Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

YouTube-ის ვარსკვლავ PewDiePie-ს რასიზმში ადანაშაულებენ.

YouTube-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადმა ვლოგერმა, ლაივ-სტრიმის დროს სიტყვა "nigger" წარმოსთქვა, რის გამოც მას ფერადკანიანების წინააღმდეგ რასიზმში ადანაშაულებენ. ამის შესახებ BBC წერს. 

27 წლის შვედი "იუთუბერი", რომლის ნამდვილი სახელია ფელიქს შელბერგი, ლაივ-სტრიმში ვიდეოთამაშს თამაშობდა, როდესაც სიტყვა "nigger" წამოცდა. მან იმ წუთასვე ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ "ცუდი გაგებით არ მიგულისხმია", თუმცა სოცქსელებში ის რასიზმში დაადანაშაულეს. 

სიტყვა"nigger"-ით ფერადკანიანებს თეთრკანიანი ამერიკელები მიმართავდნენ მონათმლობელობის დროს, ამიტომ დღეს ეს მიმართვა ადამიანის ეთნიკური წარმომავლობის შეურაცხყოფად მიიჩნევა. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედია PewDiePie-ს რასისტულ კომენტარებზე განრისხდა. თებერვალში, Disney-ს შვილობილმა კომპანიამ Maker Studios-მა, შელბერგთან კონტრაქტი ანტისემიტური ხუმრობის გამო გააუქმა. ამასთან დაკავშირებით, PewDiePie-მ ვიდეო ჩაწერა, სადაც მოუხადა ბოდიში ყველას, ვისი ეთნიკური გრძნობები შეურაცხყო და გამოვიდა მედიის წინააღმდეგ, რომელიც მასზე ცრუ ცნობებს ავრცელებდნენ.





imedinews.ge

Comments

Popular posts from this blog

ცარიელია სახლი...

თინათინ ჭაბუკიანის დოკუმენტური ფილმი "ცარიელია სახლი". საქართველოს გმირები. ყველაზე მტკივნეული დღე. გთხოვთ,12 წლამდე ასაკის ბავშვები მოარიდეთ ეკრანებს.   ‪#‎ გვახსოვდეს8აგვისტო‬ !

ოკეანის პლასტიკური დაბინძურების მოულოდნელი და წარმოუდგენელი წყარო აღმოჩენილია

დაივერებმა შეაგროვეს 40 000-ზე მეტი გოლფის ბურთი, რომლებიც კალიფორნიის რამდენიმე გოლფის მოედნიდან იყო მიმოფანტული ოკეანეში.     იხილეთ დაივერების მიერ გადაღებული ვიდეო ↓    წყარო - Vokrugsveta.ru გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi