Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

აქციის მე -18 დღე და რამდეჯერმე დაძაბული ვითარება.



სოფელ ტანძიაში, ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობა აქციას მართავს. მათ RMG Gold-ის წარმომადგენლებსა და დაცვის პოლიციას ბნელ ხევში შესვლის საშუალება არ მისცეს. მოსახლეობამ პიკეტირება მოაწყო და ტრანსპორტი, რომელშიც დაცვის პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, გზაზე არ გაატარა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.


სოფელ ტანძიის მოსახლეობა აცხადებს, რომ კომპანია ბნელ ხევში ღია კარიერის მოწყობას გეგმავს, რაც საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას და ზიანს მიაყენებს როგორც იმ ტერიტორიაზე განთავსებულ ისტორიულ ძეგლებს, ასევე ტყის მასივს, რომლის მასიური გაჩეხვა უკვე დაწყებულია.


ადგილობრივები უკვე მე-18 დღეა საპროტესტო აქციას მართავენ და ბნელ ხევში, კომპანია RMG Gold-ის მიერ ღია კარიერის მოსაწყობად დაწყებულ სამუშაოებს აპროტესტებენ. ტანძიის მოსახლეობა აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ, ბნელ ხევში კარვებს გაშლიან და კომპანიას სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ.





წყარო- IMEDINEWS.GE
ფოტო - George Dadvani

Comments

Popular posts from this blog

თეონა და დევიდი

შენ შეგიძლია ცეკვა - თეონა და დევიდი / So You Think You Can Dance - Teona and David 
მე მიყვარს სვანეთი - სოფო ნიჟარაძე
სხვა რაკურსში ირმა არავიაშვილის მიერ შესრულებულმა სიმღერამ საქართველო აღაფრთოვანა. მოუსმინეთ სიმღერას ეს უბრალოდ მაგარია. Another perspective Irma araviashvilis impressed by the performance of the song in Georgia. Listen to the song it's just cool. Другая перспектива Ирма araviashvilis впечатление исполнения песни в Грузии. Прослушаите песню это просто здорово. fb.com/TSJTSSGROUP