Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

დარღვევების გამო საქნახშირი და ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი დაჯარიმდნენ


კონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა ჭიათურის მაღაროებისა და ტყიბულის შახტის შემოწმება დაასრულეს. შემოწმების შემდეგ დარღვევები გამოვლინდა მინდელის შახტში, ასევე შუქრუთის, მღვიმევის, ითხვისის მაღაროებში, რის გამოც შპს “საქნახშირი“ და „ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი“ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ შესაბამისად დააჯარიმდნენ. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
„საქნახშირის (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“ მინდელის შახტში გამოვლენილი დარღვევები (შეუსაბამობები) სამი სახისაა: არაარსებითი, არსებითი და კრიტიკული. 
„ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის“ მაღაროებში კრიტიკული დარღვევები არ გამოვლენილა.
,,კრიტიკული შეუსაბამობების მქონე მოწყობილობების მუშაობა შეჩერდა დარღვევების გამოსწორებამდე, ხოლო დანარჩენი დარღვევების აღმოსაფხვრელად, კანონმდებლობის შესაბამისად, განისაზღვრა გონივრული ვადები. საწარმოები ვალდებულნი არიან მათ შესრულებაზე ინფორმაცია მიაწოდონ სააგენტოს, რაც ექვემდებარება სააგენტოს მიერ გადამოწმებას’’, - განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში.
გარდა ამისა, მონიტორინგის ჯგუფმა ერთობლივი ინსპექტირება ჩაატარა რამდენიმე ობიექტზე: მადნეულის კარიერი (დაბა კაზრეთი, სს „არემჯი კუპერი“), მეტროპოლიტენი (ესკალატორები) და ფუნიკულიორი.
მაღაროების შემოწმება სპეციალურად შექმნილი კომისიის შემდეგ მაისის დასაწყისში გადაწყდა, როდესაც მინდელის შახტში უბედური შემთხვევის გამო 4 მუშა დაიღუპა. 4 მეშახტე დაახლოებით 400 მეტრის სიღრმიდან გადმოვარდა. შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო -imedinews.ge

Comments

Popular posts from this blog

ცარიელია სახლი...

თინათინ ჭაბუკიანის დოკუმენტური ფილმი "ცარიელია სახლი". საქართველოს გმირები. ყველაზე მტკივნეული დღე. გთხოვთ,12 წლამდე ასაკის ბავშვები მოარიდეთ ეკრანებს.   ‪#‎ გვახსოვდეს8აგვისტო‬ !

ოკეანის პლასტიკური დაბინძურების მოულოდნელი და წარმოუდგენელი წყარო აღმოჩენილია

დაივერებმა შეაგროვეს 40 000-ზე მეტი გოლფის ბურთი, რომლებიც კალიფორნიის რამდენიმე გოლფის მოედნიდან იყო მიმოფანტული ოკეანეში.     იხილეთ დაივერების მიერ გადაღებული ვიდეო ↓    წყარო - Vokrugsveta.ru გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi