Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

როგორ გავარჩიო კარგი წამალი ცუდისაგან? რჩევა





ხშირად, როდესაც ბაზარზე ახალი პრეპარატი გამოჩნდება, ყველა მის ქებას იწყებს. რაც, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ეს აუცილებლად კარგი წამალია. არსებობს წამლები, რომელთა მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე არ შეიძლება, თუმცა არის ისეთებიც, რომელთა შეძენაც ადამიანებს ურეცეპტოდ შეუძლიათ. როგორ გავარკვიოთ, კონკრეტული პრეპარატი ნამდვილად კარგია თუ არა?

„ვიკიპედიით“ ვერ გავიგებ?

ვერა. ვიკიპედიის სტატიებში ინფორმაცია არასრულია და ზოგჯერ არასწორიც. ამას კვლევები ადასტურებს. რესურსის ინგლისურენოვანი ნაწილი უფრო სანდოდ მიიჩნევა, მაგრამ მისი რედაქტორები თავად აღიარებენ, რომ ის არასრულყოფილია. ქართულენოვანი ვიკიპედიის და თემატური გვერდების მხრივ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა.

არსებობს პოპულარული ვებგვერდი WebMD, რომელიც Google-ის სისტემაში სამედიცინო საკითხების ძიებისას პირველივე ბმულებში ჩნდება, მაგრამ სანდო წყარო არც ის არის.

აბა, სად გავარკვიო?

არსებობს რამდენიმე ინგლისურენოვანი ვებგვერდი, რომლებიც გადამოწმებულ სამედიცინო ინფორმაციას აქვეყნებენ. ამ რესურსს ერთ-ორ წელიწადში ერთხელ აახლებენ. დიდწილად ეს სახელმწიფო ვეგბვერდებია, საექიმო საზოგადოებების, პაციენტთა ორგანიზაციების და ფონდების ვებგვერდები. მათ შორის ყველაზე სრული და ცნობილი გვერდები შემდეგია:

- UpToDate (საექიმო ცოდნის ავტორიტეტული ბაზის პაციენტებისთვის განკუთვნილი განყოფილება);


- MedlinePlus (ამერიკული სახელმწიფო ვებგვერდი, რომელიც იმავდროულად მუშაობს, როგორც ხარისხიანი ვებგვერდების საძიებო სისტემა);

- NHS Choices (ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის ვებგვერდი);

- MayoClinic.org (ცნობილი ამერიკული კლინიკის Mayo-ს ვებგვერდი).


ქართულ ენაზე ასეთი საძიებო რესურსი არის?


საქართველოში იმ პრეპარატების მოძიება, რომლებიც სახელმწიფოს მიერ ბაზარზე დაშვებულია, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ვებრესურსზე pharmacy.moh.gov.ge შეიძლება. აქ კონკრეტული პრეპარატის პოვნა სხვადასხვა საძიებო ველში შესაბამისი ინფორმაციის მითითებით არის შესაძლებელი. რესურსზე ყველა იმ წამლის მონაცემებია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ეფექტიანობაზე და უსაფრთხოებაზე შემოწმებულია. პრეპარატის რეგისტრაციის ვადა 5 წელია. შესაბამისად, მონაცემთა ბაზა მუდმივად ახლდება, ვიდრე მწარმოებლები ან დისტრიბუტორები თავიანთ პრეპარატს ხელახლა არ დაარეგისტრირებენ.

საქართველოში წამლების რეგისტრაციის ორი რეჟიმი მოქმედებს: ეროვნული და აღიარებითი. წამალი მოწმდება ბაზარზე შემოსვლამდეც და დისტრიბუციის პროცესშიც. კონტროლი დოკუმენტურ ექსპერტიზასთან ერთად, რომელიც პრეპარატის რეგისტრაციისთვის აუცილებელი პირველი ეტაპია, ბევრ მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, ლაბორატორიულ ექსპერტიზებსაც, რომლის მიზანი ბაზარზე შემოსვლის შემდეგ წამლის ხარისხის შენარჩუნების კონტროლია. ეროვნული რეგისტრაციის პროცედურა უფრო რთულია და ვადებში გახანგრძლივებული. მწარმოებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში მითითებული უნდა იყოს პრეპარატის ეფექტიანობის და უსაფრთხოების დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება, მათ შორის - კვლევების შედეგებიც.

რაც შეეხება აღიარებით რეგისტრაციას ის 2009 წელს ამოქმედდა და პრეპარატების რეგისტრაციის უფრო მარტივ პროცედურას ითვალისწინებს. კერძოდ, სახელმწიფოს, მთავრობის დადგენილებით აღიარებული ჰყავს 37 ქვეყნის მკაცრი და ავტორიტეტული რეგულატორი და თუ განმცხადებლის დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ წამალს ეს რეგულატორები იწონებენ, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ადმინისტრაციული ექსპერტიზის შემდეგ სახელმწიფო მას ბაზარზე შემოუშვებს.

თუ არსებობს კვლევები, რომლებიც ეფექტიანობას ადასტურებს, მაშინ ყველაფერი წესრიგშია?

კვლევას გააჩნია. ის შეიძლება არასაკმარისად ხარისხიანი იყოს. ყველაზე ხარისხიან კვლევებად მიიჩნევა:

- რენდომიზებული (როდესაც მონაწილეებს ყოფენ რამდენიმე ჯგუფად შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და არ აკომპლექტებენ ჯგუფებს ყველაზე ძლიერებისგან, რომლებსაც შემდეგ წამლებს აძლევენ);

- პლაცებო-კონტროლირებადი (როდესაც კვლევაში ჩართულია ჯგუფი შედარებისათვის, რომელსაც აძლევდნენ „ტყუილ“ პრეპარატს ან ისეთს, რომელიც მოცემულ შემთხვევაში აღიარებულია „ოქროს სტანდარტად“);

- ორმაგი ბრმები (როდესაც არც ექიმმა და არც პაციენტმა არ იცის, ვინ რა პრეპარტს იღებს, რაც ეფექტიანობის შეფასებისას სუბიექტურობას გამორიცხავს);

ასევე სასურველია, რომ კვლევები ტარდებოდეს პაციენტების დიდი რაოდენობის (უკეთესია რამდენიმე ათასის) მონაწილეობით და სხვადასხვა ქვეყანაში. არსებობს კიდევ უამრავი სხვა კრიტერიუმი, რომლებიც მონაცემებით მანიპულაციის შესაძლებლობას გამორიცხავს. მათ სპეციალურ ვებგვერდზეც მოუყარეს თავი, რომელზეც კვლევის ხარისხის შემოწმება შეიძლება.

არსებული ნაშრომების საფუძველზე კეთდება სისტემატური მიმოხილვები, რომლებშიც აფასებენ, თუ რა ვიცით ჩვენ თემის შესახებ და გვაქვს თუ არა საკმარისი საფუძველი, რომ რაღაც ვამტკიცოთ. სისტემატური მიმოხილვებიც სხვადასხვა ხარისხისაა. ყველაზე ავტორიტეტულად მიჩნეულია Cochrane Collaboration-ის ნაშრომები.

ექიმთა საზოგადოებები ამ მონაცემებს იყენებენ იმისთვის, რომ შექმნან ამა თუ იმ დაავადების თავიდან აცილების, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის გზამკვლევები. მაგრამ ხშირად ჩვენ არ გვაქვს უბრალოდ საკმარისი ინფორმაცია მყარი რეკომენდაციების გასაცემად და სწორედ ასეთ დროს არის მნიშვნელოვანი ექიმის გამოცდილება.

ხომ შეიძლება ძალიან კარგი პრეპარატის კვლევისთვის ფული არ არსებობდეს?

ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ პრეპარატის ავკარგიანობაზე, თუ ის შესწალილი არ არის. ის შეიძლება პერსპექტიული იყოს, მაგრამ ვიდრე მისი ეფექტიანობა და უსაფრთხოება არ დადასტურდება, სჯობს, არ მივიღოთ. ისტორიაში არსებობს შემთხვევები, როდესაც საკმარისი შესწავლის გარეშე ბაზარზე გატანილ პრეპარატებს, მძიმე შედეგები მოჰყვა. მაგალითად ტალიდომიდი, რომელსაც 1950-იანი წლების ბოლოს და 1960-იანი წლების დასაწყისში ფეხმძიმე ქალები დამამშვიდებელი ეფექტისთვის სვამდნენ. პრეპარატი ბავშვებში სერიოზულ თანდაყოლილ დეფექტებს იწვევდა.

ზოგჯერ, მწარმობლები ცდილობენ კარგი კვლევების არარსებობა იმით გაამართლონ, რომ ეს პრეპარატი ან მკურნალობის მეთოდი თავდაცვის სისტემის მიერ საიდუმლოდ შემუშავებულია (რის გამოც კვლევები გასაიდუმლოებულია), ან ამბობენ, რომ ამ წამლის გავრცელებით ბევრი პრეპარატი ფუჭი გახდება, რის გამოც ფარმაკოლოგიური კომპანიები შემქმნელს წინააღმდეგობას უწევენ და ებძვიან. ასეთი არგუმენტები თაღლითობის და ცრუმეცნიერების უტყუარი ნიშანია.

კიდევ რა კრიტერიუმები არსებობს?




ამერიკის წამლების და სურსათის კონტროლის სააგენტო (FDA) მომხმარებლებს ურჩევს არ ენდონ ასეთ „წითელ ნიშნებს“, როდესაც:

- თქვენ გპირდებიან რომ სწრაფად განიკურნებით უამრავი დაავადებისაგან ერთი მეთოდის ან წამლის საშუალებით;

- პრეპარატის აღწერაში გამოყენებულია ისეთი სიტყვათა შეთანხმებები, როგორებიცაა „სამეცნიერო გარღვევა“, „სასწაული განკურნება“, „საიდუმლო ინგრედიენტი“, „უძველესი წამალი“, „ნატურალური საშუალება“.

- ეფექტიანობის დადასტურებისათვის მოყვანილია „განკურნებული პაციენტების“ ნაამბობი, რაც შეიძლება, უბრალოდ, მოგონილი იყოს ან გამოჯანმრთელება გარემოებათა თანხვედრის შედეგია.

ზოგჯერ ასეთ პრეპარატებს ახსენებენ სტატიებში ან ინტერვიუებში ცნობილ ექიმებთან, რომლებშიც ისინი ინოვაციურ წამალს რეკომენდაციას უწევენ. სინამდვილეში, პროფესიონალი ექიმი არასდროს გაუწევს რამეს რეკლამას და დანამდვილებით არ გააკეთებს ამას საჯაროდ. შესაბამისად, მსგავსი მასალები ყალბია.






წყარო - imedinews.ge
ფოტო: shutterstock.com

Comments

Popular posts from this blog

ავტოავარია ქობულეთი - ბათუმის შემოვლით გზაზე. (ვიდეო)

თვითმხილველების თქმით, ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ტრაგედიის მიზეზი, რომელსაც ორი ტყუპი ჩვილის და ერთი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.  როგორც "ექსპრესნიუსს" თვითმხილველებმა აცნობეს, ავტოავარიაში მოყოლილი ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და სავალი ნაწილიდან გადავიდა. დაშავებულებს პირველადი დახმარება თვითმხილველებმა გაუწიეს.

New Wave 2016

ახალი ტალღა 2016 იწყება! "ტსჯ" ჯგუფი გაძლევთ საშუალებას გაეცნოთ კონკურსის ყველა დეტალს წინასწარ. "ტსჯ" ჯგუფმა შექმნა "ახალი ტალღა 2016"-ის ქართული ვებ.ვერსია.  newwavestars.blogspot.com   კონკურსი 2002 წლიდან იღებს სათავეს და იგი უკვე 14 წელია რაც გრძელდება. ჩვენი ჯგუფის დაარსების დღიდან, გაწვდით ინფორმაციას მოცემული კონკურსის შესახებ და ასეც ვაგრძელებთ. წელს მასშტაბი გავზარდეთ და შევქმენით კონკურსის ვებ-გვერდის ქართული ვერსია. რაც საშუალებას მოგვცემს ვუქომაგოთ ჩვენს გიორგის, რათა დაგვიბრუნდეს იგი გამარჯვებული, როგორც ეს 2014 წელს ნუცას შემთხვევაში მოხვდა.  წარმატებები გიორგის! თქვენ კი თუ გაინტერესებთ კონკურსის დეტალები დაკლიკებით გადადით კონკურსის ქართულ ვებ-გვერდზე.   newwavestars.blogspot.com  

2017-2018 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების განრიგი ცნობილია.

2017-2018 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო და 15 ნოემბრის 18:00 საათის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია 2017-2018 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდება ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთდროულად 09:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით: 18 ნოემბერი  – მათემატიკა, ფრანგული. 19 ნოემბერი  – ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის,გერმანული ენა. 25 ნოემბერი  – გეოგრაფია, რუსული ენა. 26 ნოემბერი  – ისტორია, ქიმია. 2 დეკემბერი  – ინგლისური ენა, ფიზიკა. 3 დეკემბერი  – ბიოლოგია. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური ელქტრონულად ჩატარდება. სკოლებს შეუძლიათ დაარეგისტრირონ ის მოსწავლეები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ მონაწილეობა მიიღონ 2017-2018 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში თითოეულ საგანში/საგნებში კონკრეტული ასაკ...