Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და საბერძნეთში. არის მსხვერპლიც.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად 360-მდე ადამიანი დაშავდა

თურქეთის სანაპიროებთან მომხდარი მიწისძვრის შედეგად სამედიცინო დახმარება სულ მცირე 358 ადამიანს დასჭირდა. ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით Rappler წერს.
აჰმედ დერმიჯანის განცხადებით, 272 ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათგან 25 დაშავებული ამ დრომდე კლინიკებში რჩევა.
6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთის სანაპიროებთან ეგეოსის ზღვაში მოხდა. 
სეისმოლოგების ცნობით, ეპიცენტრი საკურორტო ქალაქ ბოდრუმიდან 10 კილომეტრის და საბერძნეთის კუნძულ კოსიდან 16 კილომეტრის მოშორებით მოხდა. ამიტომაც მიწისქვეშა ბიძგები ორივე ქვეყანაში იგრძნობოდა. საბერძნეთში მიწისძვრას 2 ადამიანი ემსხვერპლა.
მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ მცირე ზომის ცუნამიც წარმოიშვა. 
ძლიერ მიწისძვრას საბერძნეთის კუნძულ კოსზე 2 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველებმა დანგრეული შენობიდან 3 ადამიანი ამოიყვანეს.
თურქეთის ქალაქ მუგლაში ჰოსპიტალიზებულია რამდენიმე ადამიანი. რამდენიმე ადამიანი ფანჯრიდან გადახტომისას დაშავდა. ბოდრუმის საავადმყოფოში 70-მდე ადამიანი მიიყვანეს.
6,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში იყო, თურქეთის კურორტ ბოდრუმიდან 10,3 კილომეტრის და საბერძნეთის კუნძულ კოსიდან 16,2 კილომეტრის დაშორებით.
მიწისძვრამ ნგრევა და მცირე ცუნამი გამოიწვია.

წყარო - imedinews.ge

Comments

Popular posts from this blog

MGM-ის ლეგენდად ქცეულ ანიმაციურ სერიალ, "ტომისა და ჯერის" 80 წელი შეუსრულდათ

" Metro-Goldwyn-Mayer "- ის ლეგენდად ქცეულ ანიმაციას 80 წელი შეუსრულდა, საუბარია, რა თქმა უნდა, "ტომსა და ჯერიზე". მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია უილიამ ჰანასა და ჯოსეფ ბარბერას მიერაა შექმნილი. მისი სიუჟეტი სრულად აგებულია შინაური კატისა და თაგუნას დაუსრულებელ კონფლიქტზე. სწორედ, ამ მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ანიმაციური სერიალის, თითო სერიის ბიუჯეტი 30,000.00–დან 75,000.00 დოლარამდე მერყეობს. "ტომი და ჯერი"-ს პირველი სერია  1940 წლის 10 თებერვალს გამოვიდა. მულტფილმმა მალევე გაითქვა სახელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  საერთო ჯამში 80 წლის განმავლობაში „ტომი და ჯერის“ 164 ეპიზოდი გადაიღეს. მულტფილმმა საუკეთესო ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის „ოსკარის“ 7 პრემია მოიგო.              "ტომისა და ჯერის" მოკლემეტრაჟიანი ფილმების დასაწყისში, ყველასათვის ცნობილი "სავიზიტო ბარათი" 1946 წლიდან 1954 წლამდე ჩანდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ამავე წლის 23 დეკემბერს, "Warner Bros"-მა უნდა გამოუშვას ფილმი ...

თეონა და დევიდი

შენ შეგიძლია ცეკვა - თეონა და დევიდი / So You Think You Can Dance - Teona and David 

„გადაგვაგდე? გადაგაგდებთ”- ამ სლოგანით აქციები თბილისის გარდა რამდენიმე ქალაქში იმართება

„გადაგვაგდეთ? გადაგაგდებთ!”, -ამ სლოგანით თბილისის პარალელურად საპროტესტო აქციები რამდენიმე სხვა ქალაქშიც მიმდინარეობს. პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ პროექტის ჩაგდებას ბათუმში, ევროპის მოედანზე ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ. „აქციები გაგრძელდება მანამდე, სანამ არ მივაღწევთ მიზანს. ვერ შევეგუებით მოტყუებას. სწორედ პროპორციულ სისტემას უნდა დაესრულებინა ქუჩის აქციები და პროცესები გადასულიყო პარლამენტში. ივანიშვილი ხალხს დუელში იწვევს და ეს მიუღებულია“ , – განაცხადა აქციის მონაწილემ, გენრი დოლიძემ. აქცია იმართება ქუთაისის ცენტრალურ მოედანზეც. აქციის მონაწილეების თქმით, პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ წინასწარ დაწერილი სცენარით მოხდა. შეკრებილები ამბობენ, რომ ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებაში ყოფნა უნდა დასრულდეს. აქციის მონაწილეები საზოგადოებას მოუწოდებენ, პროტესტს შეუერთდნენ. „ქართულმა ოცნებამ“ ეს დანაპირებიც...