Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

რა მდგომარეობაა მიწისძვრის ეპიცენტრში - კახეთის გუბერნატორის კომენტარი.


პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრას კახეთში ნგრევა არ გამოუწვევია. როგორც Ambebi.ge-ს კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, ამ მომენტისთვის, რეგიონის მასშტაბით ე.წ შემოვლა ტარდება და მოგვიანებით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ინფორმაციას გუბერნატორის აპარატს მიაწვდიან.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, შესაბამის სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებიც ახორციელებენ. 

"პირველადი ინფორმაციით, რაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მხრიდან და ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებისგან მივიღეთ, არის ის, რომ მიწისძვრას ნგრევა, მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამ დროისთვის სერიოზული განცხადება არ ფიქსირდება. ახლა სოფლის ყველა რწმუნებული და საგანგებო სამსახურები იმყოფებიან ე.წ ჩამოვლაზე და თუ რაიმე სერიოზული
ნგრევა ან შემთხვევა დაფიქსირდება, მოგვაწვდიან ინფორმაციას", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოში ცოტა ხნის წინ მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სიღნაღიდან სამხრეთ-დასავლეთით 22კმ-ში, სოფელ ქვემო ბოდბედან 15კმ-ში დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,1 მაგნიტუდა შეადგინა.

Comments

Popular posts from this blog

თეონა და დევიდი

შენ შეგიძლია ცეკვა - თეონა და დევიდი / So You Think You Can Dance - Teona and David 
მე მიყვარს სვანეთი - სოფო ნიჟარაძე

სპეცოპერაცია, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დასრულდა. იხილეთ შემზარავი კადრები.

ბერი სალოსის ქუჩაზე მასშტაბური სპეცოპერაციისას, ერთ- ერთმა დამნაშავემ სავარაუდოდ, თავი აიფეთქა. ცხედრების იდენტიფიკიაცა ჯერ დასრულებული არ არის. ამიტომაც მათი ვინაობაც უცნობი რჩება. არ სახელდება დაკავებულის გვარი და სახელიც, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ მოდულის შენობაში ბრალი წაუყენეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დანარჩენი სამი პირი სწორედ იმ ადამიანს იცავდნენ, ვინც სპეცოპერაციის დროს თავი აიფეთქა. სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 22 ნოემბერს საღამოს  დასრულდა.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი  ემსხვერპლა , ოთხი კი  დაიჭრა.