Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

სოფლები რომელთა გაზიფიცირებაც დაიწყება. ბოლო და დადასტურებულ ინფორმაციას Netgazeti ავრცელებს.


საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, 17 მუნიციპალიტეტის 55 სოფლის გაზიფიცირება მოხდება, 19-ში კი გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები ჩატარდება.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბუნებრივი აირით სარგებლობას ამ სოფლებში მცხოვრები 17,833 ოჯახი შეძლებს, რისთვისაც ქვეყნის ბიუჯეტიდან 27 მილიონი ლარი გამოიყოფა. სოფლების გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო/სამშენებლო სამუშაოებს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ განახორციელებს.
იმისათვის, რომ იხილოთ სოფლების ჩამონათვალი, დააკლიკეთ შესაბამის მუნიციპალიტეტს:

ბოლნისის მუნიციპალიტეტი 

დისველის, ტანძიას, აკაურთას, ძეძვნარიანის, ფოცხვერიანის,იწრიას მამხუტის, ქვემო და ზემო არქევანის, ხატავეთის და გეტას გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება დაიწყება.

გორის მუნიციპალიტეტი 
დაიწყება სოფლების: ქვახვრელის, სკრას და უფლისციხის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება, სოფელი ახალხიზას გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება, ასევე, სოფელი ხიდისთავის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება
ვანის მუნიციპალიტეტი 
დაიწყება ზედა გორას და ზედა ბზვანის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი 
დაიწყება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი ალავერდის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი 
სოფელი შამგონას გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები შესრულდება
თელავის მუნიციპალიტეტი 
ფშაველის, ლალისყურის და ლაფანყურის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები შესრულდება.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი 
დავითიანის, შეერთებას, ქვემო გურგენიანის, ზემო გურგენიანის,
ზემო ხიზას და ხიზაბავრას გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები შესრულდება
კასპის მუნიციპალიტეტი 
თელიანის და დოესის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები შესრულდება, ხოლო სოფლების: გარიყულას, სასირეთის და თელათგორის დაჩების გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულდება.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი 
ლესას და ქვემო და ზემო ჩიბათის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები შესრულდება.
მცხეთის მუნიციპალიტეტი 
 მუხათგვერდის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები შესრულდება.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი 
სოფელი უჯარმას გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები შესრულდება.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი 
 სოფელი ბუკისციხეს გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები შესრულდება .
ხაშურის მუნიციპალიტეტი 
პატარა ფლევის, ნაცარგორას, დიდი ფლევის, ტკოცას, ზემო ბროლოსანის, ქვემო ბროლოსანის, კლდისწყაროს, წეღვერის, ტიტვინისწყაროს, ზემო აძვისის, ნაბახტევის, მცხეთიჯვარის, უწლევის, ალის, ბრილის, ქინძათის, ახალუბანის, დუმაცხოვის და კლდისწყაროს გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები შესრულდება .
დმანისის მუნიციპალიტეტი 
სოფელი პატარა დმანისის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები შესრულდება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი 
სოფელი ასკანას გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები შესრულდება.
სენასკის მუნიციპალიტეტი 
სოფლების: შუა ნოსირის, თეკლათის, საგვარამიოს, ახალსოფელის და ნოსირის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები შესრულდება, ასევე, სოფლების: გეჯეთის, ძველი სენაკის, ზედა სორტას და ქვედა სორტას გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები შესრულდება
ეს ჩამონათვალია, იმ რეგიონებისა და სოფლებისა, რომლებსაც გაზიფიცირება ელით.

წყარო - NetGazeti.GE

Comments

Popular posts from this blog

მითი და რეალობა კორონავირუსის შესახებ - ჯანმოს განმარტებები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსთან დაკავშირებით დასმულ მთავარ შეკითხვებს პასუხობს. რა არის მითი და რა - რეალობა: 1. ეფექტურია თუ არა ხელის საშრობები ახალი კორონავირუსის მოსაკლავად? - არა. ხელების საშრობები ეფექტური არაა კორონავირუსის მოსაკლავად. ახალი კორონავისისგან თავის დასაცავად, ხშირად უნდა გაიწმინდოთ ხელები სპირტის შემცველი ხელსახოცით ან საპნით და წყლით დაიბანოთ. ხელები დაბანის შემდეგ უნდა გაიმშრალოთ საფუძვლიანად, ქაღალდის ხელსახოცის გამოყენებით ან საშრობით. 2. შეუძლია თუ არა ულტრაიისფერ სადეზინფექციო ნათურას ახალი კორნავირუსის მოკვლა? - ულტრაიისფერი ნათურები არ უნდა გამოიყენოთ ხელების ან კანის სხვა ადგილების სტერილიზაციისთვის, რადგან ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. 3. რამდენად ეფექტურია თერმული სკანერები ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების გამოვლენაში? - თერმული სკანერები ეფექტურია იმ ადამიანების გამოვლენაში, რომლებსაც განუვითარდათ სიცხე ახალი კორონავირუსის ინფექციის გამო. თუმცა ის ვერ გამოავლენს იმ პირებს, რომლებიც ინფიცირე...

ბორჯღალოსნები ხვალ ესპანეთის გუნდს ხვდებიან

"რაგბი ევროპის" ჩემპიონატი ხვალ მესამე ტურით განახლდება. საქართველოს ნაკრები ესპანეთს სტუმრად შეერკინება. მატჩი ჩვენი დროით საღამოს შვიდ საათზე ესპანეთის ქალაქ მედინა-დელ-კამპოში დაიწყება. თებერვალში გამართულ ორი ტურის შემდეგ საქართველო ტურნირის ლიდერია. ბორჯღალოსნებს ლელო ჯერ არ გაუშვიათ. ბელგია 31:6 დაამარცხეს, გერმანიის ნაკრებს კი რუსთავის სარაგბო სტადიონზე 50-6 სძლიეს. ესპანეთი და საქართველო აქამდე 17-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ბორჯღალოსნებმა აქედან 13 შეხვედრა მოიგეს, 3 თამაში წააგეს, ერთი კი ფრედ ითამაშეს. მილტონ ჰეიგმა 23-კაციანი რაზმი უკვე დაასახელა და მეტოქის სიძლიერის გათვალისწინებით დააბალანსა. რაზმში მხოლოდ 2 უკეპო მოთამაშეა. ესპანეთის შემდეგ რაგბის ევროპის მეოთხე ტურში საქართველოს მეტოქე რუსეთის ნაკრები იქნება. ბორჯღალოსნები რუსებს "დინამო არენაზე" 12 მარტს დაუხვდებიან. წყარო - imedinews.ge

ყველაფერი რაც 5G მობილური ინტერნეტის შესახებ უნდა ვიცოდეთ

რა არის 5G და რას ნიშნავს ის თქვენთვის? სუპერსწრაფი „მეხუთე თაობის 5G“ მობილური ინტერნეტი ზოგიერთ ქვეყანაში 2019 წელს ამოქმედდება. გვპირდებიან, რომ გადმოწერის სიჩქარე 10-20-ჯერ სწრაფი იქნება, ვიდრე ახლა გვაქვს. რაც უნდა იყოს, განსხვავება მართლა შეცვლის ჩვენ ცხოვრებას? ახალი მობილური ტელეფონები დაგვჭრდება? და გადაწყვეტს 5G-ს ამოქმედდება ქვეყნის ზოგიერთ ტერიტორიაზე ინტერნეტის არქონის ან სუსტი სიგნალის გაუმჯობესების საკითხს? ამის შესახებ BBC წერს . რა არის 5G ზუსტად? ის მომდევნო - მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტკავშირია, რომელიც ყველაზე სწრაფ ჩამოწერისა და ატვირთვის სიჩქარეს გვპირდება, უფრო მრავალფეროვანი და უფრო სტაბილურია. მისი ამოქმედება რადიოსიხშირის გამოყენების უკეთეს ხარისხსა და ერთი და იმავე ადგილიდან, უფრო მეტი ადამიანისთვის ხარისხიან ინტერნეტთან ხელმისაწვდომობას გაზრდის.  რისი გაკეთების საშუალებას მოგვცემს 5G? „რაც უნდა იყოს, ვიცით, რომ ჩვენი სმარტფონებით საქმეს სწრაფად და ხარისხიანად გავაკეთებთ“, - განმარტავს იან ფოგი OpenSignal-იდან, რომელიც მობილური ინტერნეტკავშირის ...