Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

ციფრული სულები. როგორ ზრუნავენ სოცქსელები გარდაცვლილი მომხმარებლების ექაუნთებზე.

                             

უკვე 2012 წელს, ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის Facebook-ის გარდაცვლილი მომხმარებლების რაოდენობამ დაახლოებით 30 მილიონს მიაღწია. ექსპერტები ამბობენ, რომ მალე დადგება ის დრო, როდესაც სოცქსელების გარდაცვლილი მომხმარებლების რიცხვი ცოცხლებს გადააჭარბებს. ასეთი ვირტუალური მემკვიდრეობის მართვას კი სპეციალური რეგულაციები და ოფიციალური კოდექსები დასჭირდება. კომპანიებმა ამ პრობლემაზე ფიქრი უკვე დაიწყეს.

Facebook-ი მომხმარებლებს ციფრული ანდერძის შექმნას სთავაზობს

Facebook-ი მომხმარებლებს ციფრული ანდერძის წინასწარ დაწერას და ექაუნთის პარამეტრებში იმ ადამიანის მითითებას სთავაზობს, რომელიც გვერდის მართვას განაგრძობს. ამასთან "მემკვიდრე" ვერ ნახავს თქვენს მიმოწერას, ვერ წაშლის ჩანაწერებს, მაგრამ შეძლებს ახალი პოსტების გამოქვეყნებას. იმ შემთხვევაში თუ გაუთვალისწინებელი რამ მოულოდნელად მოხდა, არსებობს ორი ვარიანტი:

- გვერდის წაშლა შეუძლია ნათესავს, თუ ის დაამტკიცებს, პირველ რიგში იმას, რომ თქვენი ნათესავია და შემდეგ უკვე დამტკიცებს თქვენი გარდაცვალების ფაქტს;
- ან იგივე ნათესავი მომხდარის დადასტურების შემთხვევაში შეძლებს "მემორიალური სტატუსის" დაყენებას და თქვენი გვერდი დარჩება ძველი სახით. თუმცა, გვერდის ახალი განმკარგავი შეძლებს პროფილის ფოტოს გამოცვლას, ახალი სტატუსების გამოქვეყნებას, ახალ მომხმარებლებთან დამეგობრებას, ამასთან თქვენ შეიძლება სამახსოვრო ფოტოებზე მოგნიშნონ, რომელიც შესაბამისად, თქვენს კედელზე გამოჩნდება. ამასთან, სახელის გვერდით, პროფილზე, გაჩნდება სპეციალური ნიშანი Remembering, რაც მემორიალური სტატუსია.


Instagram-ი თქვენს გვერდს მემორიალურ გალერეად აქცევს

Instagram-ზე გარდაცვლილი ადამიანის გვერდი მემორიალურ გალერეად გადაიქცევა. გარდაცვლილის ნათესავებს შეუძლიათ ექაუნთის გაუქმების მოთხოვნა, იმ პირობით, თუ ისინი დოკუმენტურად დაადასტურებენ გვერდის მეპატრონესთან ნათესაურ კავშირს და ზოგადად მისი დაბადების ფაქტს.

Twitter-ის ექაუნთი შეიძლება გაგიტეხონ

2016 წელს, Twitter-ან დაკავშირებით ასეთი სკანდალი მოხდა: ორი წლით ადრე გარდაცვლილი The New York Times-ის ჟურნალისტის დევიდ კარას ექაუნთი სპამ-ბოტმა გატეხა და მისი სახელით დაიწყო ისეთი სისულელეების წერა, რომ ფოლოუერები შოკში ჩააგდო.

ასეთი შემთხვევის მიუხედავად, ჯერჯერობით Twitter-ზე ექაუნთის დეაქტივაცია მომხმარებლის მხოლოდ ახლო ნათესავებს შეუძლიათ. სხვა შემთხვევაში, ყველაფერი რჩება ძველებურად იმ იმედით, რომ გარდაცვლილს ექაუნთს არ გაუტეხავენ.

Google-ი ბოლო სურვილს შეგისრულებთ
"ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით..." - ამ სიტყვებით იწყება Google-ის ექაუნთებისთვის სერვისების აღწერა სახელწოდებით "ყოველი შემთხვევისათვის". მასში შეიძლება "უმოქმედობის პერიოდის" დაყენება, ანუ თუ თქვენ მკვეთრად შეწყვეტთ გვერდებით სარგებლობას და არ იქნებით ონლაინ ხანგრძლივი დროის განმავლობაში (ვადის მითითება თავად შეგიძლიათ), Google-ი გიგზავნით შეტყობინებას, რომ თქვენი უმოქმედობის ვადა იწურება, ხოლო რამდენიმე დღეში აღასრულებს თქვენს "ბოლო სურვილს", რომლის დაწერაც წინასწარ შეგიძლიათ. ამ გზავნილში შეგიძლიათ "მემკვიდრეების" (თუნდაც ათი ადამიანის) მითითება, რომლებსაც ექაუნთებს დაუტოვებთ.

თქვენ გარდაიცვლებით, მაგრამ თქვენი ციფრული სული დარჩება

არსებობს ვებგვერდი Eterni.me, რომელიც თავისთან ტვირთავს მთელ ციფრულ ინფორმაციას გარდაცვლილის სოცქსელიდან: ყველა მის შეტყობინებას, ვიდეოგზავნილს, თითოეულ ფოტოს, კომენტარს, ყველა დოკუმენტს და ქმნის ბოტს - ადამიანის ასლს, რომლსაც შეუძლია ორიგინალურად აზროვნება. მასთან შეიძლება რეალურ დროში მიმოწერა, ის ცოცხალი ადამიანივით შეაფასებს და გამოეხმაურება თქვენს შეტყობინებებსა და ნაამბობს.

თუ ასეთი სერვისები განვითარდება, ადამიანები მომავალში თავიანთ წინაპრებს, როგორც ცოცხლებს ისე დაეკონტაქტებიან. ხოლო ცნობილ ადამიანებს, ამა თუ იმ მნიშვნელოვანი მოვლენის შეფასებასაც სთხოვენ.​​​​
...
არსებობს მოსაზრება, რომ დღევანდელ თაობებს გაუმართლათ, რადგან მათ უკეთ შეუძლიათ გააცნონ საკუთარი თავი შთამომავლებს: შვილთაშვილებს განსხვავებული და ბევრად ადეკვატური დამოკიდებულება ჩამოუყალიბდებათ წინაპრების მიმართ, როდესაც ნახავენ მათ ფოტოებს წვეულებებიდან, სასაცილო სტატუსებს და სულელურ გიფებს. თუ რამდენიმე წლის წინ ფსიქოლოგები ამტკიცებდნენ, რომ შეუძლებელია გადავიდეთ მომავალში თუ წარსულს არ დავტოვებთ, დღეს მეცნიერებს მშვენიერ იდეად მიაჩნიათ ის, რომ ცხოვრება მუდმივ ონლაინ-კავშირშია თავის გარდაცვლილ ახლობლებთან, რომლებიც ამ ფორმით მაინც, არსებობას განაგრძობენ.


წყარო - IMEDINEWS.GE

Comments

Popular posts from this blog

ტანგო - თავისუფლებისა და ვნების ცეკვა

ცეკვა, რომელიც 150 წელზე მეტს ითვლის. სიტყვა "ტანგო" სათავეს იბიბოს დილექტიდან იღებს და აღნიშნავს "ცეკვას დოლის რითმებზე".  ასევე არსებობს ვერსია, რომლის თანახმად, სიტყვა "ტანგო" წარმოიშვა ლათინური  " tangere "-დან, რაც ნიშნავს "შეხებას და კიდევ: "ტანგო"  ენათესავება ესპანურ " tambor "-ს და ნიშნავს "დოლს". თუ ფიქრობთ, რომ "ტანგო" ევროპული ცეკვაა, თქვენ ცდებით; ტანგოს საფუძველია არგენტინული მილონგას, აფრიკელ ხალხთა მოძრაობების,  ესპანური ფლამენკოსა და ინდიელების რიტუალური ცეკვების ნაზავი.  ევროპაში შემოსვლისას კი "ტანგოს" მოძრაობებს დაემატა პოლონური "მაზურკისა" და გერმანული "ვალსის" ელემენტები.  სხვათა შორის, თავდაპირველად "ტანგო" მხოლოდ მამაკაცების ცეკვა იყო. დიდი ხნის მანძილზე "ტანგო" იყო, არგენტინის ღარიბ მცხოვრებთა ცეკვა. მას ცეკვავდნენ ქალაქის ტავერნებსა  და მოედნებზე. XX საუკუნის დასაწყისში ცეკვა შეიჭრა ევროპაში და მაშინვე აიკრძალა,...

მითი და რეალობა კორონავირუსის შესახებ - ჯანმოს განმარტებები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსთან დაკავშირებით დასმულ მთავარ შეკითხვებს პასუხობს. რა არის მითი და რა - რეალობა: 1. ეფექტურია თუ არა ხელის საშრობები ახალი კორონავირუსის მოსაკლავად? - არა. ხელების საშრობები ეფექტური არაა კორონავირუსის მოსაკლავად. ახალი კორონავისისგან თავის დასაცავად, ხშირად უნდა გაიწმინდოთ ხელები სპირტის შემცველი ხელსახოცით ან საპნით და წყლით დაიბანოთ. ხელები დაბანის შემდეგ უნდა გაიმშრალოთ საფუძვლიანად, ქაღალდის ხელსახოცის გამოყენებით ან საშრობით. 2. შეუძლია თუ არა ულტრაიისფერ სადეზინფექციო ნათურას ახალი კორნავირუსის მოკვლა? - ულტრაიისფერი ნათურები არ უნდა გამოიყენოთ ხელების ან კანის სხვა ადგილების სტერილიზაციისთვის, რადგან ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. 3. რამდენად ეფექტურია თერმული სკანერები ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების გამოვლენაში? - თერმული სკანერები ეფექტურია იმ ადამიანების გამოვლენაში, რომლებსაც განუვითარდათ სიცხე ახალი კორონავირუსის ინფექციის გამო. თუმცა ის ვერ გამოავლენს იმ პირებს, რომლებიც ინფიცირე...

ბორჯღალოსნები ხვალ ესპანეთის გუნდს ხვდებიან

"რაგბი ევროპის" ჩემპიონატი ხვალ მესამე ტურით განახლდება. საქართველოს ნაკრები ესპანეთს სტუმრად შეერკინება. მატჩი ჩვენი დროით საღამოს შვიდ საათზე ესპანეთის ქალაქ მედინა-დელ-კამპოში დაიწყება. თებერვალში გამართულ ორი ტურის შემდეგ საქართველო ტურნირის ლიდერია. ბორჯღალოსნებს ლელო ჯერ არ გაუშვიათ. ბელგია 31:6 დაამარცხეს, გერმანიის ნაკრებს კი რუსთავის სარაგბო სტადიონზე 50-6 სძლიეს. ესპანეთი და საქართველო აქამდე 17-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ბორჯღალოსნებმა აქედან 13 შეხვედრა მოიგეს, 3 თამაში წააგეს, ერთი კი ფრედ ითამაშეს. მილტონ ჰეიგმა 23-კაციანი რაზმი უკვე დაასახელა და მეტოქის სიძლიერის გათვალისწინებით დააბალანსა. რაზმში მხოლოდ 2 უკეპო მოთამაშეა. ესპანეთის შემდეგ რაგბის ევროპის მეოთხე ტურში საქართველოს მეტოქე რუსეთის ნაკრები იქნება. ბორჯღალოსნები რუსებს "დინამო არენაზე" 12 მარტს დაუხვდებიან. წყარო - imedinews.ge