცემულობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს, ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთს ორ წლამდე ვადით.

წყარო - imedinews.ge

Comments

Popular posts from this blog

ცარიელია სახლი...

თინათინ ჭაბუკიანის დოკუმენტური ფილმი "ცარიელია სახლი". საქართველოს გმირები. ყველაზე მტკივნეული დღე. გთხოვთ,12 წლამდე ასაკის ბავშვები მოარიდეთ ეკრანებს.   ‪#‎ გვახსოვდეს8აგვისტო‬ !

ოკეანის პლასტიკური დაბინძურების მოულოდნელი და წარმოუდგენელი წყარო აღმოჩენილია

დაივერებმა შეაგროვეს 40 000-ზე მეტი გოლფის ბურთი, რომლებიც კალიფორნიის რამდენიმე გოლფის მოედნიდან იყო მიმოფანტული ოკეანეში.     იხილეთ დაივერების მიერ გადაღებული ვიდეო ↓    წყარო - Vokrugsveta.ru გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi