Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

სად აპირებდა თემირლან მაჩალიკაშვილი თავის აფეთქებას. ექსკლუზივი.


"იმედის კვირამ" მოიპოვა ის მოკლე ტექსტური შეტყობინებების ფრაგმენტი, რომელიც აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონიდან აღადგინეს. iPhone-დან, რომელიც 19 წლის ახალგაზრდას სპეცოპერაციის ღამეს ხელში ეჭირა.
მოკლე ტექსტური შეტყობინებები Whatsapp-აპლიკაციითაა გაგზავნილი. ნომრიდან, რომლის ბოლო სამი ციფრია რვა ნული.  მიმოწერა 2017 წლის 24 დეკემბრით თარიღდება.

"თემირლანი  - იცი რა არის ისტიშხადი?
უცნობი - მე რა ვიცი?
თემირლანი - თეთრი მანქანით ვინც ადის, არის ის ვინც აკეთებს ისტიშხადს, ანუ თვითლიკვიდაციას. ვინც აფეთქებით შედის, ის არის ისტიშხადის გამკეთებელი. ის შედის, რომ ააფეთქოს ქრისტიანები
უცნობი - ხოო გავიგე
თემირლანი - და მას, ვისაც თავი უნდა აეფეთქებინა, როდესაც მიდიოდა, მან მოიყვანა ბერკეტი მოქმედებაში
უცნობი - ჰოო...
თემირლანი - და ზუსტად ასე მე უნდა ავიფეთქო თავი
თემირლანი - ქალაქში, მეტრო სადგურის მოედნის გაჩერების შიგნით
უცნობი - კარგი რა, საკმარისია
თემირლანი - თუ ადამიანს აქვს რწმენა, მსგავს საკითხებზე ასე არ იტყვის
უცნობი - ღმერთმანი, მე შენ არაფერს არ გეტყვი 
თემირლანი - ის, ვინც ჭეშმარიტ გზაზე ქრისტიანების წინააღმდეგ ბრძოლაში შაჰადის თქმით მოკვდება, ის არის ჩემთვის ყველაზე დიდად სანატრელი.

ვის უმხელდა თემირლან მაჩალიკაშვილი თბილისში, მეტროსადგურის მოედანზე თავის აფეთქების გეგმას, უცნობია. მისი ტელეფონის ნომერი დაშიფრულია. მიმოწერაში რამდენჯერმეა ნახსენები არაბული სიტყვა "ისტიშაჰადი". 
კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე სიტყვა "ისტიშაჰადის" მნიშვნელობას განმარტავს და ამბობს, რომ ის არაბული სიტყვაა, მომდინარეობს ფუძიდან "შაჰად", რაც ნიშნავს დამოწმებას ან თავგანწირვას, შაჰიდად გახდომას. ასევე ხშირად მოიხსენიებენ მოწამეობრივ ოპერაციად, ანუ მათ როგორც მოწამეებს ისე აღიქვამენ. ეს სიტყვა გამოიყენება როგორც თვითმკვლელის მონაწილეობით ჩატარებული სამხედრო თუ ტერორისტული ოპერაციები.
აჰმედ ჩატაევსა და თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირებზე ახალი დეტალები ცნობილი 25 ივნისს გახდა. მოპოვებული სატელეფონო ჩანაწერებიდან ირკვევა, თუ ვისთან დარეკა აჰმედ ჩატაევმა სოფელ კირნათიდან, თურქეთის საზღვრის გადმოკვეთისთანავე. საქმის მასალების მიხედვით, ეს ნომერი გარდაცვლილ მაჩალიკაშვილზე ოფიციალურად იყო გაფორმებული. 
მოგვიანებით გავრცელდა კიდევ ერთი ჩანაწერი, რომელიც აჰმედ ჩატაევმა სავარაუდოდ, ISIS-ის ერთ-ერთ ლიდერს აბუ ჯიჰადს, იგივე ისლამ ატაბიევს გაუგზავნა. აჰმედ ჩატაევი და ისლამ ატაბიევი რუსეთის იმ 6 მოქალაქეს შორის არიან, რომლებიც 2015 წელს ევროკავშირმა „ალ-ქაიდას“ ტერორისტების სიაში შეიყვანა.
ცნობილია, რომ ასეთი შინაარსის ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2017 წლის 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა. შედეგად, დააკავეს ერთი ადამიანი - შუაიფ ბორზიევი, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისას გარდაიცვალა სამი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია. 
ამ სპეცოპერაციიდან თითქმის 1 თვეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე სპეცოპერაცია ამჯერად პანკისის ხეობაში ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, რამდენიმე პირი კი დააკავეს. თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში 10 იანვარს გარდაიცვალა.  
სუსი აცხადებდა, რომ დეკემბრის სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე

Comments

Popular posts from this blog

გიორგი გახარია: დღეს პარლამენტი ყველაზე ღირსეულად ზაზა სარალიძე იჯდა.

დღეს პარლამენტში ზაზა სარალიძე ყველაზე ღირსეულად იჯდა და ყველაზე ღირსეულად მოითმინა ის ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დასკვითი სიტყვის გამოსვლისას განაცხადა. გიორგი გახარიამ დეპუტატები რიგი საკითხების პოლიტიზირებისთვის გააკრიტიკა და არჩევნების პროცესში სამართალდამცველების რეაგირებას გაუსვა ხაზი. ამასთან მინისტრმა ემოციუირი გამოსვლისთვის პარლამენტარებს ბოდიში მოუხადა. „ ბატონებო, როდესაც თქვენ აიღეთ პასუხისმგებლობა სარალიძის შემთხვევის, რომელიც ყველაზე ღირსეულად იჯდა აქ და ყველაზე ღირსეულად მოითმინა ის ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა - აქედან წამოგეღოთ უზარმაზარი პოლიტიკური დივიდენდები, იცოდეთ, რომ პასუხისმგებლობის აღებაც მოგიწევთ. მე გპირდებით ამას პირდაპირ, იქიდან გამომდინარე როგორ, რა ფორმატში ჩაატარეთ კომისია. თქვენ უბრალოდ შეძელით და საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, როგორც იდეა, სამწუხაროდ, დააზიანეთ. იმედი მაქვს, რომ პასუხისმგებლობა გეყოფათ, საპარლამენტო კონტროლსაც ზუსტად იგივენაირად არ მოექცევით, როგორც გააკეთეთ კომისიაში. მე როდესაც აქ დღეს მოვდი...

სოფო ნიჟარაძე - მე მიყვარს სვანეთი

როგორ არ უნდა შეეხოთ სახეს, როდესაც გარშემო კორონავირუსია? ინსტრუქცია

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სხვა სამედიცინო ორგანიზაციების მსგავსად , გირჩევთ, არ შეეხოთ სახეს (განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირსა და თვალებს), რათა ახალი კორონავირუსისგან თავი დაიცვათ. ეს რჩევა მნიშვნელოვანია ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ვირუსი ან ბაქტერია ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. სხვადასხვა მონაცემის თანახმად, ადამიანი საკუთარ სახეს საათში საშუალოდ სულ ცოტა, 16- 23-ჯერ ეხება. ამ ქმედებებს არ შეიძლება შეგნებული ეწოდოს. სპეციალისტები იძლევიან გარკვეულ რეკომენდაციებს, თუ როგორ შეიძლება ამ ჩვევასთან გამკლავება. შეეცადეთ გაიგოთ, რა გიბიძგებთ ამ ქმედებისკენ? ფსიქოლოგების აზრით, სანამ იმაზე დავიწყებთ საუბარს, როგორ არ უნდა შეეხოთ სახეს, უნდა დაისვას კითხვა, თუ საერთოდ რატომ აკეთებთ ამას. საამისოდ კი, სპეციალისტების რეკომენდაციით, დღის განმავლობაში საკუთარ თავს უნდა დააკვირდეთ, დაწეროთ ან უბრალოდ დაიმახსოვროთ, რა იწვევს თქვენს პროვოცირებას: რა სიტუაციაში და რატომ ეხებით სახეს. მაგალითად, ადამიანების ნაწილი ამას მაშინ აკეთებს, როდესაც სურდო აქვს, ან კომპიუტერთან მუშაობის დროს ...