Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

"ხოსე" მძვინვარებს. არის მსხვერპლიც.


ატლანტიკის ოკეანის თავზე ახალი ტროპიკული ქარიშხალი “ხოსე“ ჩამოყალიბდა. ამის შესახებ Reuters-ი აშშ-ს ქარიშხლების პროგნოზირების ეროვნული ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.
ცენტრის ცნობით, ამ დროისთვის, მისი ხმელეთზე გამოსვლის საფრთხე არ შეინიშნება. მისი ცენტრი ამჟამად მცირე ანტილის კუნძულების აღმოსავლეთით 2420 კილომეტრზეა. ის 20 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. ქარიშხლის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე 65 კმ/სთ-შია.
თუმცა, მეტეოროლოგების ყურადღების ცენტრში კვლავ ქარიშხალი ირმა რჩება, რომელმაც დღეს მაქსიმალურ მეხუთე კატეგორიას მიაღწია. მისი ქარის სიჩქარე 285 კმ/სთ-ს აღწევს.
26 აგვისტოს კი შტატებს უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში ყველაზე მძლავრი ქარიშხალი “ჰარვი დაატყდა თავს. ბოლო მონაცემებით მან 60 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
imedinews.ge

Comments

Popular posts from this blog

"მე ვიცი, რას ნიშნავს იცხოვრო სამშობლოსთან ახლოს, მაგრამ მაინც, მისგან ძალიან შორს იყო", - საქართველოზე უკიდეგანოდ შეყვარებული ამერიკელი - ივან ველბერი თავის ემოციებს გვიზიარებს.

"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებით ვარ დაინტერესებული... მე ვიცი, რას ნიშნავს იცხოვრო სამშობლოსთან ახლოს, მაგრამ მაინც, მისგან ძალიან შორს იყო", - საქართველოზე უკიდეგანოდ შეყვარებული ამერიკელი - ივან ველბერი თავის ემოციებს გვიზიარებს.  - როდის და რა მისიით ჩამოხვედით საქართველოში? - 2013 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტი დავამთავრე - ბაკალავრის ხარისხი მაქვს პოლიტიკურ მეცნიერებაში. მოგზაურობა მჭირდებოდა თუნდაც იმისათვის, რომ წიგნში ნასწავლი კონცეფციები და თეორიები უკეთესად გამეგო საკუთარი გამოცდილებით. თავიდან ირანში წასვლა და სპარსული ენის ცოდნის განმტკიცება მინდოდა. თუმცა, იმის გამო, რომ ამერიკელი ვარ, იქ სწავლის ან მუშაობის უფლების მოპოვება გამიჭირდებოდა. მერე ტაჯიკეთში წავედი და იქ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებით დავინტერესდი, რუსული ენა ვისწავლე. შემდეგ ყაზახეთსა და ყირგიზეთში ვიმოგზაურე. ვინც საქართველოში ნამყოფი იყო, ყოველთვის დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით ლაპარაკობდა ამ ქვეყანაზე. იმანაც გამაკვირვა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში უამრავი ქართული რესტორანი იყო,...

თეონა და დევიდი

შენ შეგიძლია ცეკვა - თეონა და დევიდი / So You Think You Can Dance - Teona and David 
მე მიყვარს სვანეთი - სოფო ნიჟარაძე